როგორ უნდა ისწავლო პროგრამირება?

როგორ უნდა ისწავლო პროგრამირება?

June 9, 2024

პროგრამისტის პროფესია ხელოსნობისა და მეცნიერების ზღვარზე გადის. მისი კარგი და კომპეტენტური წარმომადგენელი ამ ორი სამყაროს დაბალანსებული შერწყმის ოსტატია.

პრაგმატულობისა და ინტელექტუალური საქმიანობის ასეთი მიქსი ამ სფეროს განსაკუთრებით საინტერესოსა და უნიკალურს ხდის.

როგორც კარგ ხელოსანს არასოდეს მოაკლდება საქმე, ისე კარგ პროგრამისტსაც მუდმივად აქვს უამრავი შემოთავაზება, ჰყავს უამრავი კლიენტი და მისი საქმიანობა ძალიან შემოსავლიანია.

როგორც კარგი მეცნიერის ცხოვრება სავსეა ცნობისმოყვარეობით, მუდმივი განვითარებითა და სიახლეების აღმოჩენის უწყვეტი პროცესით, კარგი პროგრამისტის ცხოვრებაც მუდმივ რეჟიმში განვითარებასა და სამყაროს შესწავლაზეა ორიენტირბული.

პროგრამისტი ის არის ვინც სამეცნიერო, თეორიულ თუ აკადემიურ ცოდნას პრაგმატულ გამოყენებას მოუძებნის და ამით საკუთარი ან სხვა ადამიანების ცხოვრებას ამარტივებს.

რა არის საჭირო პროგრამირების სასწავლად?

ალბათ იფიქრებ კარგი პროგრამირების კურსი უნდა შევიძინო და დავეუფლები ამ პროფესიასო, თუმცა ცდები. როგორც ჩემს წინა სტატიაში ვთქვი, სტერეოტიბული აზროვნება ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა თუ რატომ ვერ სწავლობ პროგრამირებას და რაც მალე გათავისუფლდები ასეთი ფიქრებისგან, მით უფრო მალე შეძლებ დაადგე სწორ გზას.

პიანისტი ძალიან დიდ დროს ხარჯავს ყოველდღიურ ვარჯიშში. ერთსა და იმავე მუსიკაზე მუშაობს დიდი ხნის განმავლობაში და ასე ხდება საკუთარი საქმის უბადლო შემსრულებელი. ყველა პატარა დეტალს სწავლობს რადგან როცა შესრულების დრო დადგება, მისთვის საამაყო შედეგის დადება უნდა შეძლოს. მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა აჩვენოს და ასე მოიპოვოს აღიარება.

UFC - ის მებრძოლი საათობით ვარჯიშობს, დარბის, ჭიდაობს, სწავლობს უამრავ ტექნიკას იმისთვის რომ მზად იყოს ყველა სიტუაციისთვის. საკუთარი ბრძოლების ჩანაწერებს უყურებს და აანალიზებს ყველა დეტალს, არკვევს სად რა შეეშალა და რა მიმართულებით სჭირდება განვითარება. ასევე უყურებს მისი მომავალი ოპონენტების ბრძოლების ჩანაწერებს, აფასებს მის ძლიერ და სუსტ მხარეებს და საკუთარი განვითარების გეგმასა და სტრატეგიას ადგენს რაც შეიძლება მეტი დეტალის გათვალისწინებით. ამ გზით ის ზრდის მომდევნო ბრძოლაში გამარჯვების შანსებს.

საუკეთესო პროგრამისტებიც ზუსტად ასე უდგებიან საკუთარ საქმეს. ისინი მუდმივ რეჟიმში ცდილობენ განვითარდნენ. მხოლოდ სტანდარტული სასწავლო პროცესის გავლა არ კმარა იმისვის რომ წარმატებას მიაღწიო. განსაკუთრებულად კარგი შედეგების დასადებად საჭიროა განსაკუთრებულად კარგად იცნობდე საკუთარ თავს, უნარებსა და შესაძლებლობებს. საჭირო მუდმივად სწავლობდე და საკუთარ სუსტ მხარეებს აძლიერებდე.

როგორც პიანისტი თუ UFC - ის მებრძოლი მუშაობს მუდმივ რეჟიმში და ცდილობს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანას, მუდმივად ავითარებს საკუთარი შესრულების უნარებს, ზუსტად ასე სჭირდება პროგრამისტს ყოველდღიური პრაქტიკული აქტივობა.

პროგრამირების კურსები, წიგნები და სასწავლო რესურსები კარგია პირველი ნაბიჯების გადასადგმელად და შემდეგ პერიოდულად ახალ ეტაპებზე გადასასვლელად. თუმცა მომდევნო ეტაპზე ვერ გადახვალ თუ მიმდინარეში საკმარისი დრო, ენერგია და პრაქტიკული ძალისხმევა არ ჩადე.

