სასწავლო პროგრამები
React 101
React 101 - BitCamp - ის ახალი სამენტორო პროგრამაა რომელიც განკუთვნილია მათთვის ვინც უკვე დაეუფლა პროგრამირებისა და ვების საფუძვლებს და მზად არის შემდეგი ნაბიჯი გადადგას კარიერის განვითარებაში.
React 101 - ში შეისწავლი თანამედროვე სამყაროში ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად ტექნოლოგიას React.js - ს. მისი გამოყენებით შეძლებ შექმნა კომპლექსური და დინამიური ვებ გვერდები და აპლიკაციები.
(თუ სულ 0 - იდან იწყებთ, მაშინ ჯერ საფუძვლებს ჩაუჯექით BitCamp 101 - ის პროგრამით და შემდეგ დაბრუნდით აქ.)
მაგრამ თუ უკვე მზად ხართ ახალი გამოწვევებისთვის, მაშინ React 101 თქვენთვისაა.
სწავლის დაწყება
React - ის სასწავლი კურსიც სრულიად უფასოა და პრეტენზია გვაქვს რომ ჩვენზე უკეთესად ამ მიმართულებას ვერავინ გთავაზობთ საქართველოში. მაგრამ არ არის საჭირო ბრმად დაგვიჯეროთ, აგერ მთელი კურსი, თავისი დავალებებითა და სასწავლო რესურსებით reactor.bitcamp.ge - დაიწყეთ და თავად დარწმუნდით.
როცა დარწმუნდებით რომ საუკეთესო სასწავლო გარემოში მოხვდით, ჩვენი სამენტორო სერვისის შეძენაც შეგიძლიათ 🔥
მენტორის აყვანა: ჩვენი სტუდენტები აღნიშნავენ რომ სამენტორო სერვისის შეძენის შემდეგ მეტად თავდაჯერებულნი ხდებიან რადგან იციან თუ სადმე გაიჭედებიან, ყოველთვის შეუძლიათ მენტორის დახმარება გამოიყენონ. React 101 - ის სამენტორო სერვისი ფუნქციონირებს ყოველ დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, საღამოს 18:00 - დან 22:00 - მდე. ამ 4 საათის განმავლობაში, მენტორები მზად არიან თქვენს კითხვებს გასცენ პასუხი და დაგეხმარონ. სამენტორო სერვისის შეძენა შეგიძლიათ მისამართზე platform.bitcamp.ge და ის თვეში 100 ლარი ღირს.
React 101 - ის სამენტორო სერვისის ფარგლებში, კვირაშI 2-ჯერ იმართება Zoom - შეხვედრები სადაც თავისუფალ რეჟიმში საუბრით შეგიძლიათ უკეთ გაიცნოთ თქვენი მენტორები და ჯუფელები, დასვათ კითხვები როგორც React - ზე, ასევე დასაქმებასა და სხვა თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.
სამენტორო სერვისის შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. ყოველ დღე ვხსნით ახალ ჯგუფებს და ლოდინი არ მოგიწევთ.
ყოველდღიური სამენტორო მომსახურების გარდა გთავაზობთ ფიზიკურ შეხვედრებს, ყოველ შაბათს, საღამოს 5 საათზე სადაც შეგიძლიათ გაიცნოთ თქვენი მენტორები და ლექტორები, თქვენი ჯგუფელები და დაესწროთ საინტერესო პრეზენტაციებს დამწყები დეველოპერებისთვის მნიშვნელოვან თემებზე.