გაიხსენეთ დავალება 2.2 Home Federal Savings Bank მეორე თავიდან.
დავალება
ფაილში სახელად bank.py ახლიდან შექმენით პროგრამა სადაც value ელის str ტიპის ინფუთს და აბრუნებს მთელ რიცხვს(int). მაგალითად 0 – ს თუ ინფუთ სტრინგი არის “hello”, 20 – ს თუ სტრინგი იწყება “h” – ზე მაგრამ არ არის “hello” ან აბრუნებს 100 – ს.
გაითვალისწინე რომ მხოლოდ main ფუნცქიამ უნდა გამოიყენოს print რადგან თავიდან აიცილო გვერდითი მოვლენები სხვა ფუნქციებში.
ახალი პროგრამის სტრუქტურა ასეთი უნდა იყოს:
def main():
...
def value(greeting):
...
if __name__ == "__main__":
main()
შემდეგ ფაილში სახელად test_bank.py შექმენით სამი ან მეტი ფუნქცია რომელიც გატესტავს value ფუნქციის მუშაობის სისწორეს სხვადასხვა სიტუაციებში. გაკვეთლებიდან გაიხსენე რომ ტესტ ფუნქციების სახელები test_ პრეფიქსით უნდა დაიწყო რომ შემდეგ pytest – ით შეძლო მათი გაშვება ასე:
pytest test_bank.py
მინიშნებები:
- დარწმუნდი რომ დააიმპორტე bank
import bank
ან
from bank import value
-
დარწმუნდი რომ return – ს იყენებ სწორად და არა print – ს (გვერდით მოვლენას). მხოლოდ main ფუნქციაში უნდა გამოიყენო print.
სანამ დაიწყებ
- Terminal – ში გაუშვი ბრძანება
cd
– ამ ბრძანების გაშვებით თავს დაიზღვევ რომ ნამდვილად შენს მთავარ ფოლდერში ხარ. - შემდეგ ისევ Terminal – ში გაუშვი ბრძანება
mkdir
test_bank – ამ ბრძანებით შექმნი ახალ ფოლდერს სახელად test_bank შენი დავალებისთვის. -
შემდეგ გაუშვი cd test_bank - ამ ბრძანებით შეხვალ შენს მიერ შექმნილ test_bank ფოლდერში.
- ახლა ამ ფოლდერში შექმენი ფაილი სახელად
test_bank.py
– ამ ბრძანების გამოყენებითcode test_bank.py
- დაიწყე დავალების შესრულება
test_bank.py
ფაილში.
როგორ უნდა გატესტო შენი პროგრამა?
როდესაც ჩათვლი რომ შედეგს მიაღწიე და გინდა დარწმუნდე რომ შენი პროგრამა სწორად მუშაობს, შეგიძლია გატესტო რამდენიმე გზით.
გატესტე ხელით
- გაუშვი ტესტები pytest test_bank.py ბრძანებით.
- დარწმუნდი რომ bank.py ფაილიც იმავე ფოლდერშია.
- გატესტე bank.py როგორც სწორ ისე არასწორ სიტუაციებში და დააკვირდი შენ ტესტებს რომ იმუშაონ შესაბამისად.
ავტომატური გატესტვა – check50
მას შემდეგ რაც ხელით გატესტავ და ჩათვლი რომ შენი პროგრამა სავარაუდოდ სწორად მუშაობს, შეგიძლია ავტომატური ტესტირების სისტემაც გამოიყენო.
ამისათვის Terminal – ში გაუშვი ასეთი ბრძანება check50 cs50/problems/2022/python/tests/bank
მწვანე სმაილები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ გაიარა ტესტი.
წითელი მოწყენილი სახეები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ კონკრეტულ შემთხვევებში არასწორად იმუშავა და იმ შემთხვევების შესაბამისად უნდა გამოასწორო მანამ სანამ მწვანე სმაილს არ მიიღებ.
check50 ასევე დაგიბრუნებს მისამართს რომელსაც შეგიძლია ეწვიო და ნახო ზუსტად რა მნიშვნელობებზე გაიტესტა შენი პროგრამა.
როგორ გავაგზავნოთ ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში?
მას შემდეგ რაც ხელით და ავტომატური გატესტვავ და დარწმუნდები რომ ყველაფერი რიგზეა, submit50 – ბრძანების გამოყენებით შეგიძლია გააგზავნო შენი ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში.
ზუსტი ბრძანება ასე გამოიყურება: submit50 cs50/problems/2022/python/
tests/bank
სწავლა და ბრძოლა