Felipe’s Taqueria – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კვების ობიექტია ჰარვარდში. მათი მენიუ კი dict – ის სახით ასე გამოიყურება.
{
"Baja Taco": 4.25,
"Burrito": 7.50,
"Bowl": 8.50,
"Nachos": 11.00,
"Quesadilla": 8.50,
"Super Burrito": 8.50,
"Super Quesadilla": 9.50,
"Taco": 3.00,
"Tortilla Salad": 8.00
}
დავალება
ფაილში სახელად taqueria.py შექმენი პროგრამა რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს შეუკვეთოს ზემოთ მოცემული მენიუდან.
მომხმარებელმა უნდა მიუთითოშ თითო პროდუქტი თითო ხაზზე და იმის მანიშნვებლად რომ შეკვეთა დაასრულა, დააჭიროს control+d კომბინაციას კლავიატურაზე(ეს ერთ-ერთი გავრცელებული გზაა პროგრამაში ინფუთის შეტანის დასასრულებლად).
ყოველი პროდუქტის შეტანის შემდეგ გამოიტანე შეკვეთის სრული (total) საფასური აქამდე უკვე შერჩეული პროდუქტების დაჯამებით. რიცხვს წინ უნდა ჰქონდეს დოლარის ნიშანი ($) და დამრგვალებული უნდა იყოს მძიმის შემდეგ 2 პოზიციამდე.
მიიღე პროდუქტების დასახელეები იმის მიუხედავად დიდი თუ პატარა ასოებით იქნება ის შეყვანილი.
თუ მომხმარებელი შეიყვანს ისეთ რამეს რაც მენუში არ არის, ასეთი ინფუთი დააიგნორე და გააგრძელე პროგრამის მუშაობა.
მინიშნებები:
-
-
- ახლა შეგიძლია გამოიჭირო ctrl+d კომბინაცია EOFError – ის მართვით:
try: item = input() except EOFError: ...
ალბათ სჯობს გამობეჭდო ახალი ხაზიც იმისთვის რომ მომხმარებლის კურსორი არ დარჩეს იმავე ხაზზე.
- ctrl-d – ს შეტანა არ საჭიროებს Enter ღილაკზე დაჭერას, თუმცა შენ უნდა მართო სიტუაცია ახალი ხაზის გამობეჭდვით ისე რომ კურსორი სწორ ადგილას აღმოჩნდეს.
- გაითვალისწინე რომ dict – საც აქვს საკმაოდ ბევრი მეთოდი docs.python.org/3/library/stdtypes.html#mapping-types-dict
- დარწმუნდი რომ თავიდან აიცილებ ან გამოიჭერ KeyError – ებს.
- ახლა შეგიძლია გამოიჭირო ctrl+d კომბინაცია EOFError – ის მართვით:
-
სანამ დაიწყებ
- Terminal – ში გაუშვი ბრძანება
cd
– ამ ბრძანების გაშვებით თავს დაიზღვევ რომ ნამდვილად შენს მთავარ ფოლდერში ხარ. - შემდეგ ისევ Terminal – ში გაუშვი ბრძანება
mkdir
taqueria – ამ ბრძანებით შექმნი ახალ ფოლდერს სახელად meal შენი დავალებისთვის. -
შემდეგ გაუშვი cd taqueria - ამ ბრძანებით შეხვალ შენს მიერ შექმნილ taqueria ფოლდერში.
- ახლა ამ ფოლდერში შექმენი ფაილი სახელად
taqueria.py
– ამ ბრძანების გამოყენებითcode taqueria.py
- დაიწყე დავალების შესრულება
taqueria.py
ფაილში.
Demo – როგორ უნდა მუშაობდეს შენი პროგრამა?
როგორ უნდა გატესტო შენი პროგრამა?
როდესაც ჩათვლი რომ შედეგს მიაღწიე და გინდა დარწმუნდე რომ შენი პროგრამა სწორად მუშაობს, შეგიძლია გატესტო რამდენიმე გზით.
გატესტე ხელით
- გაუშვი შენი პროგრამა python taqueria.py, აკრიფე Taco და დააჭირე Enter ღილაკს. შემდეგ ისევ აკრიფე Taco და ისევ დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს Total: $6.00. პროგრამამ უნდა გააგრძელოს მუშაობა მანამ სანამ control-d – კომბინაციას არ შეიყვან.
- გაუშვი შენი პროგრამა python taqueria.py, აკრიფე Baja Taco და დააჭირე Enter ღილაკს. შემდეგ აკრიფე Tortilla Salad და ისევ დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს Total: $12.25. პროგრამამ უნდა გააგრძელოს მუშაობა მანამ სანამ control-d – კომბინაციას არ შეიყვან.
- გაუშვი შენი პროგრამა python taqueria.py, აკრიფე Burger და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დააიგნოროს ეს ინფუთი და კიდევ შესთავაზოს მომხმარებელს ახალი ინფუთის შეყვანა.
ავტომატური გატესტვა – check50
მას შემდეგ რაც ხელით გატესტავ და ჩათვლი რომ შენი პროგრამა სავარაუდოდ სწორად მუშაობს, შეგიძლია ავტომატური ტესტირების სისტემაც გამოიყენო.
ამისათვის Terminal – ში გაუშვი ასეთი ბრძანება check50 cs50/problems/2022/python/
taqueria
მწვანე სმაილები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ გაიარა ტესტი.
წითელი მოწყენილი სახეები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ კონკრეტულ შემთხვევებში არასწორად იმუშავა და იმ შემთხვევების შესაბამისად უნდა გამოასწორო მანამ სანამ მწვანე სმაილს არ მიიღებ.
check50 ასევე დაგიბრუნებს მისამართს რომელსაც შეგიძლია ეწვიო და ნახო ზუსტად რა მნიშვნელობებზე გაიტესტა შენი პროგრამა.
როგორ გავაგზავნოთ ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში?
მას შემდეგ რაც ხელით და ავტომატური გატესტვავ და დარწმუნდები რომ ყველაფერი რიგზეა, submit50 – ბრძანების გამოყენებით შეგიძლია გააგზავნო შენი ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში.
ზუსტი ბრძანება ასე გამოიყურება: submit50 cs50/problems/2022/python/
taqueria
სწავლა და ბრძოლა