რატომ ვერ სწავლობ პროგრამირებას?

რატომ ვერ სწავლობ პროგრამირებას?

June 9, 2024

პირველ რიგში მადლობა! ძალიან მაგარი ხარ რომ ბედავ. ბედავ აღიარო რომ პრობლემა გაქვს. ბედავ აღიარო რომ რაღაც ისე არ არის როგორც გეგონა. ეს ნამდვილად დასაფასებელია და მინდა იცოდე რომ შენს ამ გაბედულებას, მთელი გულით, ენერგიითა და გულრწფელობით ვუპასუხებ ამ სტატიაში.

დაახლოებით 15 წელია პროგრამისტი ვარ და ამ დროის განმავლობაში უამრავი რამ გადამხდა თავს. პროგრამირება მართლაც რომ აღმოჩნდა ისეთი თავგადასავლების მომტანი უნარი, ისეთი კარიერის გაკეთების საშუალება და ინტელექტუალურად იმდენად საინტერესო საქმე, ხშირად ვერც კი ვიჯერებდი რომ ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა ეს ყველაფერი.

თუ შენც ჩემსავით გიყვარს ინტელექტუალური გართობა და მუდმივად ახალი და რთული გამოწვევების ძიებაში ხარ, მაშინ პროგრამისტის კარიერა შენთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდება.

ტექნოლოგიების სამყარო და განსაკუთრებით პროგრამისტის ბილიკი ძალიან სარფიანია ფინანსურადაც და ეს ყველამ კარგად იცის. სავარაუდოდ შანსი იმისა რომ ამ სტატიის მკითხველების უმეტესობამ პროგრამირების სწავლა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით გადაწყვიტეთ ძალიან მაღალია. ამაში კი ცუდი ნამდვილად არაფერია. თუ ინტელქტუალური საქმიანობა გიყვარს, შრომისმოყვარეც ხარ და თან გინდა რომ კარგად ანაზღაურებადი საქმე გქონდეს, პროგრამირება ნამდვილად შენთვისაა.

პრობლემა 1 - არასწორი მოლოდინები

დღეისათვის ტექნოლოგიების სამყარო სავსეა ისეთი ადამიანებით ვინც არასწორი მოლოდინებითა და მიზნებით გადაწყვიტეს ამ პროფესიის ათვისება.

გასული 5 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი "მარკეტინგული" ენერგია, ფული, დრო და ინვესტიცია ჩაიდო იმაში რომ ადამიანებისთვის ეთქვათ ერთი ძალიან არასწორი მესიჯი რომელიც შინაარსობრივად ასე ჟღერს - "ისწავლე პროგრამირება და იშოვე ბევრი ფული".

2010 წლიდან დღემდე უამრავი მეგობარი, ნაცნობი და კოლეგა გავიჩინე ტექნოლოგიების სფეროში. ისინი ნამდვილად არიან წარმატებულნი და მათ ისტორიას თუ მოისმენთ, ნამდვილად შეიძლება გააკეთოთ ის არასწორი დასკვნა რომ მათ "ისწავლეს პროგრამირება და იშოვეს ბევრი ფული".

სამწუხაროდ ეს არასწორი დასკვნაა. წარმატებული პროგრამისტების უმეტესობას მაგ განცდითა და მოლოდინით არ დაუწყია საკუთარ კარიერული გზაზე სიარული. კი, თავიდანვე ყველამ ვიცით და ვიცოდით რომ წარმატების შემთხვევაში, დიდი ფინანსური სარგებლის მიღება შეიძლებოდა(როგორც ყველა სხვა სფეროში). თუმცა ასევე ყველამ ვიცოდით რომ ასეთ წარმატებას უდიდესი შრომა, ძლიერი ნებისყოფა, წლებზე გათვლილი განვითარების სტრატეგია და ხშირი მარცხის სიმწარესთან მეგობრობა სჭირდება.

