ავზში საწვავის ოდენობის მაჩვენებელი ხშირად მიუთითებს ხოლმე მეოთხედებით. 1/4 ნიშნავს რომ ავზი 25% – ითაა სავსე. 1/2 ნიშნავს რომ ავზი 50% – ით სავსეა. 3/4 ნიშნავს რომ ავზი 75% – ით სავსეა.
დავალება
ფაილში სახელად fuel.py შექმენი პროგრამა რომელიც მომხმარებელს სთხოვს შეიყვანოს X და Y მნიშვნელობები ამ ფორმატით X/Y სადახ X და Y მთელი რიცხვებია. შენმა პროგრამამ უნდა გამოთვალოს რამდენი პროცენტითაა სავსე ავზი და დააბრუნოს პროცენტული მნიშვნელობა დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე.
თუ საწვავი 1% ან ნაკლებია, პროგრამამ პროცენტული მაჩვენებლის მაგივრად უნდა გამოიტანოს E იმის მაჩვენებლად რომ ავზი ცარიელია (Empty).
თუ საწვავი 99% ან მეტია, პროგრამამ პროცენტული მაჩვენებლის უნდა გამოიტანოს F იმის მაჩვენებლად რომ ავზი სავსეა (Full).
მინიშნებები:
-
-
- გაიხსენე რომ str – ს საკმაოდ ბევრი სასარგებლო მეთოდი აქვს: https://docs.python.org/3/library/stdtypes.html#string-methods
- გაითვალისწინე რომ შეგიძლია მართო რამდენიმე Exception/შეცდომა ერთდროულად ასეთი ფორმით:
try: ... except ValueError: ... except ZeroDivisionError: ...
ასევე შეგიძლია მართო 2 Exception - ი ასეთი ფორმით:
try: ... except (ValueError, ZeroDivisionError):
...
-
სანამ დაიწყებ
- Terminal – ში გაუშვი ბრძანება
cd
– ამ ბრძანების გაშვებით თავს დაიზღვევ რომ ნამდვილად შენს მთავარ ფოლდერში ხარ. - შემდეგ ისევ Terminal – ში გაუშვი ბრძანება
mkdir
fuel – ამ ბრძანებით შექმნი ახალ ფოლდერს სახელად meal შენი დავალებისთვის. -
შემდეგ გაუშვი cd fuel - ამ ბრძანებით შეხვალ შენს მიერ შექმნილ fuel ფოლდერში.
- ახლა ამ ფოლდერში შექმენი ფაილი სახელად
fuel.py
– ამ ბრძანების გამოყენებითcode fuel.py
- დაიწყე დავალების შესრულება
fuel.py
ფაილში.
Demo – როგორ უნდა მუშაობდეს შენი პროგრამა?
როგორ უნდა გატესტო შენი პროგრამა?
როდესაც ჩათვლი რომ შედეგს მიაღწიე და გინდა დარწმუნდე რომ შენი პროგრამა სწორად მუშაობს, შეგიძლია გატესტო რამდენიმე გზით.
გატესტე ხელით
- გაუშვი შენი პროგრამა python fuel.py, აკრიფე 3/4 და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს 75%.
- გაუშვი შენი პროგრამა python fuel.py, აკრიფე 1/4 და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს 25%.
- გაუშვი შენი პროგრამა python fuel.py, აკრიფე 4/4 და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს F.
- გაუშვი შენი პროგრამა python fuel.py, აკრიფე 0/4 და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს E.
ავტომატური გატესტვა – check50
მას შემდეგ რაც ხელით გატესტავ და ჩათვლი რომ შენი პროგრამა სავარაუდოდ სწორად მუშაობს, შეგიძლია ავტომატური ტესტირების სისტემაც გამოიყენო.
ამისათვის Terminal – ში გაუშვი ასეთი ბრძანება check50 cs50/problems/2022/python/
fuel
მწვანე სმაილები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ გაიარა ტესტი.
წითელი მოწყენილი სახეები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ კონკრეტულ შემთხვევებში არასწორად იმუშავა და იმ შემთხვევების შესაბამისად უნდა გამოასწორო მანამ სანამ მწვანე სმაილს არ მიიღებ.
check50 ასევე დაგიბრუნებს მისამართს რომელსაც შეგიძლია ეწვიო და ნახო ზუსტად რა მნიშვნელობებზე გაიტესტა შენი პროგრამა.
როგორ გავაგზავნოთ ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში?
მას შემდეგ რაც ხელით და ავტომატური გატესტვავ და დარწმუნდები რომ ყველაფერი რიგზეა, submit50 – ბრძანების გამოყენებით შეგიძლია გააგზავნო შენი ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში.
ზუსტი ბრძანება ასე გამოიყურება: submit50 cs50/problems/2022/python/
fuel
სწავლა და ბრძოლა