ლაშა კაჭკაჭიშვილი

Front-End React-ის მენტორი


tedo-janelidze

👋მოგესალმებით, მეგობრებო მე ვარ ლაშა კაჭკაჭიშვილი .

უკვე დიდი ხანია რაც ბითკემპში მენტორად ვარ და ძალიან მსიამოვნებს,როცა ხალხს ვეხმარები პრობლემის გადაჭრაში,თან როცა უყურებ თუ როგორ ვითარდება ადამიანი 0-დან და ახერხებს წარმატების მიღწევას,სიხარულის განცდას ტოვებს.მეც ამიტომ შემიყვარდა მენტორობა.

როგორ გავხდი მენტორი? 🔥

თუმცა თავიდანვე მენტორად არ იბადები და რაღაც გზა გაქვს გასავლელი,რთული გზა მცირე წარმატებამდე. ბევრ თქვენგანს უფიქრია პროგრამირების სწავლა,თუმცა მაინც შიში აბრკოლებს.შიში იმისა,რომ ვერ ისწავლის.მის გონებაში პროგრამირების ხსენებაზე 1 ფიქრი ტრიალებს:"პროგრამისტი რომ გახდე ძალიან ჭკვიანი უნდა იყო და მათემატიკა კარგად გამოგდიოდეს,და მე არც სათანადოდ ჭკვიანი ვარ და არც მათემატიკა გამომდის". ეს რათქმაუნდა მითია და რეალობას არ შეესაბამება.

რატომ პროგრამირება? ზოგადად სანამ შიგნით ჩახვალ,პროგრამირება ბევრ ფულთან ასოცირდება და ზოგი ამიტომაც იწყებს სწავლას.მეც ეს იდეა მქონდა.მოჭადრაკე ვარ ,10 წელია რაც ვთამაშობ,თუმცა ოსტატი რომ გახდე,ბევრი ტურნირი უნდა ითამაშო საზღვარგარეთ,ეს კი ბევრ ფულთანაა დაკავშირებული.ამიტომაც ვიფიქრე,პროგრამისტი გავხდები და შემდეგ ამ ოცნებასაც ავისრულებთქო.

პროგრამირების სწავლა უნივერსიტეტიდან დავიწყე,თუმცა მალევე მივხვდი,რომ აქ ყველაფერს გასწავლიან,მაგრამ არა იმდენს,რაც საჭიროა დასაქმებაში.ამიტომაც გადავწყვიტე ბითკემპის ჯგუფში შევსულიყავი და უფასო პროგრამა დამეწყო.უფასო პროგრამაში გაწერილი იყო პრაქტიკული თემები,რაც უნდა გაგვევლო.პირველი ნაწილი შეეხებოდა კარელს(ძაღლი,რომელიც უნდა ახტუნაო სანამ ცოცხალი ხარ დდ).

თავიდან ცოტა უცნაურად მომეჩვენა,მაგრამ როცა დავიწყე მივხვდი რომ თამაშ თამაშით ბევრად უკეთ სწავლობ,აზარტი გაქვს რომ ბოლომდე მიიყვანო საქმე და ასე შემდეგ.ძაღლის ერთი ბიჯით მარჯვნივ წასვლის კოდი რომ დავწერე და შედეგი დავინახე,გამიხარდა.თან პროგრამირება იმითაა საინტერესო,რომ რასაც აკეთებ,შედეგი ავტომატურად ჩანს.კარელის გავლისას ხვდები,რომ პროგრამირებაში არსებობს უბრალოდ წესები,მეთოდები,რომელიც უნდა ვისწავლოთ და შემდეგ გამოვიყენოთ.ამას ხო ნებისმიერი ადამიანი გააკეთებს? ზუსტადაც.(ამიტომაა მითი რომ პროგრამირება ყველას არ შეუძლია და რაღაც დამატებითი ნიჭი უნდა გქონდეს თურმე ღვთისგან ბოძებული.)

კარელი გავიარე და უცბად ოთომ Bitcamp Pro სამენტორო პროგრამა დააანონსა.ადგილები შეზღუდული იყო და სამწუხაროდ ამ პროგრამაზე ვერ მოვხვდი ))),თუმცა ოთომ თვენახევრით მოგვიანებით Bitcamp Lite გახსნა,სადაც ნებისმიერს შეეძლო სწავლა,მენტორის გარეშე.