ამისათვის საჭიროა მუდმივად წერდე კოდს, ყოვედღიურად ეჭიდებოდე ისეთ პრობლემებს რომლის გადაჭრისთვის საჭირო არც უნარები გაქვს და არც თეორიული ცოდნა. წარმოიდგინე რომ შენთვის უცნობი საქმის შესასრულებლად ძალიან ბევრი იწვალე, ინერვიულე, იშრომე, ეძებე, იკვლიე, ექსპერიმენტები ატარე და ბოლოს ძლივს გახვედი ბოლოში. ახლა წარმოიდგინე რომ ეს არის შენი ყოველდღიურობა და ყოველ ახალ საქმეს სჭირდება ასეთივე პროცესის გავლა და ეს არასდროს მთავრდება.

თუ ფიქრობდი რომ პროგრამისტის პროფესიას ერთხელ აითვისებ და მორჩა, მერე ყოველდღიურად ერთნაირ საქმეს გააკეთებ, იმედი უნდა გაგიცრუო. არცერთ პროგრამისტს არ აქვს იმის ფუფუნება რომ ერთ ადგილზე გაჩერდეს, სწავლა და განვითარება შეანელოს ან საერთოდ გააჩეროს. ეს განცდა პროგრამისტების სამყაროში უბრალოდ არ არსებობს და თუ ვინმეს ამის იმედი აქვს, ის უბრალოდ ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას.

რა სურს შენს მომავალ დამსაქმებელს?

კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარები ის აუცილებელი წინაპირობაა რომლის გარეშეც არცერთი დამსაქმებელი ან კლიენტი არ მოისურვებს შენთან ურთიერთობას. ამ უნარების განვითარებას კი ყოვედღიური, უწყვეტი, დაუღალავი, შეუპოვარი ბრძოლა და პრაქტიკული მუშაობა სჭირდება.

რამდენიმე თვეში შესაძლებელია მხოლოდ ზედაპირის მოფხეკა. რეალურად ამ უნარების ათვისებას და გამოკვეთას წლები სჭირდება. დღეს დამწყები პროგრამისტების უმეტესობა სწორედ აქ უშვებს შეცდომას, რამდენიმე თვეში უვარდებათ მოტივაცია. სწავლასა და განვითარებას ანებებენ თავს და შემდეგ წუწუნებენ იმაზე რომ ვერ პოულობენ სამსახურს.

საქმე იმაშია რომ სადაც ზოგმა თავი დაანება სწავლასა და ბრძოლას და წუწუნის უფლება მისცა საკუთარ თავს, იქ სხვებმა შეუპოვარი ბრძოლა განაგრძეს და ასეთ ადამიანებს შორის განსხვავების დანახვა შესაძლებელი მათთან საუბრის დაწყებიდან 1 წუთის განმვალობაშიც კი.

როგორ უნდა განვითარდე დამოუკიდებლად?

ძალიან ბევრი დამწყები პროგრამისტი მიჩვეულია რომ წინასწარ და ზუსტად ეტყვიან როგორ უნდა გადაჭრას პრობლემა. ხშირად პროგრამისტები კოდის წერას სწავლობენ კონკრეტული ტუტორიალებით და კურსებით, ნაბიჯ-ნაბიჯ და ეს ძალიან კარგი გზაა რომ ფეხი შემოდგა ამ სფეროში. BitCamp - ის პროგრამირების კურსები დამწყებთათვის ზუსტად ამ პრინციპით მუშაობს და ეს თავიდან ძალიან ეფექტურია.

თუმცა უნდა გახსოვდეს რომ რაღაც მომენტში უნდა სძლიო საკუთარ შიშს და თავად დაიწყოთ ისეთ პრობლემებზე მუშაობა რომელთა გადაწყვეტის გზებზე წარმოდგენაც კი არ გაქვს. საწყისების სწავლა კურსებით ძალიან კარგ საფუძველს მოგცემს, მაგრამ არ უნდა ჩაიკეტო ეგრედ წოდებულ "ტუტორიალების ჯოჯოხეთში" სადაც ინსტრუქტორის, ლექტორის ან მენტორის მითითებების გარეშე წინ ვერ მიდიხარ. მუდმივად ჩამოკიდებული ხარ სხვაზე.

რეალურ ცხოვრებაში, როდესაც რაიმე პროექტზე მუშაობ, შენი დამსაქმებლისთვის ან თუნდაც შენი ბიზნესისთვის, მუდმივად შეხვდები ისეთ პრობლემებს რომლების გადაჭრაზეც იქამდე არასოდეს გიფიქრია. წარმოიდგინე რომ მიხვიდე შენს დამსაქმებელთან და უთხრა რომ ეს საკითხი კურსებზე ან უნივერსიტეტში არ გისწავლია და ამიტომ ვერ/არ გააკეთებ. მაშნვე დაკარგავ სამსახურს.

