FDA გვთავაზობს ამოსაბეჭდ პოსტერებს რომლებიც გვაჩვენებს ინფორმაცის კვებითი ღირებულების შესახებ 20 ყველაზე ხშირად მოხმარებადი ხილის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
მაღაზიებს ხშირად გამოკრული აქვთ ეს პოსტერები ან ავრცელებენ რაიმე სახით თავიანთ მომხმარებლებში.
დავალება
ფაილში სახელად nutrition.py შექმენით პროგრამა რომელიც შეეკითხება მომხმარებელს ხილის დასახელებას და პასუხად დაუბრუნებს კალორიების რაოდენობას ამ ხილის 1 პორციის შესაბამისად.
იგივე ინფორმაცია პოსტერის გარდა ტექსტის სახითაც შეგიძლია ნახო .
მინიშნებები:
-
-
- გაიხსენე რომ str – ს საკმაოდ ბევრი სასარგებლო მეთოდი აქვს: https://docs.python.org/3/library/stdtypes.html#string-methods
- როგორც list ასევე str – ც სიმბოლოების თანმიმდევრობაა. რაც ნიშნავს რომ ის შეიძლება “დანაწევრდეს/sliced” უფრო პატარა სტრინგებად ასეთი სინტაქსით s[i:j]. მაგალითად თუ s – ის მნიშვნელობაა არის “CS50” მაშინ s[0:2] იქნება “CS” – ანუ პირველ ორ სიმბოლოს ამოჭრი მაგ გზით.
-
სანამ დაიწყებ
- Terminal – ში გაუშვი ბრძანება
cd
– ამ ბრძანების გაშვებით თავს დაიზღვევ რომ ნამდვილად შენს მთავარ ფოლდერში ხარ. - შემდეგ ისევ Terminal – ში გაუშვი ბრძანება
mkdir
nutrition – ამ ბრძანებით შექმნი ახალ ფოლდერს სახელად meal შენი დავალებისთვის. -
შემდეგ გაუშვი cd nutrition - ამ ბრძანებით შეხვალ შენს მიერ შექმნილ nutrition ფოლდერში.
- ახლა ამ ფოლდერში შექმენი ფაილი სახელად
nutrition.py
– ამ ბრძანების გამოყენებითcode nutrition.py
- დაიწყე დავალების შესრულება
nutrition.py
ფაილში.
Demo – როგორ უნდა მუშაობდეს შენი პროგრამა?
როგორ უნდა გატესტო შენი პროგრამა?
როდესაც ჩათვლი რომ შედეგს მიაღწიე და გინდა დარწმუნდე რომ შენი პროგრამა სწორად მუშაობს, შეგიძლია გატესტო რამდენიმე გზით.
გატესტე ხელით
- გაუშვი შენი პროგრამა python nutrition.py, აკრიფე Apple და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს Calories: 130 .
- გაუშვი შენი პროგრამა python nutrition.py, აკრიფე Avocado და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს Calories: 50.
- გაუშვი შენი პროგრამა python nutrition.py, აკრიფე Sweet Cherries და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს Calories: 100.
- გაუშვი შენი პროგრამა python nutrition.py, აკრიფე Tomato და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ არაფერი უნდა დაგიბრუნოს.
ავტომატური გატესტვა – check50
მას შემდეგ რაც ხელით გატესტავ და ჩათვლი რომ შენი პროგრამა სავარაუდოდ სწორად მუშაობს, შეგიძლია ავტომატური ტესტირების სისტემაც გამოიყენო.
ამისათვის Terminal – ში გაუშვი ასეთი ბრძანება check50 cs50/problems/2022/python/
nutrition
მწვანე სმაილები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ გაიარა ტესტი.
წითელი მოწყენილი სახეები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ კონკრეტულ შემთხვევებში არასწორად იმუშავა და იმ შემთხვევების შესაბამისად უნდა გამოასწორო მანამ სანამ მწვანე სმაილს არ მიიღებ.
check50 ასევე დაგიბრუნებს მისამართს რომელსაც შეგიძლია ეწვიო და ნახო ზუსტად რა მნიშვნელობებზე გაიტესტა შენი პროგრამა.
როგორ გავაგზავნოთ ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში?
მას შემდეგ რაც ხელით და ავტომატური გატესტვავ და დარწმუნდები რომ ყველაფერი რიგზეა, submit50 – ბრძანების გამოყენებით შეგიძლია გააგზავნო შენი ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში.
ზუსტი ბრძანება ასე გამოიყურება: submit50 cs50/problems/2022/python/
nutrition
სწავლა და ბრძოლა