კოლაბორაციული / გუნდური პროექტები


კოლაბორაციული პროექტი

გუნდური პროექტები პროგრამის მიმდინარეობისას 3-4 კვირაში ერთხელ ტარდება და მათში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ პირადი მენტორის პაკეტის მქონე სტუდენტებს.

ეს აქტივობა სტუდენტებს რეალური სამუშაო გარემოს სიმულაციას უქმნის, ასევე გუნდური მუშაობის პრინციპებს უყალიბებს.

"კოლაბორაციული პროექტების შეჯიბრი" გვაქვს ორი სახის:

1 - შიდა შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობენ მხოლოდ ერთი პროგრამის სტუდენტები, მაგალითად Front-End REACT -ის სტუდენტები ეჯიბრებიან ერთმანეთს ან Back-End PYTHON -ის.

2 - საერთო შეჯიბრი, ამ შემთხვევაში გუნდებში სხვადასხვა სამენტოროს და პროგრამის სტუდენტები ხვდებიან და ეს ამ პროცესს კიდევ უფრო აქტიურს და დაძაბულს ხდის, ასეთ დროს იქმნება გამართული, სრულყოფილი პროექტები, თავისი მრავალმხრივი ფუნქციონალით და მონაცემთა ბაზებით.

პროექტების ხელმძღვანელებად სტუდენტები თავად ირჩევენ სასურველ მენტორს, ეს მენტორი მათ აძლევს დეტალურ ინსტრუქციას და უნაწილებს დავალებებს.

პროექტის დასამთავრებლად თითოეულ გუნდს ეძლევა ერთი კვირა და ამ დროის გასვლის შემდეგ ხდება ნამუშევრების შეფასება, პროგრამების ხელმძღვანელების მიერ განიხილება თითოეული შესრულებული პროექტი სტუდენტების თანდასწრებით და ამგვარად ხდება გამარჯვებული გუნდის გამოვლენა.