Python პროგრამირება პირველი გაკვეთილი

საიდან დავიწყოთ პროგრამირების შესწავლა და რატომ არის Python იდეალური არჩევანი დამწყებთათვის?

რატომ Python?

მოგესალმებით, მომავლის პროგრამისტებო! თუ ოდესმე გიფიქრიათ პროგრამირების შესწავლაზე, მაგრამ არ იცოდით საიდან დაგეწყოთ, თქვენ სწორ ადგილას ხართ. პროგრამირების ენების სიმრავლეში, Python გამოირჩევა როგორც იდეალური არჩევანი დამწყებთათვის, და აი რატომ:

  • მარტივი სინტაქსი: Python-ის კოდი ძალიან ჰგავს ინგლისურ ენას, რაც ამარტივებს მის წაკითხვასა და გაგებას.
  • უნივერსალურობა: Python გამოიყენება ვებ-დეველოპმენტის, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ანალიზისა და უამრავი სხვა სფეროში.
  • დიდი საზოგადოება: Python-ის გარშემო არსებობს უზარმაზარი საზოგადოება, რომლის წევრებიც მუდამ მზადა არიან დაგეხმაროთ და გაგიზიაროთ ცოდნა.
  • მოთხოვნადი უნარი: Python პროგრამისტებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება შრომის ბაზარზე.

Python – ის ინტერაქტიული გაკვეთილი 👾

ეს სტატია განსაკუთრებულია იმით რომ საშაულებას გაძლევს შენ, მკითხველო, თავად დაწერო Python – ის კოდი, ისე რომ არაფრის დაინსტალირება დაგჭირდეს შენს კომპიუტერში. სულ რაღაც 15 წუთში აღმოაჩენ რომ შენც შეგიძლია პროგრამული კოდის წერა.

მოდით დავიწყოთ! შენი პირველი Python პროგრამა

Python-ში პროგრამირების დაწყება ძალიან მარტივია, უბრალოდ უნდა იცოდე რა ბრძანება გამოიყენო ეკრანზე ტექსტის გამოსატანად. ამ ბრძანებას print ჰქვია და მე და შენ ახლავე გამოვიყენებთ მას.

პირველ რიგში შეხედე ქვემოთ მოცემულ კოდის მაგალითს სადაც print ბრძანებაა გამოყენებული 👇

print("გამარჯობა, საქართველო!")

ახლა კი თავად სცადე 👾 ქვემოთ მოცემულ ედიტორში შენი ხელით ჩაწერე ზუსტად იგივე კოდი, ფრჩხილებისა და ბრჭყალების გამოყენება არ დაგავიწყდეს ⚡️

ახლა ედიტორში არსებულ Run ▶️ ღილაკს დააჭირე და დატკბი შედეგით!

ესეც აცე! გილოცავ 🎉 ეს არის შენი პირველი პროგრამული კოდი, შენი პირველი Python პროგრამა რომელსაც დაავალე ეკრანზე გამობეჭდოს “გამარჯობა, საქართველო!”.

Python – ს გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე უბრალოდ ეკრანზე ტექსტის დაბეჭდვაა და ამ გაკვეთილში ცოტა უფრო მეტსაც გასწავლი 👨‍💻 გავაგრძელოთ.

გავაუმჯობესოთ ჩვენი პროგრამა:

მოდი, ოდნავ უფრო ინტერაქტიული პროგრამა შევქმნათ – ისეთი რომელსაც შეეძლება კითხვა დაგისვას მაგალითად “როგორ მოგმართოთ?” და შემდეგ მოგესალმოს შენი სახელის გამოყენებით. ასეთ პროგრამებს console – ის აპლიკაციებს ეძახიან. აბა დააკვირდი ამ კოდს და ქვემოთ განვიხილოთ დეტალურად 👇

name = input("როგორ მოგმართოთ? ")
print("გამარჯობა " + name)

ამ პროგრამაში:

  1. input() ფუნქცია მომხმარებელს სთხოვს ინფორმაციის შეყვანას და შემდეგ ინახავს ამ ინფრომაციას name ცვლადში.
  2. ცვლადი ყუთივითაა სადაც ტოლობის ნიშნის გამოყენებით ნებისმიერი ინფორმაციის შენახვა შეგვიძლია.
  3. ტოლობის ნიშანი მათემატიკურ ტოლობაში არ აგერიოს, აქ მას მინიჭების ოპერატორი ჰქვია და როცა მას ვიყენებთ, ტოლობის მარჯვენა მხარეს არსებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ტოლობის მარცხენა მხარეს არსებულ ცვლადს.
  4. სხვა სიტყვებით – ტოლობის მარჯვნივ input ფუნქცია რასაც მოიპოვებს მომხმარებლისგან, ის ჩაიწერება/შეინახება name ყუთში და შემდეგ შეგვეძლება გამოვიყენოთ
  5. ახლა დააკვირდი print() ფუნქციას და მასში ჩაწერილ ინფორმაციას “გამარჯობა ” + name – აი ეს ზუსტად ის მომენტია როდესაც name ყუთში ჩაწერილი ინფორმაციის გამოყენებას ვცდილობთ.
  6. როგორც ტოლობის ნიშანი არ ნიშნავდა მათემატიკურ ტოლობას, ასევე მიმატების ნიშანიც არ ნიშნავს მათემატიკურ მიმატებას. იფიქრე ამ მომენტზე როგორც 2 ინფორმაციის ერთმანეთზე მიწებების მცდელობას. შესაბამისად სიტყვა “გამარჯობა” მიეწებება name ყუთში არსებულ მნიშნველობას და შედეგად მივიღებთ მისალმების ტექსთს.

