გაიხსენეთ დავალება 3.3 twttr მესამე თავიდან.
დავალება
ფაილში სახელად twttr.py ახლიდან შექმენით პროგრამა სადაც shorten ელის str ტიპის ინფუთს და აბრუნებს იგივე სტრინგს ხმოვნების გამოკლებით. დიდსა და პატარა ასოებს არ აქვს მნიშვნელობა.
ახალი პროგრამის სტრუქტურა ასეთი უნდა იყოს:
def main():
...
def shorten(word):
...
if __name__ == "__main__":
main()
შემდეგ ფაილში სახელად test_twttr.py შექმენით ერთი ან რამდენიმე ფუნქცია რომელიც გატესტავს shorten ფუნქციის მუშაობის სისწორეს სხვადასხვა სიტუაციებში. გაკვეთლებიდან გაიხსენე რომ ტესტ ფუნქციების სახელები test_ პრეფიქსით უნდა დაიწყო რომ შემდეგ pytest – ით შეძლო მათი გაშვება ასე:
pytest test_twttr.py
მინიშნებები:
- დარწმუნდი რომ დააიმპორტე twttr
import twttr
ან
from twttr import shorten
-
დარწმუნდი რომ return – ს იყენებ სწორად და არა print – ს (გვერდით მოვლენას). მხოლოდ main ფუნქციაში უნდა გამოიყენო print.
სანამ დაიწყებ
- Terminal – ში გაუშვი ბრძანება
cd
– ამ ბრძანების გაშვებით თავს დაიზღვევ რომ ნამდვილად შენს მთავარ ფოლდერში ხარ. - შემდეგ ისევ Terminal – ში გაუშვი ბრძანება
mkdir
test_twttr – ამ ბრძანებით შექმნი ახალ ფოლდერს სახელად meal შენი დავალებისთვის. -
შემდეგ გაუშვი cd test_twttr - ამ ბრძანებით შეხვალ შენს მიერ შექმნილ test_twttr ფოლდერში.
- ახლა ამ ფოლდერში შექმენი ფაილი სახელად
test_twttr.py
– ამ ბრძანების გამოყენებითcode test_twttr.py
- დაიწყე დავალების შესრულება
test_twttr.py
ფაილში.
როგორ უნდა გატესტო შენი პროგრამა?
როდესაც ჩათვლი რომ შედეგს მიაღწიე და გინდა დარწმუნდე რომ შენი პროგრამა სწორად მუშაობს, შეგიძლია გატესტო რამდენიმე გზით.
გატესტე ხელით
- გაუშვი ტესტები pytest test_twttr.py ბრძანებით.
- დარწმუნდი რომ twttr.py ფაილიც იმავე ფოლდერშია.
- გატესტე twttr.py როგორც სწორ ისე არასწორ სიტუაციებში და დააკვირდი შენ ტესტებს რომ იმუშაონ შესაბამისად.
ავტომატური გატესტვა – check50
მას შემდეგ რაც ხელით გატესტავ და ჩათვლი რომ შენი პროგრამა სავარაუდოდ სწორად მუშაობს, შეგიძლია ავტომატური ტესტირების სისტემაც გამოიყენო.
ამისათვის Terminal – ში გაუშვი ასეთი ბრძანება check50 cs50/problems/2022/python/tests/twttr
მწვანე სმაილები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ გაიარა ტესტი.
წითელი მოწყენილი სახეები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ კონკრეტულ შემთხვევებში არასწორად იმუშავა და იმ შემთხვევების შესაბამისად უნდა გამოასწორო მანამ სანამ მწვანე სმაილს არ მიიღებ.
check50 ასევე დაგიბრუნებს მისამართს რომელსაც შეგიძლია ეწვიო და ნახო ზუსტად რა მნიშვნელობებზე გაიტესტა შენი პროგრამა.
როგორ გავაგზავნოთ ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში?
მას შემდეგ რაც ხელით და ავტომატური გატესტვავ და დარწმუნდები რომ ყველაფერი რიგზეა, submit50 – ბრძანების გამოყენებით შეგიძლია გააგზავნო შენი ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში.
ზუსტი ბრძანება ასე გამოიყურება: submit50 cs50/problems/2022/python/
tests/twttr
სწავლა და ბრძოლა