სასწავლო პროგრამები

BitCamp PRO

რას გთავაზობთ?

BitCamp PRO ყველაზე ინტენსიური სასწავლო პროგრამაა საქართველოში. აქ სუსტებს ნამდვილი განსაცდელი ელით, ძლიერებს კი მაქსიმალური წარმატება და დიდება.

BitCamp PRO შექმნილია სტუდენტის მაქსიმალური პოტენციალის რეალიზებისთვის.

როგორ დავრეგისტრირდე?

PRO - ში მოხვედრას მხოლოდ გასაუბრებით შეძლებ. გაიარე რეგისტრაცია აქ ან მოგვწერე აქ და ჩაგინიშნავთ გასაუბრებას.

გასაუბრებაზე რაიმეს წინასწარ ცოდნა არ მოითხოვება მაგრამ უნდა დაგვარწმუნო რომ მზად ხარ მთელი დრო და ენერგია დაუთმო ამ საქმეს.

წლების განმავლობაში, სხვადასხვა წარმატებული პროგრამისტები აგროვებდნენ კარიერულ გამოცდილებას როგორც ევროპულ ასევე ამერიკულ ბაზარზე. BitCamp - ის დამფუძნებელი, ოთო ზაკალაშვილი ამ პროფესიულ თავგადასავალში მოხვდა 13 წლის წინ და მას შემდეგ დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება, კლიენტებთან და დამსაქმებლებთან ურთიერთობის თავისებურებები ერთ პროგრამად შეკრა და ასე მივიღეთ BitCamp PRO. ოთოს ხელფასი ჯერ კიდევ 3 წლის წინ $120K - იყო წელიწადში. უნდა ავღნიშნოთ რომ გამოცდილი პროგრამისტებისთვის, ამერიკულ ან ევროპულ ბაზარზე, მსგავსი კომპენსაცია ჩვეულებრივი ამბავია. ასევე უნდა ავღნიშნოთ რომ მსგავსი წარმატების მიღწევა მარტივი არ არის და თუ შენ აქ იმიტომ მოხვედი რომ მოისმინო ზღაპრები თუ როგორ გახდები მილიონერი 1 თვეში, მაშინ გთხოვ დახურე ეს გვერდი და აღარასდროს გახსნა. მაგრამ თუ აქ იმისთვის ხარ რომ ისწავლო, იშრომო, იბრძოლო თავდაუზოგავად - მაშინ PRO შენთვისაა.

რას შეიძლება ელოდე ამ პროგრამის გავლის შემდეგ:

  • დასაქმებას უმოკლეს დროში;
  • ანაზღაურებას $500 - დან $1500 - მდე დიაპაზონში პირველი წლის განმავლობაში;
  • $1500 - დან $3000 - მდე მეორე წლის განმავლობაში;
  • $3000 - დან $5000 - მდე მესამე წლის განმავლობაში;
  • მეოთხე წლიდან უკვე შანსი გაქვს Senior დეველოპერის პოზიციებზე სცადო ბედი და დრამატულად აიმაღლო კომპენსაცია.

მოცემული რიცხვები და წლები ძალიან პირობითია, ჩვენ ვფიქრობთ რომ შრომისმოყვარე ადამიანები ამ შედეგებზე გაცილებით მალე შეძლებენ გასვლას, თუმცა ჩვენ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ჩამოვწერეთ რომ თქვენთვის უკეთესი წარმოდგენის შექმნა ყოფილიყო შესაძლებელი.

(ჩამონათვალში მითითებულია ყოველთვიური ანაზღაურება)

როგორია სასწავლო პროცესი და პროგრამა?

ჩვენი სასწავლო პროცესი და პროგრამა შედგენილია მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად. სწორედ ამიტომ პროცესი მთლიანად აწყობილია სტუდენტის ინდივიდუალურ განვითარებაზე. სხვა ჯგუფელებიც გეყოლებათ მაგრამ ყველას თქვენი ინდივიდუალური განვითარების გეგმას შეგიდგენთ, ჩვენი ლექტორები და მენტორები კი ამ გეგმის შესრულებაში ინდივიდუალურად დაგეხმარებიან.

სასწავლო პროცესი

  • სამენტორო - შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში დილის 10 - დან საღამოს 8 საათამდე, ნებისმიერ დროს, რამდენჯერაც დაგჭირდება.
  • სალექციო - შეხვედრები ყოველკვირეულ რეჟიმში, მინიმუმ კვირაში ერთხელ 3 საათით, მაქსიმუმ იმდენჯერ რამდენჯერაც დაგჭირდებათ.
  • ფიზიკური შეხვედრები - კვირაში ერთხელ. ამ შეხვედრებზე პირადად გაიცნობთ თქვენს ლექტორებსა და მენტორებს, ჯგუფელებს და სხვა მოწვეულ, გამოცდილ დეველოპერებს.

სამენტორო

სამენტორო ჩვენი პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ღირებული სერვისია. რადგან სტუდენტს უწევს პროექტებზე მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში თავდაუზოგავად, მნიშვნელოვანია რომ ამ დროს ჰყავდეს გამოცდილი დამხმარე რომელიც დაბრკოლებებს მოაცილებს გზიდან. შესაბამისად შევქმენით მომსახურება რომელიც საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ პროექტებზე სუპერ ეფექტურ რეჟიმში და გამოუცდელობის გამო არ დაკარგოთ ზედმეტი დრო ისეთ საკითხებზე რაზეც სხვა შემთხვევაში დღეები გაგეფლანგებოდათ. დღეში 10 საათის განმავლობაში თქვენი მენტორები იდგებიან თქვენს გვერდით და დაგეხმარებიან ყველა სირთულის გადალახვაში.

