ამ რესურსების შესახებ

    SQL - ის კურსში ვფარავთ მონაცემთა ბაზების დიზაინისია და ინტერაქციის ყველა ძირითად საკითხს და ვსწავლობთ მათთან ურთიერთობას.

    მინდა ყველა ჩემს სტუდენტს გახსოვდეთ რომ სწავლა მუდმივი პროცესია და 1 კურსი არასდროს იქნება საკმარისი იმისთვის რომ პროფესიონალად ჩამოყალიბდეთ.

    მუდმივად დაგჭირდებათ სწავლა და განვითარება როგორც ჩემი კურსების გამოყენებით ასევე დამატებით სასწავლო მასალებითა თუ პრაქტიკული სავარჯიშოებით.

    ამიტომ ამ კურსში ვამატებ დამატებით სექციას სასწავლო რესურსებისთვის სადაც დაგხვდებათ ისეთი ინფორმაცია რასაც ვთვლი რომ მნიშვნელოვანია SQL მონაცემთა ბაზების კურსის ნებისმიერი სტუდენტისთვის.

    ამ რესურსების გამოყენება შეგიძლიათ როგორც ამ კურსის დასრულების შემდეგ ასევე პარალელურადაც.

    რაც მეტი წყაროდან ისწავლით და რაც უფრო მრავალფეროვან ინფორმაციას მიიღებთ მით უფრო სწრაფად წახვალთ წინ.

    სწავლა და ბრძოლა 🔥✊