Სალამი მე ვარ გიორგი, მობაილ დეველოპერი, ვებ დეველოპერი და BitCamp-ის მენტორი. მაქვს 7 წლიანი გამოცდილება პროგრამირებაში, ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტთან მქონდა შეხება, ამ პერიოდში ვიყენებდი სხვადასხვა პროგრამულ ენებს და ტექნოლოგიებს როგორებიცაა Python, Node, React, React Native, PostgreSQL, MySQL, MongoDB, Socket.IO, Flask და ა.შ.
როგორც ყოფილმა სტუდენტმა, ვიცი რა გამოწვევებისა და სირთულეების წინაშე დგახართ პროგრამირების შესწავლისას. პროგრამირება რთული პროცესია და ხშირად საჭიროებს მენტორის დახმარებას, რათა გაიგოთ საფუძვლები, დაძლიოთ წინააღმდეგობები და მიიღოთ კარიერული მიმართულება.
ჩემი მენტორობის პროგრამა მრავალმხრივია და მოიცავს:
ჩემთან თქვენ შეძლებთ პროგრამირების ფუნდამენტურ შესწავლას, პრაქტიკული გამოცდილების შეძენას, პროფესიონალურ განვითარებას და კარიერული წინსვლისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესებას. ვიმუშავებთ თქვენს ძლიერ და სუსტ მხარეებზე, დავხვეწთ თქვენს ცოდნასა და უნარებს.
⏰ სამენტორო დღეები და საათები:
ორშაბათი 13:00 - 18:00
სამშაბათი 12:00 - 16:00
ოთხშაბათი 12:00 - 19:00
ხუთშაბათი 12:00 - 20:00
აირჩიე შენზე მორგებული სასწავლო სერვისი და დაიწყე ნამდვილი სასწავლო პროცესი.
ჩვენი კურსები