სამწუხაროდ მიწვეს თქმა რომ ეს ყველამ "ვიცოდით" და დღეს ეს ასე აღარაა. თანამედროვე დამწყები პროგრამისტების უმეტესობამ ეს არ იცის. მათ იციან "ისწავლე პროგრამირება და იშოვე ბევრი ფული" და სინამდვილეში წარმოდგენა არ აქვთ რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად.

თანამედროვე დამწყები პროგრამისტების უმეტესობა უზარმაზარი ეგოს ჩრდილში მოძრაობს. ისინი ფიქრობენ რომ ნეოსავით "რჩეულნი" არიან და მათ ირგვლივ უნდა ტრიალებდეს მთელი სამყარო. თავმდაბლობისა და სწავლის წყურვილის ნაცვლად დაგირეკლამეს "ისწავლე პროგრამირება და იშოვე ბევრი ფული" და სწორედ ამიტომაც ვერ სწავლობ პროგრამირებას.

ფულს რაც შეეხება - იშოვი კი არა, წახვალ და უამრავ ძვირადღირებულ კურსში გადაყრი(ხშირად ნასესხებ) ფულს და ძალიან გაგიმართლებს თუ ყელამდე ვალებში არ აღმოჩნდები. ნამდვილად იქნები დაახლოებით ისეთივე მოტყუებული როგორც კრიპტო ბოტასების, ქსელური მარკეტინგის თუ სხვა ფინანსური სქემების და პირამიდების მონაწილეები არიან ხოლმე.

არა, პროგრამირებას მაინც ვერ ისწავლი რადგან შენი მიზანი სწავლა არასოდეს ყოფილა, ფულის შოვნა გაინტერესებდა.

გამოდის რომ "ისწავლე პროგრამირება და იშოვე ბევრი ფული" არის წარუმატებლობის ფორმულა.

აბა წარმატების ფორმულა რაღაა?

  1. დაინტერესდი კონკრეტული საქმითა და პროფესიით;
  2. მიზნად დაისახე რომ იყო რაც შეიძლება ძლიერი და კომპეტენტური პროფესიონალი;
  3. მზად იყავი მოულოდნელობებისთვის;
  4. არ შეუშინდე სირთულეებს;
  5. იყავი შრომისმოყვარე;
  6. გქონდეს საკუთარი თავის, ღმერთის და უკეთესი მომავლის რწმენა;
  7. მზად იყავი როგორც სწავლის, ისე ბრძოლისთვის - მუდმივად.

ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის რომ წარმატებული პროფესიონალი გახდე ნებისმიერ სფეროში. თუმცა ეს ყველაფერი რომც გქონდეს, საერთოდ არ გაქვს გარანტია რომ წარმატებული იქნები. მაინც არის დიდი შანსი რომ რაღაც ისე არ წავიდეს და წარმატების ბილიკზე ვერ აღმოჩნდე.

ხოდა ახლა შეადარე: ის ადამიანი ვინც ფიქრობს რომ "ისწავლის პროგრამირებას და იშოვის ბევრ ფულს" რამდენად კონკურენტუნარიანი შეიძლება იყოს იმ ადამიანთან შედარებით ვისაც ზემოთ აღწერილი შემართება აქვს.

თან გაითვალისწინე რომ სწორი შემართებით მოძრავმა ადამიანმა, ისიც იცის რომ წარმატება გარანტირებული არ არის.

შენ კიდევ პროგრამირების ისეთ კურსებს ყიდულობ სადაც "გარანტირებულ დასაქმებას" გირეკლამებენ. ხოდა ნუ გიკვირს რომ ვერც დასაქმდები და ზოგადად კარიერულ წარმატებაზე საუბარიც ზედმეტია. თავიდანვე არასწორი და შენს მოსატყუებლად გამზადებული იდეის დაიჯერე და უბრალოდ შანსი არ გაქვს რეალური კონკურენცია გაუწიო ვინმეს თუ მასეთი განწყობით აღჭურვილი ეცდები ტექნოლოგიების სამყაროში ფეხის შემოდგმას.

პრობლემა 2 - პრორგამირების კურსები

ეს პრობლემა პირდაპირი შედეგია იმ განწყობისა რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ მაგრამ სჯობს მაინც გავშალოთ დეტალურად.