როგორც ადამიანმა ვინც უკვე 15 წელია კოდს წერს, შემიძლია საკუთარი გამოცდილებიდან გითხრა - თითქმის არასოდეს მოხდება ისე რომ შენთვის ნაცნობი გზებით შეძლებ შენს წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრას. ყოველდღე უნდა გადაწყვიტო - ან მარცხდები, ან იკრებ ძალას და სწავლობ იმას რაც არ იცი. ვარჯიშობ იმის კეთებაში რაც აქამდე არასოდეს გიკეთებია და ნელა მიიწევ წინ.

შენთვის უცნობ საკითხებზე მუშაობის უნარი შენი ყველაზე ძლიერი იარაღია და მხოლოდ ამ იარაღის ათვისებით, განვითარებითა და გამოყენებით შეძლებ წარმატების მიღწევას.

როგორ უნდა შევიქმნათ სწორი ემოციური ფონი?

ნუ გეშინია, ეს მარტივი ნამდვილად არ არის მაგრამ შენ არ ხარ მარტო. BitCamp - ის ჯგუფში 56 ათასი ადამიანია ვინც ზუსტად იგივე პრობლემებში იხარშება და თუ დღეს ბევრი იწვალე მაგრამ წინ ვერ წაიწიე - არაუშავს, კარგად გამოიძინე და ხვალ ახალი ენერგიით დაჯახე პრობლემებს.

შეიძლება გეგონოს რომ ყოველდღიურად ძალიან ნელა მიდიხარ წინ მაგრამ მერწმუნე, თუ არ დანებდები და თუნდაც 1 თვის მერე მოიხედავ უკან, ძალიან დიდ პროგრესს აღმოაჩენ.

ერთადერთი სწორი მიდგომაა არ შეგაშინოს საკუთარმა უუნარობამ. არ გეგონოს რომ ვინმეზე ნაკლები ხარ. არ შეადარო საკუთარი პროგრესი სხვისას. შეედარე და შეეჯიბრე მხოლოდ საკუთარ გუშინელ თავს და მცირედი პროგრესიც კი საკმარისი საწვავი აღმოჩნდება მომდევნო ბრძოლებისთვის. წვეთ-წვეთად დაგროვილი, ყოველდღიური პროგრესი 1 თვეში ჭიქას და 1 წელში ქვევრსაც კი აგივსებს.

მოთმინება, დისციპლინა და შეუპოვრობა შენი საუკეთესო მეგობრები არიან ამ ბრძოლაში.

შეჯამება

ყოველდღიური, უწყვეტი შრომა და განვითარება აუცილებელია და ამ პროცესს ალტერნატივა არ აქვს.

ეს ასეა როგორც პროგრამისტებისთვის ისე ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენლისთვის და თუ მართლა წარმატება გინდა, თავს ნუ მოიტყუებ, ნუ ეცდები მარტივი და მოკლე გზების ძებნას.

შეეგუე რომ პასუხისმგებლობა გაქვს ასაღები საკუთარ თავსა და საკუთარ ცხოვრებაზე. ერთხელ მაინც შენს ცხოვრებაში გადაწყვიტე რომ მორჩა, ახლა უკვე სერიოზულად უნდა მოკიდო ხელი თვითგანვითარებაზე ზრუნვას. გადაწყვიტე რომ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია შენს ცხოვრებაში.

ძნელია მაგრამ ალტერნატივა უარესია რადგან ალტერნატივა განუვითარებლობისა და წარუმატებლობის ქაოსში გითრევს.

დაიწყე სწავლა BitCamp - ის პროგრამირების კურსებით მაგრამ გახსოვდეს რომ თუ ახლა ჩაგვჭიდებ ხელს და პირველ ნაბიჯებს ჩვენთან ერთად გადადგამ, მალე მოგიწევს რომ ხელი გაგვიშვა და თავად გარისკო მომდევნო ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ წაგახალისებთ, ხელს გკრავთ, მიმართულებას მოგცემთ, მერეც გემეგობრებით და საკუთარი გამოცდილების გაზიარებით გაგაძლიერებთ.

საბოლოოდ კი ამ თამაშის ვარსკვლავი შენ ხარ და მხოლოდ დამოუკიდებელი სწავლითა და ბრძოლით შეძლებ შენი მაქსიმალური სიმძლავრით სიკაშკაშეს.

შენი წარმატება ჩვენი წარმატებაა და რადგან ეს გვესმის, მხოლოდ სიმართლის თქმით შეგვიძლია სწორ გზაზე დაგაყენოთ.

