გაიხსენეთ დავალება 4.1 საწვავის ოდენობა მანქანის ავზში მეოთხე თავიდან.
დავალება
ფაილში სახელად fuel.py ახლიდან შექმენით პროგრამა დავალებიდან 4.1 ოღონდ ახალი სტრუქტურით და ტესტირებისთვის საჭირო მიდგომებით.
ახლა უკვე ეცადე შენით და უფრო დამოუკიდებლად გაიკვლიო გზა რომ სასურველ შედეგს მიაღწიო ამიტომ ბევრ მინიშნებებს აღარ მოგცემ, 4.1 დავალების პირობა კარგად გადაიკითხე თავიდან.
ახალი პროგრამის სტრუქტურა ასეთი უნდა იყოს:
def main():
...
def convert(fraction):
...
def gauge(percentage):
...
if __name__ == "__main__":
main()
შემდეგ ფაილში სახელად test_fuel.py შექმენი ორი ან მეტი ფუნქცია რომელიც გატესტავს
მინიშნებები:
-
გაითვალისწინე მინიშნებები ამ თავის სხვა დავალებებიდან.
- საჭიროების შემთხვევაში გამოიყენე:
raise ValueError
- შეიძლება pytest – ის დოკუმენტაციაში ან გაკვეთილების ვიდეოებში ჩახედვამაც დაგეხმაროს. დოკუმენტაცია: https://docs.pytest.org/en/latest/how-to/assert.html#assertions-about-expected-exceptions
სანამ დაიწყებ
- Terminal – ში გაუშვი ბრძანება
cd
– ამ ბრძანების გაშვებით თავს დაიზღვევ რომ ნამდვილად შენს მთავარ ფოლდერში ხარ. - შემდეგ ისევ Terminal – ში გაუშვი ბრძანება
mkdir
test_fuel – ამ ბრძანებით შექმნი ახალ ფოლდერს სახელად test_fuel შენი დავალებისთვის. -
შემდეგ გაუშვი cd test_fuel - ამ ბრძანებით შეხვალ შენს მიერ შექმნილ test_fuel ფოლდერში.
- ახლა ამ ფოლდერში შექმენი ფაილი სახელად
test_fuel.py
– ამ ბრძანების გამოყენებითcode test_fuel.py
- დაიწყე დავალების შესრულება
test_fuel.py
ფაილში.
როგორ უნდა გატესტო შენი პროგრამა?
როდესაც ჩათვლი რომ შედეგს მიაღწიე და გინდა დარწმუნდე რომ შენი პროგრამა სწორად მუშაობს, შეგიძლია გატესტო რამდენიმე გზით.
გატესტე ხელით
- გაუშვი ტესტები pytest test_fuel.py ბრძანებით.
- დარწმუნდი რომ fuel.py ფაილიც იმავე ფოლდერშია.
- გატესტე fuel.py როგორც სწორ ისე არასწორ სიტუაციებში და დააკვირდი შენ ტესტებს რომ იმუშაონ შესაბამისად.
ავტომატური გატესტვა – check50
მას შემდეგ რაც ხელით გატესტავ და ჩათვლი რომ შენი პროგრამა სავარაუდოდ სწორად მუშაობს, შეგიძლია ავტომატური ტესტირების სისტემაც გამოიყენო.
ამისათვის Terminal – ში გაუშვი ასეთი ბრძანება check50 cs50/problems/2022/python/tests/
fuel
მწვანე სმაილები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ გაიარა ტესტი.
წითელი მოწყენილი სახეები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ კონკრეტულ შემთხვევებში არასწორად იმუშავა და იმ შემთხვევების შესაბამისად უნდა გამოასწორო მანამ სანამ მწვანე სმაილს არ მიიღებ.
check50 ასევე დაგიბრუნებს მისამართს რომელსაც შეგიძლია ეწვიო და ნახო ზუსტად რა მნიშვნელობებზე გაიტესტა შენი პროგრამა.
როგორ გავაგზავნოთ ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში?
მას შემდეგ რაც ხელით და ავტომატური გატესტვავ და დარწმუნდები რომ ყველაფერი რიგზეა, submit50 – ბრძანების გამოყენებით შეგიძლია გააგზავნო შენი ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში.
ზუსტი ბრძანება ასე გამოიყურება: submit50 cs50/problems/2022/python/
tests/fuel
სწავლა და ბრძოლა