საინტერესოა არა? მოდი ახლა თავად სცადე ზუსტად იგივე პროგრამის დაწერა ქვემოთ მოცემულ ედიტორში და როცა დაასრულებ Run ▶️ ღილაკის გამოყენება არ დაგავიწყდეს იმისთვის რომ შენი პროგრამა ამუშავდეს 👾

ცვლადები და მონაცემთა ტიპები

როგორც ზემოთ ვახსენეთ, Python-ში ცვლადები/ყუთები გამოიყენება მონაცემების შესანახად. ეს მონაცემები შეიძლება იყოს ტექსტური (როგორიც შენი სახელია), რიცხვითი (როგორიც შენი ასაკია) და ა.შ. მონაცემების ასე დაყოფას მონაცემთა ტიპებს ვეძახით.

მაგალითად:

  1. ტექსტურ მონაცემებს ჰქვიათ string ტიპის მონაცემები.
  2. რიცხვით მონაცემებს ჰქვიათ integer ტიპის მონაცემები.

ეს უბრალოდ სახელებია და მეტი არაფერი, თუ ისინი შენთვის უცხოა არ შეშინდე, როცა ყოველდღიურად გამოიყენებ მათ, ტერმინოლოგასაც მარტივად მიეჩვევი და თავისით დაგამახსოვრდება. დაზეპირება საჭირო არ არის.

მოდი ახლა ვნახოთ როგორ შეიძლება პროგრამის მეხსიერებაში შევინახოთ განსხვავებული ტიპის მონაცემები და შემდეგ შევძლოთ მათი გამოყენება 👨‍💻

name = "გიორგი"
age = 25

print("გამარჯობა " + name)
print("შენი ასაკია:" + age)
  • როგორც ხედავ აქ name ცვლადში ჩავწერეთ string ტიპის მნიშვნელობა “გიორგი”. რადგან სახელი ბრჭყალებითაა შემოსაზღვრული ამით ვხვდებით რომ ეს ტექსტური/string ტიპის მნიშვნელობაა. ბრჭყალები გამოიყენება იმისთვის რომ Python – ს ვუბრძანოთ ტექსტური მნიშვნელობების შენახვა.
  • რაც შეეხება age ცვლადს, აქ უკვე რიცხვით მნიშვნელობა 25 – ს ვიყენებთ და ამ შემთხვევაში ბრჭყალები აღარ გვჭირდება. integer/რიცხვითი მნიშვნელობების მეხსიერებაში შესანახად პირდაპირ შეგვიძლია ამ რიცხვის დაწერა და ასე მიხვდება Python რომ შენ ზუსტად რიცხვითი/integer ტიპის მონაცემის შენახვა გსურს.
  • შემდეგ პირველ print ბრძანებებში ზუსტად იგივეს ვაკეთებთ რაც უკვე ნაცნობია ჩვენი წინა მაგალითებიდან.

ახლა დროა თავად სცადე – პროგრამირების სწავლისას პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია! დაწერე ზუსტად იგივე კოდი შენი ხელით ქვემოთ მოცემულ ედიტორში და როცა დაასრულებ Run ▶️ ღილაკზე დაკლიკება არ დაგავიწყდეს 👾

Python-ში ყველაზე გავრცელებული მონაცემთა ტიპებია:

  • სტრიქონები (str/string): ტექსტური მონაცემები
  • მთელი რიცხვები (int/integer): მთელი რიცხვები დამრგვალების გარეშე
  • ათწილადები (float): წილადი რიცხვები
  • ბულის ტიპი (bool): True ან False მნიშვნელობები

თუ ეს ტერმინები შენთვის ჯერ უცხოა, არ იდარდო, ჩვენი Python – ის კურსის საშუალებით ნაბიჯ-ნაბიჯ, დეტალურად და ძალიან მარტივად შეძლებ მათ შესწავლას და სულ რამდენიმე დღეში მიეჩვევი.

შემდეგი ნაბიჯები 🚀

გილოცავ 🎉 შენ წარმატებით დაასრულე Python პროგრამირების პირველი გაკვეთილი და უკვე მზად ხარ გადადგა შემდეგი ნაბიჯები ტექნოლოგიების ფანტასტიურ სამყარში 🚀 ამისათვის ყველაზე მარტივი რაც შეგიძლია გააკეთო არის BitCamp – ის Python – ის კურსზე რეგისტრაცია სადაც დეტალურად ისწავლი ყველაფერს და თან დასრულებისას სერტიფიკატსაც აიღებ 🎓

და მაინც, რისი გაკეთება შეგიძლია Python-ით?

ახლა გაგაცნობ იმ საქმიენობების და იარაღების მაგალითებს რომლის შესრულებასა და გამოყენებაშიც Python დაგეხმარება:

  • ვებსაიტები (Django, Flask)
  • მონაცემთა ანალიზი (Pandas, NumPy)
  • მანქანური სწავლება (TensorFlow, PyTorch)
  • თამაშები (Pygame)
  • მობილური აპლიკაციები (Kivy)
  • ავტომატიზაციის სკრიპტები
  • და ბევრი სხვა!

რადგან პირველი გაკვეთილი წარმატებით დაასრულე, არ გაფლანგო ეს მომენტი და გამოიყენე რომ დაიწყო სწავლა დღესვე!


თუ გაქვს კითხვები ან გჭირდება დამატებითი ინფორმაცია, შეგიძლია გაეცნო ჩვენს საინფორმაციო გვერდს ან დამიკავშირდე პირადად მისამართზე oto@bitcamp.ge.

სწავლა და ბრძოლა 🔥✊

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *