თემური ცუცქირიძე

Bitcamp React Front-End-ის მენტორი


ჩემს შესახებ

👋 სალამი, მეგობრებო, მე ვარ თემურ ცუცქირიძე, 19 წლის, Front-End React-ის მენტორი და Front-End დეველოპერი. ბითქემფში მენტორად უკვე 1 წელია ვმუშაობ. ბევრ სტუდენტთან მიმუშავია, ამიტომ დიდი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა ამ განხრითაც. ამ დროის განმავლობაში საკმაოდ პროდუქტიული ურთიერთობა მქონდა სტუდენტებთან - 7 მათგანი უკვე დასაქმდა ამ მიმართულებით (3 ბითქემფშივე), რამდენიმეს პროექტებიც აქვთ აღებული და მათზე მუშაობენ. ამიტომ თუ მოინდომებ და ბოლომდე გამომყვები, დიდ ნაბიჯს გადადგავ წარმატებისკენ 🔥

მენტორობის გარდა ვმუშაობ რამდენიმე პროექტზე, მყავს დეველოპმენტ გუნდი და ვიღებთ შეკვეთებს. ასევე, ვმუშაობ სტარტაპზე, რომელიც მიზნად ისახავს დაჯავშნის პროცესის გამარტივებას. თავად თვითნასწავლი ვარ, მენტორი არასდროს მყოლია და პლუს ამდენ სტუდენტთან ურთიერთობის შემდეგ ძალიან კარგად ვიცი, რა შეიძლება უჭირდეს დამწყებ დეველოპერს პირველი ნაბიჯების გადადგმისას. ჩემთან ერთად სწავლის შემთხვევაში გიჩვენებთ გზას რომელიც გაქცევთ ჯუნიორ დეველოპერად, მოგცემთ მოტივაციას, დაგეხმარებით ნებისმიერი პრობლემისა და სირთულის გადალახვაში, იქნება ეს ტექნიკური, კოდის შესახებ თუ ემოციური, დაკავშირებული ამ საქმის სირთულეებთან და რაც ყველაზე მთავარია, დაგეხმარებით დამოუკიდებელ დეველოპერად ჩამოყალიბებაში. ჩემი მთავარი მიზანია, მიხვიდეთ იმ დონემდე, როდესაც უკვე ჩემი დახმარება აღარ დაგჭირდებათ. 🔥

სამენტორო დღეები და საათები:

დღედრო
ორშაბათი19:00 - 23:00
სამშაბათი19:00 - 23:00
ოთხშაბათი19:00 - 23:00
ხუთშაბათი19:00 - 23:00
პარასკევი19:00 - 23:00

🔥✊🆘 ოფიციალური სამენტორო საათების გარდა თითქმის სულ ხაზზე ვარ ხოლმე, ამიტომ, ძირითადად, კომუნიკაცია შეგვეძლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში, რაც დაგეხმარებათ, რომ სწრაფი ტემპით წახვიდეთ წინ 🆘✊🔥

დამატებითი შეთავაზებები და ბენეფიტები

დამატებითი ლექციები

დამატებითი ლექციები ძირითადად სტუდენტებისთვის მაქვს მინდობილი ✊ თუ სტუდენტმა რაიმე თემა ვერ გაიგო და კიდევ სურს სხვა გზითა და მაგალითებით თეორიული თუ პრაქტიკული ლექციის მოსმენა, ჩავუტარებ და უფრო დეტალურად ავუხსნი გაუგებარ სკითხებს. ჩემი ინიციატივითაც ჩატარდება ხოლმე ლექციები, რათა სტუდენტებმა ისწავლონ საუკეთესო მიდგომები და პრაქტიკები. გიზიარებთ ერთ-ერთ დამატებით ლექციას, სადაც ვაწყობთ საინტერესო პროექტს - Guessing Game-ს შემდეგი ტექნოლოგიებით - html, css, js, DOM 🔥

პროგრესის შეჯამება

გარკვეულ პერიოდში ერთხელ გვექნება შემაჯამებელი გასაუბრება, სადაც გავივლით ნასწავლ თემებს, დაგისვამთ კითხვებს და გავარკვევთ რამდენად კარგად გაქვთ გააზრებული ესა თუ ის საკითხი. ზოგჯერ შეიძლება გეგონოთ რომ რაღაც გაიგეთ, მაგრამ ამ გამოკითხვისას შევამჩნიოთ, რომ უფრო მეტი სამუშაო გაქვთ. მსგავსი სახის გასაუბრებები სუპერ პროდუქტიული იქნება თქვენი პროგრესისთვის.

Job Searching

როდესაც უკვე დაგიგროვდებათ საკმარისი ცოდნა და პროექტებიც გექნებათ გაკეთებული, დაგეხმარებით Job Seaching-ში. ცალკე პროფესიასავითაა, ბევრი დეველოპერი ამ დროს განვითარებასაც კი წყვეტს და მთლიანად სამსახურის ძებნითაა დაკავებული. თუმცა მე მიგითითებთ რა პლატფორმები და ხრიკები გამოიყენოთ ამ პროცესის გასამარტიველბად

დახმარება დასაქმებისთვის საჭირო აქტივობებში

ეს ყოველივე უმნიშვნელოვანესია სამსახურის დასაწყებად, აქტიური LinkedIn და GitHub ექაუნთი და ორგანიზებული CV, Cover Letter საშუალებას მოგცემთ უფრო გამორჩეული იყოთ დამსაქმებლისთვის.

კვირის დაგეგმვა

სტუდენტის სურვილის შემთხვევაში ერთად დავგეგმავთ მომავალ კვირას - რა რესურსებს უნდა გაეცნოს, რა დავალებები თუ პროექტები გააკეთოს და ა.შ. საჭიროებისამებრ მოგაწოდებთ დამატებით რესურსებსა და სავარჯიშოებს

დამატებითი რესურსები და დავალებები

ზოგჯერ სტუდენტი ატყობს, რომ რაღაც საკითხში უფრო მეტი მუშაობა სჭირდება. მაგ დროსაც დაგეხმარებით და დამატებით სავარჯიშოებს მოგაწოდებთ, რომ უფრო დაიხვეწოთ

დავალებების შემოწმება

შეგიმოწმებთ დავალებებს და დაგიბრუნებთ ფიდბექებს. შეიძლება დავალება სწორად გქონდეთ დაწერილი, მაგრამ მე მაინც მიგითითებთ ხოლმე უკეთეს პრაქტიკებზე

🚀 🔥 მოკლედ, ძალიან მაგარ სასწავლო გარემოს გიმზადებთ, ამიტომ რაღას უცდი, შემომიერთდით 🔥

საკონტაქტო

Facebook LinkedIn Youtube