მაშინ როცა "ისწავლე პროგრამირება და იშოვე ბევრი ფული" დაგირეკლამეს, რაღაც შესაბამისი პროდუქტიც ხომ უნდა მოგყიდონ. ამიტომ პროგრამირების კურსების გაყიდვა ამ კამპანიის ლოგიკური გაგრძელებაა.

თუმცა რადგან დასაწყისშივე მოგატყუეს და შენც არასწორი მოლოდინებით მოძრაობ, ახლა სჭირდებათ რომ ფული გამოგართვან ისე რომ შენ შედავების საშუალება არ დაგიტოვონ. ამიტომ თავიდანვე გიყვებიან იმ სტუდენტების ისტორიებს ვინც მათი კურსების წყალობით დასაქმდა და შენც გიჩნდება განცდა რომ სწორ ადგილას მოხვდი. მიჰყვები მათ მიერ დაგეგმილ კურსს და ყველაფერი კარგად იქნება, 5 თვეში 5000 ლარი გაქ ხელფასი და კურსში გადახდილ ფულსაც სწრაფადვე ამოიღებ.

რეალობა კი სულ სხვანაირია, გაიხსენე ზემოთ რაზე ვისაუბრეთ, შენ არასწორი მოლოდინითა და მიზნით ხარ მოსული. შესაბამისად რაც არ უნდა მაგარი კურსი იყიდო, მაინც ვერ მიაღწევ წარმატებას.

კურსი დასრულდება, შენ მოვალეობის მოხდის მიზნით ალბათ დაესწარი ყველა ლექციასა და გაკვეთილს, ტკიცინა სერტიფიკატსაც ჩაგახუტებენ და მერე რა ხდება? 👀 აღიარეთ, აღიარეთ საკუთარ თავთან, გულში მაინც აღიარეთ რომ უამრავი თქვენგანი აღმოჩენილხართ ასეთ სიტუაციაში.

საქმე იმაშია რომ მცდარი "წარმატების" იმიტაცია შეგიქმნეს, რაღაც ქაღალდითაც დაგაჯილდოვეს რომელზეც წლობით გამოცდილების მქონე პროგრამისტის ხელმოწერა გიდასტურებს რომ "კურსი გაიარე".

მაგრამ როგორც კი სამსახურის ძებნას ეცდები, იმწამსვე რეალობა დაგიდასტურებს რომ "შენ პროგრამისტი არ ხარ!", არც შენი ლექტორი ყოფილა რაიმე ავტორიტეტი ტექნოლგოიების სამყაროში, ამიტომ არც შენს სერტიფიკატს აქვს რაიმე ფასი.

პირველ გასაუბრებაზე შეიძლება დაუშვა ეგ შეცდომა და გაიმარიაჟო რომ სერტიფიკატი გაქვს, მაგრამ მალევე მიხვდები რომ არაფრად თვლიან მაგ შენს უაზრო ქაღალდებს და დამსაქმებელს მხოლოდ ის აინტერესებს თუ რისი გაკეთება შეგიძლია. შენ კიდევ გეგონა რომ აი 5 თვე და 5000 ლარი გაქ ხელფასი. მალევე აღმოაჩენ რომ სტაჟიორად რომ აგიყვანოს ვინმემ და სულაც არაფერი გადაგიხადოს, მაგაზეც თანახმა ხარ ან თუ არ ხარ თანახმა, მაშინ ხელს ჩაიქნევ და როგორც ფინანსური პირამიდის მორიგი მსხვერპლი, მორიგ "მარტივი ფულის შოვნის გზას" დაუწყებ ძებნას? 🙃

პრობლემა 3 - ტუტორიალების ჯოჯოხეთი

შეცდომას ყველა ვუშვებთ და ამაში გასაკვირი არაფერია. არსებობს შანსი იმისა რომ ჯიუტი ადამიანი ხარ, მიზნად გქონდა დასახული რომ წარმატებისთვის მიგეღწია და არ აპირებ დანებებას. ეს კარგია, შეუპოვრობა აუცილებელია. თუმცა არ არსებობს გარანტია რომ კიდევ არ შეცდები.

