კურსის შიგთავსი
შესავალი და კურსის შესახებ
ინფორმაცია კურსის შესახებ. გამოყენებული ხელსაწყოები. სერტიფიკატები.
0/4
კომენტარები და ფსევდო კოდი
0/2
და თუ დაემთხვევა? | Match
0/1
დავალებები 7
0/1
დავალებები 8
0/1
ფინალური პროექტი
0/1
Python პროგრამირების საფუძვლები

მოკლე მესიჯების ან ტექსტის წერისას ხშირად ვამოკლებთ სიტყვებს იმისთვის რომ აკრეფის და წაკითხვის დრო შევამციროთ ხოლმე. სიტყვიდან შეიძლება ამოვაგდოთ ხმოვნები. მაგალითად Twitter – ს თავიდან ერქვა twttr.

დავალება

ფაილში სახელად twttr.py შექმენი პროგრამა რომელიც მომხმარებელს სთხოვს რაიმე ტექსტის შეყვანას (str) და პასუხად დაუბრუნებს იგივე ტექსტს ხმოვნების გარეშე (A, E, I, O და U). არ აქვს მნიშვნელობა მომხმარებელი ტექსტს შეიყვანს დიდი თუ პატარა ასოებით, ორივე შემთხვევაში უნდა იმუშაოს

მინიშნებები:

      • გაიხსენე რომ str – ს საკმაოდ ბევრი სასარგებლო მეთოდი აქვს: https://docs.python.org/3/library/stdtypes.html#string-methods
      • როგორც list – ია იტერაციული – ანუ შეგვიძლია მასზე ციკლით გადარბენა, ზუსტად იგივენაირად შეგვიძლია მოვექცეთ str – საც. (აქამდე ეს არ გვიხსენებია მაგრამ Python ბვერ სიანტერესო დეტალს გვიმალავს). ეს ნიშნავს რომ შეგძილია ციკლით გაირბინო ტექსტში და თითოეულ სიმბოლო ცალ-ცალკე დაამუშაო ციკლის საშუალებით. მაგალითად თუ s არის რაიმე სტრიქონის შემცველი ცვლადი (str) მაშინ შეგიძლია მისი ყველა სიმბოლოს გამობეჭდვა სათითაოდ ამ კოდის საშუალებით: 
      • for c in s:
            print(c, end="")
        

 

სანამ დაიწყებ

  1. Terminal – ში გაუშვი ბრძანება cd – ამ ბრძანების გაშვებით თავს დაიზღვევ რომ ნამდვილად შენს მთავარ ფოლდერში ხარ. 
  2. შემდეგ ისევ Terminal – ში გაუშვი ბრძანება mkdir twttr – ამ ბრძანებით შექმნი ახალ ფოლდერს სახელად meal შენი დავალებისთვის.
  3. შემდეგ გაუშვი cd twttr - ამ ბრძანებით შეხვალ შენს მიერ შექმნილ twttr ფოლდერში. 
  4. ახლა ამ ფოლდერში შექმენი ფაილი სახელად twttr.py – ამ ბრძანების გამოყენებით code twttr.py
  5. დაიწყე დავალების შესრულება twttr.py ფაილში.

 

Demo – როგორ უნდა მუშაობდეს შენი პროგრამა?

როგორ უნდა გატესტო შენი პროგრამა?

როდესაც ჩათვლი რომ შედეგს მიაღწიე და გინდა დარწმუნდე რომ შენი პროგრამა სწორად მუშაობს, შეგიძლია გატესტო რამდენიმე გზით. 

გატესტე ხელით
  • გაუშვი შენი პროგრამა python twttr.py, აკრიფე Twitter და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს Twttr.
  • გაუშვი შენი პროგრამა python twttr.py, აკრიფე What’s your name? და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს Wht’s yr nm?.
  • გაუშვი შენი პროგრამა python twttr.py, აკრიფე CS50 და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს CS50.
ავტომატური გატესტვა – check50

მას შემდეგ რაც ხელით გატესტავ და ჩათვლი რომ შენი პროგრამა სავარაუდოდ სწორად მუშაობს, შეგიძლია ავტომატური ტესტირების სისტემაც გამოიყენო. 

ამისათვის Terminal – ში გაუშვი ასეთი ბრძანება check50 cs50/problems/2022/python/twttr

მწვანე სმაილები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ გაიარა ტესტი. 

წითელი მოწყენილი სახეები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ კონკრეტულ შემთხვევებში არასწორად იმუშავა და იმ შემთხვევების შესაბამისად უნდა გამოასწორო მანამ სანამ მწვანე სმაილს არ მიიღებ.

check50 ასევე დაგიბრუნებს მისამართს რომელსაც შეგიძლია ეწვიო და ნახო ზუსტად რა მნიშვნელობებზე გაიტესტა შენი პროგრამა.

როგორ გავაგზავნოთ ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში?

მას შემდეგ რაც ხელით და ავტომატური გატესტვავ და დარწმუნდები რომ ყველაფერი რიგზეა, submit50 – ბრძანების გამოყენებით შეგიძლია გააგზავნო შენი ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში.

ზუსტი ბრძანება ასე გამოიყურება: submit50 cs50/problems/2022/python/twttr

სწავლა და ბრძოლა