ბექა მაისურაძე

Front-End React-ის მენტორი


ჩემს შესახებ

👋 მოგესალმებით, მეგობრებო, მე ვარ ბექა მაისურაძე, ბითქემფის ერთ-ერთი მენტორი თითქმის ერთი წელია და უკვე Node-ს კურსის ხელმძღვანელი. მინდა გითხრათ, რომ ამ დროის განმავლობაში საკმაოდ ნაყოფიერი იყო ჩემი მუშაობა. პირველი კურსიდან (რომელიც ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო) მყავს სამი აწ უკვე ყოფილი სტუდენტი რომელიც დასაქმდა სხვადასხვა კომპანიაში (მათ შორის ერთ-ერთი უცხოურ ბაზარზე 🤯). ასევე არაერთი სტუდენტი, რომლებმაც freelance შეკვეთები აიღეს. მათ ამ შედეგის დადება თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების ხარჯზე შეძლეს. აქედან გამომდინარე ვეძებ ისეთ სტუდენტებს, რომლებიც მსგავსად მიუდგებაინ ამ საქმეს და არცერთ წამს არ დაზოგავენ, რათა მათთან ერთადაც მივაღწიო წარმატებას. 🚀

გამოცდილება

🏢 უპირველესად, ცოტაოდენს ჩემს საქმიანობასა და სტაჟზე მოგიყვებით: ორ წელზე მეტია, რაც დეველოპერი ვარ და ამ დროის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან პროექტში მაქვს მიღებული მონაწილეობა. ჩემი ძირითადი ფოკუსი სხვადასხვა Startup პრობლემების გადაჭრაა, რომელიც დიდ გამოწვევებთან არის დაკავაშირებული მათი ინოვაციურობიდან გამომდინარე. ერთ-ერთი ჩემი ბოლო და საინტერესო პროექტი მოიცავდა AI ტექნოლოგიის დანერგვას მცირე და საშუალო ბიზნესის პროცესების გასამარტივებლად, რომელსაც დღემდე აქტიურად ვანვითარებთ. ამასგარდა, ვმუშაობ გლობალურ და ძალიან მრავალფეროვან ტურისტულ აპლიკაციაზე, რომელიც ადამიანებს ამ საკითხთან დაკავშირებულ უამრავ პროცესს გაუმარტივებს. მაქვს შიგადაშიგ ცალკეული პროექტებიც, რაც უფრო მრავალფეროვანს ხდის ჩემს სამუშაო პროცესს.

აქედან გამომდინარე, ამ დროის განმავლობაში უამრავი ცოდნა დავაგროვე Web development-ში, როგორც Front-ის, ისე Back-ის განხრით, რომლისაც თქვენთვის გაზიარება მინდა. შესაბამისად ორივე მხრივ კომპეტენტური ვარ და შემიძლია თქვენთვის ნებისმიერი დახმარების გაწევა 🙌

სამენტორო დროები

დღედრო
ორშაბათი19:00 - 23:00
სამშაბათი19:00 - 23:00
ოთხშაბათი19:00 - 23:00
ხუთშაბათი19:00 - 23:00
პარასკევი19:00 - 23:00

🆘🆘🆘 ეს არის ჩემს მიერ ოფიციალურად დაწესებული საათები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი საქმიანობის გამო ძირითადი დროის გატარება კომპიუტერთან მიწევს, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მომწეროთ ინდივიდუალურად თუკი რაიმე კითხვა გექნებათ, რაც იმას ნიშნავს რომ მენტორის მომსახურება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ მიიღოთ (მათ შორის შაბათ-კვირასაც).

რას გთავაზობთ დამატებით

✅ დამატებითი ლექციები

  • გვექნება დამატებითი შიდა ლექციები, სადაც ძალიან საინტერესო ინფორმაციებს მოგაწვდით, რასაც შეიძლება ჩვენი კურსი არ მოიცავდეს, ვისაუბრებთ დასაქმების სტრატეგიებზე და განვიხილავთ ზოგადად ბაზარს.

✅ Next.js-ის სწავლება

  • როდესაც რეაქტის საფუძვლებს კარგად დაეუფლებით, ჩაგიტარებთ ლექციებს Next.js-ზე, რომელზე მოთხოვნაც დღეს ძალიან დიდია ბაზარზე.

✅ ყოველთვიური პროგრესის შეჯამება

  • თვეში ერთხელ ყველა სტუდენტთან ჩავნიშნავ 10-15 წუთიან ინდივიდუალურ შეხვედრას სადაც განვიხილავთ სტუდენტის ერთი თვის პროგრესს. ვისაუბრებთ სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სისუსტეებზე, რათა მალე აღმოვფხვრად ისინი.

✅ სრული Support დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებში

  • დაგეხმარებით LinkedIn-ისა და Github-ის მოწესრიგებაში, ასევე CV-სა და Cover Letter-ის შექმნაში, ბაზარზე არსებული უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით

🚀🚀🚀 ჩემი უპირველესი მიზანია, რომ თითოეული თქვენგანი რაც შეიძლება მალე დასაქმდეს 🚀🚀🚀

✅ Mentorship დასაქმების შემდეგაც

  • და ყველაზე მთავარი 🔥🔥🔥 როდესაც დასაქმდებით, თუნდაც ჩვენი კურსით უკვე აღარ სარგებლობდეთ, მაშინაც კი გაგიწევთ დახმარებას(თავდაპირველად) სამსახურის თასქების შესრულებაში, რათა პირველ სამსახურთან ადაპტაცია სწრაფად და მარტივად შეძლოთ 🚀🚀🚀

შედეგები

კურსის დამთავრების შემდეგ, არსებული ტექნიკური ცოდნით შეძლებთ რეალური ბიზნეს პრობლემების გადაჭრას, რითაც ძალიან მოთხოვნადი კადრი გახდებით ბაზარზე. ერთადერთი რაც მოგეთხოვებათ ის არის, რომ ბოლომდე გამომყვეთ და დაუღალავად იშრომოთ საკუთარ თავზე 🚀

სწავლა და ბრძოლა 🔥

YouTube ვიდეო 🎥

გიზიარებთ ჩემს მიერ ჩაწერილ პატარა ვიდეოს, სადაც გაიგებთ რა ძირითადი სხვაობებია ჯავასკრიპტის ცვლადებს შორის 💻

საკონტაქტო

დამატებითი დეტალებისთვის მომწერეთ Facebook-ზე ან დამიკავშირდით LinkedIn-ზე