სწავლა და ბრძოლა 🔥✊

შემდეგი სტატიის სათაური იქნება "როგორ შევქმნათ პროგრამები" სადაც გავშლით პროგრამისტისთვის აუცილებელ ტექნიკურ უნარებსა და მიდგომას რომლის საშუალებითაც შეძლებთ არა მხოლოდ ისწავლოთ, არამედ გახდეთ ამ საქმის უბადლო პროფესიონალი.

BitCamp - არის პასუხისმგებლიანი და საქმიანი ადამიანების საზოგადოება რომლებიც ზრუნავენ ერთმანეთის განათლებასა და წარმატებაზე.

თუ მოგწონს ჩვენი საქმიანობა, ჩემი სტატიები და გეხმარება ისინი, შენც დაგვეხმარე, გამოიწერე ეს გვერდი და გპირდებით რომ მუდამ სასარგებლო ინფორმაციითა და კონტენტით მოგამარაგებთ.

ჩვენი კურსები

ეს კურსები შექმნილია ონლაინ, ინტერაქტიული პლათფორმის გამოყენებით და მორგებულია სტუდენტების აუცილებელ საჭიროებებზე.

ყველა კურსი
Reactor - Full Stack პროგრამა

Reactor - Full Stack პროგრამა

ყველაზე სრულყოფილი Full Stack პროგრამა. 1 წლიანი. 15+ საგანი. საუკეთესო პირობებით. სრულად შეისწავლე თანამედროვე ვებ დეველოპმენტის მიმართულებები.

Beginners - Academy Webflow TemplateMedium Icon - Academy Webflow TemplateExperts Icon - Academy Webflow Template
No items found.
₾ 79.00 
₾ 158.00 
Python პროგრამირება

Python პროგრამირება

ამ კურსით ისწავლით პროგრამირების საფუძვლებს Python - ის გამოყენებით. სწავლის დაწყება შეგიძლია ნებისმიერ დროს. კურსი მოქნილია და მოირგებ ნებისმიერ გრაფიკზე.

₾ 30.00 
₾ 100.00 
JavaScript პროგრამირება

JavaScript პროგრამირება

ამ კურსით ისწავლი პროგრამირების საფუძვლებს JavaScript - ის გამოყენებით. დაიწყე სწავლა დღესვე!

₾ 30.00 
₾ 100.00 
HTML / CSS - Front-End

HTML / CSS - Front-End

დაეუფლე Front-End ვებ ტექნოლოგიების საფუძვლებს და ისწავლე ვებ გვერდების შექმნა. დაიწყე სწავლა დღესვე!

₾ 30.00 
₾ 100.00 
Java პროგრამირება

Java პროგრამირება

კურსის შესახებ ინფორმაცია განახლდება 8 ივლისამდე. მანამდე გაეცანით სხვა კურსებს.

₾ 30.00 
₾ 100.00 
React - ის საფუძვლები

React - ის საფუძვლები

კურსის შესახებ ინფორმაცია განახლდება 29 ივლისამდე. მანამდე გაეცანით სხვა კურსებს.

₾ 50.00 
₾ 150.00 
Angular - ის საფუძვლები

Angular - ის საფუძვლები

კურსის შესახებ ინფორმაცია განახლდება 2024 წლის აგვისტოში. მანამდე გაეცანით სხვა კურსებს.

₾ 50.00 
₾ 150.00 
Python Django

Python Django

კურსის შესახებ ინფორმაცია განახლდება ივლისის ბოლოს. მანამდე გაეცანით სხვა კურსებს.

₾ 50.00 
₾ 150.00 
PHP პროგრამირება

PHP პროგრამირება

კურსის შესახებ ინფორმაცია განახლდება ივლისის ბოლოს. მანამდე გაეცანით სხვა კურსებს.

₾ 30.00 
₾ 100.00 

სტატიები

ყველა სტატია
გაქვს თუ არა "მათემატიკური" ტვინი?

გაქვს თუ არა "მათემატიკური" ტვინი?

ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ როგორ მუშაობს ჩვენი გონება. ასე გავთავისუფლდებით სტერეოტიპებისა და მოგონილი მიზეზებისგან. მხოლოდ ასე შევძლებთ იმ მენტალური დაბრკოლებების გადალახვას რაც გვაშორებს წარმატებისგან.

განათლება
რატომ ვერ სწავლობ პროგრამირებას?

რატომ ვერ სწავლობ პროგრამირებას?

პირველ რიგში მადლობა! ძალიან მაგარი ხარ რომ ბედავ. ბედავ აღიარო რომ პრობლემა გაქვს. ბედავ აღიარო რომ რაღაც ისე არ არის როგორც გეგონა. ეს ნამდვილად დასაფასებელია და მინდა იცოდე რომ შენს ამ გაბედულებას, მთელი გულით, ენერგიითა და გულრწფელობით ვუპასუხებ ამ სტატიაში.

პროგრამირების კურსები