ჩავიფიქრე რიცხვი 1 – დან 100 – მდე…
აბა თუ გამოიცნობ რა არი?
რა თქმა უნდა 50! მაგრამ რა მოხდებოდა თუ რამე სხვა, უფრო შემთხვევით ამორჩეული რიცხვი ყოფილიყო?
დავალება
- ფაილში სახელად game.py შექმენი პროგრამა რომელიც მომხმარებელს სთხოვს თამაშის სირთული შესაბამისი – n მთელი რიცხვის შეყვანას. თუ მომხმარებელი არ შეიყვანს დადებით, მთელ რიცხვს მაშინ პროგრამამ ახლიდან უნდა ჰკითხოს.
- პროგრამა შემთხვევითობის პრინციპით (random) დააგენერირებს მთელ რიცხვს 1 – დან n – მდე. n – ის ჩათვლით.
- პროგრამა იუზერს სთხოვს გამოიცნოს დაგენერირებული რიცხვი. თუ მომხმარებელი შეიყვანს არადადებით, მთელ რიცხვს, პროგრამამ უნდა გაუმეოროს კითხვა.
- თუ მომხმარებლის მიერ შეყვანილი რიცხვი ნაკლებია დაგენერირებულ რიცხვზე, უნდა დაუწეროს “Too small!” და ჰკითხოს ახლიდან;
- თუ მომხმარებლის მიერ შეყვანილი რიცხვი მეტია დაგენერირებულ რიცხვზე, უნდა დაუწეროს “Too large!” და ჰკითხოს ახლიდან;
- თუ მომხმარებელმა სწორად გამოიცნო რიცხვი, უნდა დაუწეროს “Just right!” და დაასრულოს მუშაობა.
მინიშნებები:
-
-
- გაიხსენე რომ random მოდულს საკმაოდ გამოსადეგი ფუნქციები აქვს https://docs.python.org/3/library/random.html
-
სანამ დაიწყებ
- Terminal – ში გაუშვი ბრძანება
cd
– ამ ბრძანების გაშვებით თავს დაიზღვევ რომ ნამდვილად შენს მთავარ ფოლდერში ხარ. - შემდეგ ისევ Terminal – ში გაუშვი ბრძანება
mkdir
game – ამ ბრძანებით შექმნი ახალ ფოლდერს სახელად meal შენი დავალებისთვის. -
შემდეგ გაუშვი cd game - ამ ბრძანებით შეხვალ შენს მიერ შექმნილ game ფოლდერში.
- ახლა ამ ფოლდერში შექმენი ფაილი სახელად
game.py
– ამ ბრძანების გამოყენებითcode game.py
- დაიწყე დავალების შესრულება
game.py
ფაილში.
Demo – როგორ უნდა მუშაობდეს შენი პროგრამა?
როგორ უნდა გატესტო შენი პროგრამა?
როდესაც ჩათვლი რომ შედეგს მიაღწიე და გინდა დარწმუნდე რომ შენი პროგრამა სწორად მუშაობს, შეგიძლია გატესტო რამდენიმე გზით.
გატესტე ხელით
- გაუშვი შენი პროგრამა python game.py. როცა გამოჩნდება Level: აკრიფე cat და დააჭირე Enter – ს. შენმა პროგრამამ ისევ უნდა გაჩვენოს:
Level:
- გაუშვი შენი პროგრამა python game.py. როცა გამოჩნდება Level: აკრიფე -1 და დააჭირე Enter – ს. შენმა პროგრამამ ისევ უნდა გაჩვენოს:
Level:
- გაუშვი შენი პროგრამა python game.py. როცა გამოჩნდება Level: აკრიფე 10 და დააჭირე Enter – ს. შენმა პროგრამამ ისევ უნდა გაჩვენოს:
Guess:
- გაუშვი შენი პროგრამა python game.py. როცა გამოჩნდება Level: აკრიფე 10 და დააჭირე Enter – ს. შემდეგ აკრიფე cat და შენმა პროგრამამ ისევ უნდა გაჩვენოს:
Guess:
გაუშვი შენი პროგრამა python game.py. როცა გამოჩნდება Level: აკრიფე 10 და დააჭირე Enter - ს. შემდეგ აკრიფე -1 და შენმა პროგრამამ ისევ უნდა გაჩვენოს:
Guess:
გაუშვი შენი პროგრამა python game.py. როცა გამოჩნდება Level: აკრიფე 1 და დააჭირე Enter - ს. შემდეგ აკრიფე 1 და შენმა პროგრამამ უნდა გაჩვენოს:
Just right!
გაუშვი შენი პროგრამა python game.py. როცა გამოჩნდება Level: აკრიფე 10 და დააჭირე Enter - ს. შემდეგ აკრიფე 100 და შენმა პროგრამამ უნდა გაჩვენოს:
Too large!
გაუშვი შენი პროგრამა python game.py. როცა გამოჩნდება Level: აკრიფე 10000 და დააჭირე Enter - ს. შემდეგ აკრიფე 1 და შენმა პროგრამამ უნდა გაჩვენოს:
Too small!
ავტომატური გატესტვა – check50
მას შემდეგ რაც ხელით გატესტავ და ჩათვლი რომ შენი პროგრამა სავარაუდოდ სწორად მუშაობს, შეგიძლია ავტომატური ტესტირების სისტემაც გამოიყენო.
ამისათვის Terminal – ში გაუშვი ასეთი ბრძანება check50 cs50/problems/2022/python/
game
მწვანე სმაილები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ გაიარა ტესტი.
წითელი მოწყენილი სახეები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ კონკრეტულ შემთხვევებში არასწორად იმუშავა და იმ შემთხვევების შესაბამისად უნდა გამოასწორო მანამ სანამ მწვანე სმაილს არ მიიღებ.
check50 ასევე დაგიბრუნებს მისამართს რომელსაც შეგიძლია ეწვიო და ნახო ზუსტად რა მნიშვნელობებზე გაიტესტა შენი პროგრამა.
როგორ გავაგზავნოთ ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში?
მას შემდეგ რაც ხელით და ავტომატური გატესტვავ და დარწმუნდები რომ ყველაფერი რიგზეა, submit50 – ბრძანების გამოყენებით შეგიძლია გააგზავნო შენი ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში.
ზუსტი ბრძანება ასე გამოიყურება: submit50 cs50/problems/2022/python/
game
სწავლა და ბრძოლა