თედო ჯანელიძე

Front-End React & Node.js - ის მენტორი


მოგესალმებით, ბითქემფელებო! 👋

tedo-janelidze

გამარჯობა, მე ვარ თედო - ვებ დეველოპერი და BitCamp-ის ერთ-ერთი მენტორი. ბოლო ორი წლის განმავლობაში, მე მივიღე საკმაოდ დიდი გამოცდილება დეველოპმენტში და არამარტო დეველოპმენტში, BitCamp-ში მოსვლის შემდეგ მე დავიხვეწე როგორც მენტორი, ამ დროის მანძილზე დავეუფლე ტექნოლოგიებს, როგორიცაა CSS, React, JavaScript (JS), MongoDB, NestJS, NextJS, Python, NodeJS, TypeScript, Postman, AWS,PHP და Github-ის ჯადოსნური სამყარო.

მოკლედ ჩემს შესახებ 🌱

სანამ გავხდებოდი დეველოპერი და მენტორი, მანამდე ვიყავი ერთი უბრალოდ დაბნეული სტუდენტი, როგორც ალბათ დღევადნელი სტუდნეტბების უმეტესობა. ვსწავლობდი კომპიუტერულ მეცნიერებებზე თუმცა უნივერსიტეტში არანირად არ მაძლევდნენ საკმარისს ცოდნას რომ ბაზარზე ძლიერ პროგრამისტად წარვსდგარიყავი, საბედნიეროდ ამას ადრეულად მივხდი ამიტომაც დავიწყე გამოსავლის ძიება ამ დროს აღმოვაჩინე ბითქემფი სადაც მივხვდი რომ ეს იყო გასაქცევი გზა იმ მწარე რეალობისგან რაც უნივერსიტეტი მპირდებოდა. დავიწყე სწავლა ბითქემფის უფასო მატერიალებით და საკმაოდ დიდი ცოდნა დავაგროვა, ბევრი რომ არ ვისაუბრო მალევე აღმოვაჩინე კომპანია სადაც ეძებდნენ დამწყებ დეველოპერებს ბექენდის მხარეს მეც ვცადე ბედი და გამიმართლა... ამ კომპანიაში ბევრი ტექნოლოგიები ვისწავლე ზევით აღნიშნული. თუმცა შემდეგ მომიწია ახალ კომპანიაში გადასვლა სადაც ახალ ენას დავეუფლე PHP-ის 🤯, მარტივი არ იყო დასაწყისში თუმცა ვფიქრობ მანდ იყო ყველაზე დიდი გარდამტეხი პერიოდი რადგან მივხვდი რომ სირთულე არ არსებობს, სირთულე არის უბრალოდ ილუზია, რომელსაც ჩვენ ვქმნით და საკმაოდ მარტივია ამ ილუზიის გაქრობა... საბოლოოდ თავი რომ არ მოგაწყინოთ ერთ მშვენიერ დღეს ვნახე ოთოს განცხადება ბითქემფის მენტორობაზე, და დავალების წამატებით შესრულების შემდეგ რაც მოცემული ჰქონდა ოთოს გავხდი ბითქემფის მენტორი...🎉 უკვე საკმაოდ დიდი დრო არის ამ ყველაფრის შემდეგ გასული, BitCamp-ში მენტორად მუშაობის დაყწების დროდან მალევე გავხდი ლექტორი, ვატარებ ლექციებს და ვაკეთებ ვიდეოების ჩანაწერს სხვადასხვა თემაზე. ვფიქრობ მენტორობა არის საუკეთესო რამ რაც კი ცხოვრებაში გამომიცდია და არასოდეს არ შევეშვები ამ საქმეს.✊

მენტორი 🌟

როგორც მენტორი BitCamp-ში, ყოველდღე ვცდილობ მივუძღვნა ჩემითავი სტუდენტებს, მათი უნარების ჩამოყალიბებასა და კოდირებისადმი გატაცების გაღვივებაში. ჩვენ ერთად ვიწყებთ ამ ამაღელვებელ ოდისეას, კოდის ყოველი ხაზის დაწერით დავიხვეწებით ერთად, მეც თქვენთან ერთად, რადგან მივხვდი რომ არაფერი არ ანვითარებს ისე დეველოპერს როგორც მენტორობა, ამიტომაც ჩვენ ერთად ვიზრდებით, ერთად ვითარდებით და ეს თავგადასავალი ძალიან სასიამოვნო და სახალისო იქნება. სწავლებამ გახსნა გაგების ახალი განზომილებები, რაც საშუალებას მაძლევს განვვითარდე, როგორც დეველოპერი და მენტორი.

სასწავლო თავგადასავლები 🌈

როგორც თქვენი მენტორი, ასევე მზად ვარ, ჩემი ძალისხმევა და ყველაფერი ჩავდო სწავლებაში, რათა მიიღოთ მაქსიმალური ცოდნა იმის შესახებ, რაც გსურთ. დაგეხმარებით განვითარდეთ არა მხოლოდ მენტორულ საათებში, არამედ სხვა თავისუფალ დროსაც. ყველაფერს ჩავდებ, რადგან მსურს მიაღწიოთ წარმატებას და გახდეთ თავდაჯერებული და კომპეტენტური ვებ დეველოპერი!!!

ჩემი YouTube არხი 📺

მოხარული ვარ, გაგიზიაროთ, ჩემი YouTube არხი, რომელიც ეძღვნება ღირებული რესურსების და გაკვეთილების მიწოდებას სტუდენტებისთვის, რომლებიც ცდილობენ გააუმჯობესონ თავიანთი უნარები პროგრამირებაში. მე შევქმენი ეს არხი იმ მიზნით, რომ ხელი შევუწყო და დავეხმარო მოსწავლეებს, რათა მოვამარაგო ულიმიტო რესურსით.

⏰ სამენტორო დღეები და საათები:

დღედრო
ორშაბათი18:00 - 22:00
სამშაბათი18:00 - 22:00
ოთხშაბათი18:00 - 22:00
ხუთშაბათი18:00 - 22:00
პარასკევი18:00 - 22:00
შაბათი18:00 - 22:00

მიგულეთ თქვენს გვერდით! 🌟

ძვირფასო სტუდენტებო, ყოველთვის გახსოვდეთ: მე აქ თქვენს მხარდასაჭერად ვარ, იქნება ეს კოდირების გამოწვევა თუ უბრალოდ მოტივაციის მიცემა, ნუ მოგერიდებათ ჩემთან დაკავაშირება ყოველთვის მზად ვიქნები, რომ დაგეხმაროთ!!!✊