ზოგადად არაფრის გარანტია არ არსებობს და ნუ გჯერა სისულელეების, ყველაფერი არის რისკი. შენი ცხოვრების ყოველი წამი რისკია.

ჩემთან მოსული სტუდენტების უმეტესობის პრობლემა ასეთია:

  1. გავიარე კურსი რომელიღაც აკადემიაში მაგრამ მივხვდი რომ არ იყო საკმარისი.
  2. მერე ჩემით დავიწყე YouTube - ზე ტუტორიალების ყურება;
  3. აი რომ ვუყურებ ყველაფერს ვიგებ მაგრამ მერე ჩემით, დამოუკიდებლად მაინც ვერ ვახერხებ დავალებების და პროექტების გაკეთებას.

შედეგად სამსახურის პოვნაც შეუძლებელი ხდება რადგან არავის უნდა ისეთი პროგრამისტი ვინც დამოუკიდებლად ვერ ახერხებს საქმის ბოლომდე მიყვანას.

საბოლოოდ კი კურსებითა და ტუტორუალებით ვარდები იმ კონდიციაში რასაც პროგრამისტები Tutorial Hell - ს ვეძახით - ეს დამწყები პროგრამისტის ისეთი მდგომარეობაა როცა მას დამოუკიდებლად საკუთარ თავზე მუშაობა არ შეუძლია და მიჯაჭვულია რომელიმე იუთუბერზე ან მენტორზე.

პრობლემა 4 - დაკარგული პრაგმატიზმი

თუ ზემოთ აღწერილ პრობლლემათა ქსელში გაბმული დამწყები პროგრამისტი ხარ, გასაკვირიც არაა რომ წარმოდგენა არ გაქვს რა არის მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად და სრულად აცდენილი ხარ პრაგმატულ ბილიკს.

რაც არ უნდა მაგარ კურსში გადაყარო ფული, მაინც ვერ მიაღწევ წარმატებას თუ სწორ უნარებს არ შეიძენ. ყველაზე მთავარი კი პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარია, რომელსაც ვერცერთ კურსი ვერ მოგცემს. მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობით, ყოველდღიური, პრაქტიკული აქტივობითა და ინტელექტუალური საქმიანობით შეიძლება მოახერხო ამ უნარის ათვისება. მაგრამ არავინ გასწავლის თუ როგორ უდნა ქნა ეს.

როგორც ზემოთ გითხარი, აკადემიების მთავარი მიზანი ის კი არ არის რომ წარმატების ბილიკზე დაგაყენონ, არამედ ისაა რომ რაც შეიძლება მალე მოგიცილონ თავიდან თან ისე რომ იქეთ ვერ შეედავო ვერაფერზე. თუ მაინც გაგიჩნდა შედავების სურვილი, გეტყვიან რომ აი ეგერ ჯემალამ ჩვენი კურსი გაიარა და მშევენივრად დასაქმდა ამა და ამ კომპანიაშიო. მიდი და ედავე, ჯემალასთან ვიდეოც ექნებათ გადაღებული როგორ აქებს ამათ კურსებს და აქეთ აგიშარდებიან, შენ თუ არ შეგიძლია ჩვენი რა ბრალიაო.

პრობლემა 5 - დამწყები პროგრამისტების 10% - ზე ნაკლები აღწევს რეალურ წარმატებას

Shocking 😱 - ეს რა წაიკითხა შენმა თვალებმა - არა?

ცოტა დაბნეულიც ხარ? ისაა.... აბა "ისწავლე პროგრამირება და იშოვე ბევრი ფულიო?", რა ეგ მართალი არ არის?

საქმე იმაშია რომ წარმატებული 10% - ის მიერ დაწერილი ისტორია, საკმარისზე მეტი საფუძველია იმისთვის აკადემიების უმეტესობა არაკეთილსინდისიერად იქცეოდნენ, წარმოუდგენელ დაპირებებს გაძლევდნენ და შედავების საშუალებას გისპობდნენ.

