კურსის შიგთავსი
შესავალი და კურსის შესახებ
ინფორმაცია კურსის შესახებ. გამოყენებული ხელსაწყოები. სერტიფიკატები.
0/4
კომენტარები და ფსევდო კოდი
0/2
და თუ დაემთხვევა? | Match
0/1
დავალებები 7
0/1
დავალებები 8
0/1
ფინალური პროექტი
0/1
Python პროგრამირების საფუძვლები

წარმოიდგინე რომ ისეთი ადამიანი ხარ ვისაც ჩვევაში აქვს საყიდლების სიის მომზადება მაღაზიაში წასვლამდე.

დავალება

ფაილში სახელად grocery.py შექმენი პროგრამა რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს შეიყვანოს პროდუქტების სია. თითო პროდუქტი თითო ხაზზე. პროგრამა მანამ იმუშავებს სანამ მომხარებელი არ შეიყვანს control-d კომბინაციას.

შემდეგ კი გამოიტანე საყიდლების სია. სია უნდა იყოს დალაგებული ალფავიტის მიხედვით. გამოტანილ სიაში პროდუქტების სახელები უნდა იყოს დიდი ასოებით. ყოველ პროდუქტს წინ მიწერილი უნდა ჰქონდეს რაოდენობა იმის მიხედვით თუ რამდენჯერ შეიყვანა ეს პროდუქტი მომხმარებელმა. 

მინიშნებები:

      • ახლა შეგიძლია გამოიჭირო ctrl+d კომბინაცია EOFError – ის მართვით:
        try:
            item = input()
        except EOFError:
            ...

        ალბათ სჯობს გამობეჭდო ახალი ხაზიც იმისთვის რომ მომხმარებლის კურსორი არ დარჩეს იმავე ხაზზე.

      • ctrl-d – ს შეტანა არ საჭიროებს Enter ღილაკზე დაჭერას, თუმცა შენ უნდა მართო სიტუაცია ახალი ხაზის გამობეჭდვით ისე რომ კურსორი სწორ ადგილას აღმოჩნდეს.
      • გაითვალისწინე რომ dict – საც აქვს საკმაოდ ბევრი მეთოდი  docs.python.org/3/library/stdtypes.html#mapping-types-dict
      • დარწმუნდი რომ თავიდან აიცილებ ან გამოიჭერ KeyError – ებს.
      • სორტირებისთვის გადახედე sorted ფუნქციის დოკუმენტაციას.

სანამ დაიწყებ

  1. Terminal – ში გაუშვი ბრძანება cd – ამ ბრძანების გაშვებით თავს დაიზღვევ რომ ნამდვილად შენს მთავარ ფოლდერში ხარ. 
  2. შემდეგ ისევ Terminal – ში გაუშვი ბრძანება mkdir grocery – ამ ბრძანებით შექმნი ახალ ფოლდერს სახელად meal შენი დავალებისთვის.
  3. შემდეგ გაუშვი cd grocery - ამ ბრძანებით შეხვალ შენს მიერ შექმნილ grocery ფოლდერში. 
  4. ახლა ამ ფოლდერში შექმენი ფაილი სახელად grocery.py – ამ ბრძანების გამოყენებით code grocery.py
  5. დაიწყე დავალების შესრულება grocery.py ფაილში.

 

Demo – როგორ უნდა მუშაობდეს შენი პროგრამა?

როგორ უნდა გატესტო შენი პროგრამა?

როდესაც ჩათვლი რომ შედეგს მიაღწიე და გინდა დარწმუნდე რომ შენი პროგრამა სწორად მუშაობს, შეგიძლია გატესტო რამდენიმე გზით. 

გატესტე ხელით
  • გაუშვი შენი პროგრამა python grocery.py, აკრიფე mango და დააჭირე Enter ღილაკს. შემდეგ აკრიფე strawberry და ისევ დააჭირე Enter ღილაკს. ბოლოს დააჭირე control-d კომბინაციას. შედეგად უნდა მიიღო: 
    1 MANGO
    1 STRAWBERRY
  • გაუშვი შენი პროგრამა python grocery.py, აკრიფე milk და დააჭირე Enter ღილაკს. შემდეგ ისევ აკრიფე milk და ისევ დააჭირე Enter ღილაკს. ბოლოს დააჭირე control-d კომბინაციას. შედეგად უნდა მიიღო: 
    2 MILK
  • გაუშვი შენი პროგრამა python grocery.py, აკრიფე tortilla და დააჭირე Enter ღილაკს. შემდეგ აკრიფე sweet potato და ისევ დააჭირე Enter ღილაკს. ბოლოს დააჭირე control-d კომბინაციას. შედეგად უნდა მიიღო: 
    1 SWEET POTATO
    1 TORTILLA
ავტომატური გატესტვა – check50

მას შემდეგ რაც ხელით გატესტავ და ჩათვლი რომ შენი პროგრამა სავარაუდოდ სწორად მუშაობს, შეგიძლია ავტომატური ტესტირების სისტემაც გამოიყენო. 

ამისათვის Terminal – ში გაუშვი ასეთი ბრძანება check50 cs50/problems/2022/python/grocery

მწვანე სმაილები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ გაიარა ტესტი. 

წითელი მოწყენილი სახეები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ კონკრეტულ შემთხვევებში არასწორად იმუშავა და იმ შემთხვევების შესაბამისად უნდა გამოასწორო მანამ სანამ მწვანე სმაილს არ მიიღებ.

check50 ასევე დაგიბრუნებს მისამართს რომელსაც შეგიძლია ეწვიო და ნახო ზუსტად რა მნიშვნელობებზე გაიტესტა შენი პროგრამა.

როგორ გავაგზავნოთ ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში?

მას შემდეგ რაც ხელით და ავტომატური გატესტვავ და დარწმუნდები რომ ყველაფერი რიგზეა, submit50 – ბრძანების გამოყენებით შეგიძლია გააგზავნო შენი ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში.

ზუსტი ბრძანება ასე გამოიყურება: submit50 cs50/problems/2022/python/grocery

სწავლა და ბრძოლა