როგორც ყველამ, Front-End დეველოპმენტის შესწავლა დავიწყე HTML და CSS-ით. თუმცა, მალევე დავეულფე უფრო მძლავრ და მოქნილ ხელსაწყოებს - SASS/SCSS და Bootstrap-ს. ამის შემდეგ შევისწავლე JavaScript და TypeScript. ფრეიმვორკების შეფასებისა და შედარების შემდეგ, მივხვდი რომ Angular შეესაბამებოდა ჩემს ინტერესებს და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მისი სიღრმისეულად შესწავლა. დღესაც გრძელდება ეს პროცესი და რაც უფრო მეტს ვსწავლობ, მით მეტ აღფრთოვანებას იწვევს ჩემში.
მიყვარს შეძენილი ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარება, ხალხთან კომუნიკაცია და ჯგუფში მუშაობა. სწორედ ამიტომ, წლების განმავლობაში ბევრ ადამიანს ვეხმარებოდი პროგრამირების შესწავლაში, მათ შორის არა მხოლოდ Front-End. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გამიჩნდა სურვილი შემექმნა კურსი და ახალბედა სტუდენტებში აღმეძრა Angular-ის მიმართ დაინტერესება.
ფრეიმვორკის ან თუნდაც ნებისმიერი პროგრამირების ენის შესწავლა არ არის მარტივი. მე ეს ყველაფერი გამოვიარე, ამიტომ კარგად ვიცი, თუ რა სირთულეებთან მოგიწევთ შეჯახება, მე კი დაგეხმარებით მათ დაძლევაში.
კურსის შესახებ ინფორმაცია განახლდება 2024 წლის აგვისტოში. მანამდე გაეცანით სხვა კურსებს.
აირჩიე შენზე მორგებული სასწავლო სერვისი და დაიწყე ნამდვილი სასწავლო პროცესი.
ჩვენი კურსები