არავინ გეუბნება რომ 90% - ზე მეტი წარმატებას ვერ აღწევს თორემ ხომ დაფიქრდებოდი და გააზრებულ გადაწყვეტილებას მიიღებდი?

იცი რა არის კიდევ უარესი? ვინც წარმატებას აღწევს, მათი სრული უმრავლესობა წარმატებას აღწევს თავისით და არა ამათი კურსებით. კი შეიძლება კურსი გაიარო მაგრამ იმისთვის რომ ის მასალა და პრაქტიკული უნარები აითვისო რაც საჭიროა, უამრავი შრომა და ის შემართებაა საჭირო რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. კურსის ლექტორმა მაქსიმუმ ხელი წაგკრას და მიმართულება მოგცეს თორემ საქმის 99% - ს შენით აკეთებ.

მაააგრამ, წარმატებას ისევ ეს აკადემიები მიიწერენ საკუთარ თავზე 100% - ით.

ხოდა აი ასეთი ჩაკეტილი წრეა და სინამდვილეში "პროგრამირება ისწავლე და ბევრ ფულს იშოვი" კი არ არის სწორი არამედ "პროგრამირებას გასწავლი და ბევრ ფულს ვიშოვი მე(აკადემია), შენ რას იზამ არ ვიცი მაგრამ მე უეჭველი ბვერ ფულს გავაკეთებ შენზე და შენნაირებზე. ბოლოს თუ კაი ტიპი გამოდექი, იშრომე იბრძოლე და წარმატებას მიაღწიე, აი მაგასაც ჩემ თავზე მივიწერ რომ ახალ სტუდენტებსაც მოუნდეთ ჩემთვის ფულის მოცემა და კიდევ უფრო გავმდიდრდე. შენც გახარებული იქნები და უარს არ მეტყვი კაი ვიდეო ჩავწერო შენზე. აი ის წარუმატებელი 90% კი ხმასაც ვერ ამოიღებს."

რატომ ვწერ ამ ყველაფერს?

ბოლო 5 წელია პროგრამირების კურსების ბაზარზე ვარ. კი, ჩემი შემოსავლის მთავარი წყარო სწორედაც რომ პროგრამირების კურსების გაყიდვაა.

BitCamp - ის კეთება რომ დავიწყე, ჩემი მთავარი ამოცანა იყო სწორი იდეების გავრცელება. ხალხისთვის იმის თქმა რომ თუ პროგრამირებას ისწავლიან, კარიერული წარმატების შანსი გაეზრდებათ, მაგრამ ძალიან ბევრი შრომა, სწავლა და ბრძოლა მოუწევთ.

BitCamp - ის სლოგანიც სწორედ ამას უსვამს ხაზს "სწავლა და ბრძოლა".

თუმცა ადამიანები მარტივი გამოსავლების ძიებაში, ხშირად ვუშვებთ შეცდომებს და შემდეგ თვალს ვხუჭავთ მათზე.

მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, პროგრამისტობაც და პროგრამირების მასწავლებლობაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თავგადასავალია.

მაგრამ მე არ მსურს ჩემი სტუდენტები არასწორი მოლოდინებით ყიდულობდნენ ჩემს კურსებს. მე მზად ვარ იმ მარკეტინგული "ზიანისთვის" რასაც ამ ყველაფრის საუბარი მომიტანს რადგან გულის სიღრმეში ვიცი რომ არავითარი ზიანი ეს არ იქნება. გრძელ ვადიან პერსპექტივაში ყველა დაინახავს სიმართლეს, იმ წარუმატებელი 90% - ის დაგროვილი უკმაყოფილება აუცილებლად ამოხეთქავს და უკვე ამოხეთქა ისე რომ ძალიან ბევრმა იმედგაცრუებულმა ადამიანმა დაიწყო საუბარი ღიად ამ ყველაფერზე.

გულის სიღრმეში ვიცი რომ მე და ჩემი სტუდენტები მოვიგებთ რადგან ყველაფერს გავაკეთებ რომ მათ იცოდნენ სიმართლე და აღჭურვილნი იყვნენ სწორი მენტალური იარაღებით. ასევე ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ რომ მათ ჩემთან სწავლა ძვირი არ უჯდებოდეთ.