ხო,მენტორის გარეშე ყოფნა რთულია,თან კარგი მენტორი წარმატების კარგი გარანტია,მაგრამ გავრისკე და ჩემით შევუდექი სწავლის პროცესს.ზოგადად იდეაფიქსი არუნდა იყოს სხვისი გადასწრება,უნდა მიყვე შენ ტემპს ნელა,გააზრებულად.მაგრამ მე ცოტა სხვანაირი ვარ და კონკურენცია მიყვარს სხვასთან, რომ ბოლომდე თავი დავაკლა.ამიტომაც დავისახე მიზნად პრო სტუდენტების გასწრება.დილიდან ღამის 12 საათამდე ვმეცადინეობდი შესვენებებით და ღამე ჰაერზე გავდიოდი (რაჭის ჰაერი იფ.დდ) პროცესი ძალზედ საინტერესო იყო,მენტორი არ მყავდა მაგრამ მოხალისე მენტორს მაინც წვრილმან რაღაცეებზე ვაწუხებდი,ის კი მეხუმრებოდა,ცოტა დაისვენე თორე გადაიწვები,მალე ოთოსაც გაასწრებო.დდ

ჰო,იყო მომენტები როცა ჯინაზე გამირთულებია დავალება.დავალებაში გვთხოვდნენ,რომ რანდომზე ჩაგვესვა სიმბოლოები იქსიკი და ნოლიკის თამაშზე,თუმცა გადავწყვიტე ისე დამეწერა,რომ უზერს ვერასდროს მოეგო კომპიუტერისთვის.კი 1 კვირა ვეწვალე 2000 ხაზით მაგრამ მაინც გამოვიდა,ლამის სიზმარშიც ეგ თამაში მესიზმრებოდა,მაგრამ ღირდა.შემდეგ ეს პროექტი ავტვირთე და ჩემ მეგობრებს გავუზიარე,მათი თბილი შექება კი მე მოტივაციას უფრო და უფრო მიზრდიდა.

ნელნელა უნივერსიტეტიც მეწყება და ვნერვიულობ.ვნერვიულობ,რომ ამ გრაფიკს ბევრი საათი მოაკლდება და ეს დრო უნივერსიტეტის ლექციებს და დავალებებს დაეთმობა,თუმცა მოხალისე მენტორი მამხნევებს და თან მეუბნება:"ცოტახანში იმდენი გეცოდინება,რომ მუშაობის დაწყებასაც შეძლებ".მთელი ამ პერიოდის მანძილზე იმდენად ჩათრეული ვიყავი კოდის წერაში,რომ საერთოდ არ მიფიქრია სამუშაოზე,უბრალოდ მსიამოვნებდა პროცესი,რაღაც რთულთან შეჭიდება და შემდეგ წარმატების მიღწევა.

ნელნელა სივის გაგზავნაც დავიწყე. ერთ სტარტაპს სჭირდებოდა junior Front და Backend დეველოპერები და ბითკემპიდან უნდოდა შერჩევა.გასაუბრების და დავალებების შემდეგ Front-ed დეველოპერად მე ამირჩიეს,ბექზე კი ანი(თქვენთვის კარგად ნაცნობი.დდ).აი ასე,პირველი ჩემი სამსახური.

ამის შემდეგ სურვილი გამიჩნდა ბითკემპში მენტორად მემუშავა,რადგან მიყვარს ხალხის დახმარება,სულ სხვა ემოციას გრძნობ და პროცესი გსიამოვნებს.ყოველდღიურად ახალ ახალ რაღაცეებს ვსწავლობ,ლექციებს ვატარებ .ვერასდროს ვიფიქრებდი ბითკემპში მყოფი სტუდენტი რომ ჩავატარებდი ლექციებს სხვა სტუდენტებისთვის.თუმცა ასეა.

ჩემი სამენტორო საათები :

დღედრო
ორშაბათი18:00 - 00:00
სამშაბათი18:00 - 00:00
ოთხშაბათი18:00 - 00:00
ხუთშაბათი18:00 - 00:00
პარასკევი18:00 - 00:00

ზოგი სტუდენტი პარალელურად მუშაობს,ამიტომაც ეს დრო უფრო კომფორტული და მოსახერხებელი იქნება.

ასევე გთავაზობთ დამატებით ლექციებს ჯავასკრიპტზე- ლაივ კოდინგი და ცოცხალი კითხვა პასუხი ყოველ კვირას საღამოს .

ჩემს მიერ ჩატარებული ლექცია 'ჯავასკრიპტი რეალურ ცხოვრებაში' ❤️

იუთუბ არხი

წარმატებებს გისურვებთ ყველას ❤️