სალექციო

ჩვენ უკვე გვაქვს საქართველოში საუკეთესო და ყველაზე დიდი ლექციების ბაზა. თუმცა PRO - ს სტუდენტებისთვის კვირის განმავლობაში დამატებით მოვაწყობთ მინიმუმ 1 სალექციო სესიას. როცა საჭირო იქნება დავამატებთ სალექციო სესიებსაც. ამ სესიების მთავარი დანიშნულება იქნება ისეთი საკითხების ახსნა რაც სტანდარტულ ლექციებში არ შედის. მათ შორის კარიერულად სწორი სტრატეგიის შემუშავებაზე საუბარი იქნება ამ შეხვედრებზე განსახილველი ხშირი თემა.

ფიზიკური შეხვედრები

გამოცდილებამ გვაჩენა რომ პირადი კავშირები და სანაცნობო ქსელის გაზრდა სუპერ მნიშნველოვანია. შესაბამისად ფიზიკურ შეხვედრებზე არა მხოლოდ ერთმანეთს გავიცნობთ, არამედ გამოცდილ და საინტერესო პროფესიონალებსაც მოვიწვევთ ხოლმე და მათთან კომუნიკაციის უნიკალურ შესაძლებლობას მოგცემთ.

რას ვისწავლით კონკრეტულად?

  • ვების საფუძვლები - HTTP, DNS და ზოგადი მიმოხილვა ვებ/ინტერნეტ ტექნოლოგიებისა.
  • Frontend ტექნოლოგიების საფუძვლები HTML/CSS/JS.
  • UI/CSS ფრეიმვორკები და ბიბლიოთეკები არჩევით რეჟიმში: Tailwind CSS, Bootstrap, Material UI ან სხვა თქვენი სურვილით.
  • UI/JS ფრეიმვორკები და ბიბლიოთეკები არჩევით რეჟიმში: React.js, Vue.js, Svelte ან ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ფრონტენდ ტექნოლოგია.
  • TypeScript 🔥 სუპერ მნიშვნელოვანი ენა/ტექნოლოგია თანამედროვე ვებში.
  • Backend ტექნოლოგიების საფუძვლები ვებ-სერვერები, რელაციური და არარელაციური მონაცემთა ბაზები, API დიზაინი და არქიტექტურა.
  • Node.js, PostgreSQL, MongoDB, Swagger.
  • რეგისტრაცია, ავტორიზაცია, OAuth.
  • სერვერული ინფრასტრუქტურის გამართვა თქვენი შექმნილი ვებ აპლიკაციებისთვის.
  • CI/CD, Github Actions, DigitalOcean, Nginx, pm2.
  • GIT - ისა და Github - ის გამოყენება როგორც კოდის ისე პროექტის მენეჯმენტისთვისა და კოლაბორაციისთვის.
  • Terminal - ის გამოყენება.

პროექტები

კურსის განმავლობაში შეასრულებთ ათობით პროექტს მაგრამ არ იფიქროთ რომ ეს პროცესი მხოლოდ თქვენი პორთფოლიოს გასამდიდრებლად. პორთფოლიო ამ სუპერ ინტენსიური სასწავლო და სამუშაო პროცესის კარგი გვერდითი ეფექტია. სინამდვილეში თქვენ შეიძენთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარს - პრობლემების გადაჭრისა და პროექტებზე მუშაობის უნარს. ამისათვის კი ჩვენ გთავაზობთ:

  • ინდივიდუალურ პროექტებს;
  • გუნდურ პროექტებს;
  • სირთულის მიხედვით, ეტაპებად დაყოფილ დავალებებს;
  • ინდივიდუალურ კომუნიკაციას და ნამუშევრების შემოწმებას;
  • რეალურ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობას 😱

რეალური პროექტები?

დიახ, არ მოგესმათ 🔥 დასაქმების ბაზარზე პირველი წარმატების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია შეგეძლოთ რეალურ პროექტში გამოცდილების ჩვენება. PRO - ს წინა ნაკადების გამოცდილებამ აჩვენა რომ ჩვენი სტუდენტები სწავლის დაწყებიდან 2-3 თვეში მზად არიან ჩაერთონ რეალურ პროექტებში. ასევე მივიღეთ გამოცდილება თუ როგორ ვიპოვოთ შედარებით მარტივი მაგრამ რეალური პროექტები ბაზარზე, დავაინტერესოთ დამკვეთები და მოვიტანოთ ეს პროექტები თქვენამდე. შედეგად ჩვენს სტუდენტებს საშუალება აქვთ რეალური გამცოდილება დააგროვონ და გაცილებით თავდაჯერებულად წარსდგნენ ნებისმიერი დამსაქმებლის წინაშე.

მზადება დასაქმებისთვის

დაგეხმარებით პირველი წარმატების მისაღწევად გადასადგმელ ყველა ნაბიჯზე:

  • რეზიუმეს მომზადება;
  • სამოტივაციო წერილის მომზადება;
  • ვაკანსიების მოძიების სხვა და სხვა გზების შესწავლა;
  • წარმატებისთვის სწორი სტრატეგიისა და განწყობის შემუშავება;
  • მზადება გასაუბრებებისთვის;
  • გასაუბრებების სიმულაცია (Mock Interviews);
  • გამოსაცდელი პროექტების დამოუკიდებლად კეთება და სრული სიმკაცრით შეფასება;
წინა
React 101
შემდეგი
BitCamp Reactor