სწორედ ამ მიზნით, 2024 წლის ზაფხულიდან, ჩემი და BitCamp - ი ს კურსების ფასი იმაზე უფრო იაფია ვიდრე ერთხელ მაკდონალდსში შესვლა შეიძლება დაგიჯდეს. ასეთ ფასს ვერ ნახავთ ვერცერთ ქართულ "აკადემიაში".

არ იფიქროთ რომ მე ბევრი ფულის შოვნა არ მინდა, სულ პირიქით, ჩემი ერთ-ერთი მიზანი და წარმატების საზომი სორედაც რომ ბევრი ფულის შოვნაა(თუმცა არა ერთადერთი). მაგრამ მე არ მსურს სხვისი უბედურებისა და წარუმატებლობის ხარჯზე ვმდიდრდებოდე. მე არ მინდა ჩემი შვილები იზრდებოდნენ ისეთი "კეთილდღეობის" გარემოში რომელიც სიყალბესა და სხვების მოტყუებაზე დგას.

სწორედ ამიტომ, ვქმნი მაღალი ხარისხის, ინტერაქტიულ სასწავლო კურსების პლათფორმას სადაც თანამედროვე განათლების მიღება მიზერულ ფასად შეგიძლიათ. აქაც წინასწარვე ვიცი რომ ადამიანების 90% ისევ წარუმატებელი იქნება - ეს უბრალოდ რეალობაა, ყველა პროგრამისტი ვერ გახდება. მაგრამ ასევე ვიცი რომ არცერთი ჩემი სტუდენტი არ იქნება ჩემზე ნაწყენი რადგან მე ყველას მოგცემთ საშუალებას გამოსცადოთ საკუთარი თავი, უნარები, ნებისყოფა და უბრალოდ გემო გაუგოთ ამ პროფესიას. თუ ისე აღმოჩნდება რომ ეს საქმე თქვენთვის არ არის, მაშინ მაქსიმუმ 30 ან 50 ლარი გექნებათ გადახდილი კურსის შეძენისას (კი, მართლა მასე იაფად ვყიდით BitCamp - ის კურსებს), არც ვალები და ბანკის განვადება შეგაწუხებს და არც მოტყუებულად იგრძნობ თავს.

შეჯამება

ამ პოსტში ბევრი ვისაუბრე იმაზე თუ "რატომ ვერ სწავლობ პროგრამირებას" და ალბათ გაგიჩნდა განცდა რომ კარგი იქნებოდა არსებობდეს მსგავსი სტატია მათთვის ვინც მართლა გადაწყვეტს რომ პროგრამირების სწავლა სურს სერიოზულად.

მომდევნო ჩემი სტატია იქნება შინაარსით "როგორ უნდა ისწავლო პროგრამირება?" სადაც განვიხილავ ყველა იმ აუცილებელ საკითხსა და მიდგომებს რომლითაც შეძლებ ამ პროფესიაში სწორად ფეხის შემოდგმას.

იქამდე გამოიწერე ჩემი გვერდი და თუ მოგწონს რასაც ვაკეთებ, თუ თვლი რომ ეს სტატია დაგეხმარა, მაშინ გთხოვ შენც დამეხმარო, გაუზიარე ის შენს მეგობრებს - ამით არა მხოლოდ მე, მათაც დაეხმარები სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

BitCamp - არის პასუხისმგებლიანი და საქმიანი ადამიანების საზოგადოება რომლებიც ზრუნავენ ერთმანეთის განათლებასა და წარმატებაზე. ჩვენი დაბალ ფასიანი კურსების შეძენა შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე - მისამართი: https://www.bitcamp.ge/

სწავლა და ბრძოლა 🔥✊

ჩვენი კურსები

ეს კურსები შექმნილია ონლაინ, ინტერაქტიული პლათფორმის გამოყენებით და მორგებულია სტუდენტების აუცილებელ საჭიროებებზე.

ყველა კურსი
Reactor - Full Stack პროგრამა

Reactor - Full Stack პროგრამა

ყველაზე სრულყოფილი Full Stack პროგრამა. 1 წლიანი. 15+ საგანი. საუკეთესო პირობებით. სრულად შეისწავლე თანამედროვე ვებ დეველოპმენტის მიმართულებები.

Beginners - Academy Webflow TemplateMedium Icon - Academy Webflow TemplateExperts Icon - Academy Webflow Template
No items found.
₾ 79.00 
₾ 158.00 
Python პროგრამირება

Python პროგრამირება

ამ კურსით ისწავლით პროგრამირების საფუძვლებს Python - ის გამოყენებით. სწავლის დაწყება შეგიძლია ნებისმიერ დროს. კურსი მოქნილია და მოირგებ ნებისმიერ გრაფიკზე.

₾ 30.00 
₾ 100.00 
JavaScript პროგრამირება

JavaScript პროგრამირება

ამ კურსით ისწავლი პროგრამირების საფუძვლებს JavaScript - ის გამოყენებით. დაიწყე სწავლა დღესვე!

₾ 30.00 
₾ 100.00 
HTML / CSS - Front-End

HTML / CSS - Front-End

დაეუფლე Front-End ვებ ტექნოლოგიების საფუძვლებს და ისწავლე ვებ გვერდების შექმნა. დაიწყე სწავლა დღესვე!

₾ 30.00 
₾ 100.00 
Java პროგრამირება

Java პროგრამირება

კურსის შესახებ ინფორმაცია განახლდება 8 ივლისამდე. მანამდე გაეცანით სხვა კურსებს.

₾ 30.00 
₾ 100.00 
React - ის საფუძვლები

React - ის საფუძვლები

კურსის შესახებ ინფორმაცია განახლდება 29 ივლისამდე. მანამდე გაეცანით სხვა კურსებს.

₾ 50.00 
₾ 150.00 
Angular - ის საფუძვლები

Angular - ის საფუძვლები

კურსის შესახებ ინფორმაცია განახლდება 2024 წლის აგვისტოში. მანამდე გაეცანით სხვა კურსებს.

₾ 50.00 
₾ 150.00 
Python Django

Python Django

კურსის შესახებ ინფორმაცია განახლდება ივლისის ბოლოს. მანამდე გაეცანით სხვა კურსებს.

₾ 50.00 
₾ 150.00 
PHP პროგრამირება

PHP პროგრამირება

კურსის შესახებ ინფორმაცია განახლდება ივლისის ბოლოს. მანამდე გაეცანით სხვა კურსებს.

₾ 30.00 
₾ 100.00 

სტატიები

ყველა სტატია
გაქვს თუ არა "მათემატიკური" ტვინი?

გაქვს თუ არა "მათემატიკური" ტვინი?

ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ როგორ მუშაობს ჩვენი გონება. ასე გავთავისუფლდებით სტერეოტიპებისა და მოგონილი მიზეზებისგან. მხოლოდ ასე შევძლებთ იმ მენტალური დაბრკოლებების გადალახვას რაც გვაშორებს წარმატებისგან.

განათლება
როგორ უნდა ისწავლო პროგრამირება?

როგორ უნდა ისწავლო პროგრამირება?

ერთადერთი სწორი მიდგომაა არ შეგაშინოს საკუთარმა უუნარობამ. არ გეგონოს რომ ვინმეზე ნაკლები ხარ. არ შეადარო საკუთარი პროგრესი სხვისას. შეედარე და შეეჯიბრე მხოლოდ საკუთარ გუშინდელ თავს და მცირედი პროგრესიც კი საკმარისი საწვავი აღმოჩნდება მომდევნო ბრძოლებისთვის. წვეთ-წვეთად დაგროვილი, ყოველდღიური პროგრესი 1 თვეში ჭიქას და 1 წელში ქვევრსაც კი აგივსებს. მოთმინება, დისციპლინა და შეუპოვრობა შენი საუკეთესო მეგობრები არიან ამ ბრძოლაში. 👇

პროგრამირება