კურსის შიგთავსი
შესავალი და კურსის შესახებ
ინფორმაცია კურსის შესახებ. გამოყენებული ხელსაწყოები. სერტიფიკატები.
0/4
კომენტარები და ფსევდო კოდი
0/2
და თუ დაემთხვევა? | Match
0/1
დავალებები 7
0/1
დავალებები 8
0/1
ფინალური პროექტი
0/1
Python პროგრამირების საფუძვლები

წარმოიდგინეთ კოკა-კოლას სასმელების აპარატი სადაც შეგიძლიათ სასმელის შეძენა 50 ცენტად. აპარატი იღებს შემდეგ მონეტებს: 25 ცენტიანი, 10 ცენტიანი და 5 ცენტიანი.

დავალება

ფაილში სახელად coke.py შექმენი პროგრამა რომელიც მომხმარებელს სთხოვს მონეტის ჩაგდებას. რამდენჯერაც მონეტას ჩააგდებს, იმდენჯერ შეატყობინებს რამდენი დარჩა ჩასაგდები 50 ცენტამდე შესავსებად. როგორც კი მომხმარებელი შიეყვანს მინიმუმ 50 ცენტს, აჩვენე რამდენი ცენტი ეკუთვნის ხურდის სახით. 

ჩათვალე რომ მომხმარებელი შეიყვანს მხოლოდ მთელ რიცხვებს (int). თუ მომხმარებელმა ისეთი რიცხვი შეიყვანა რომელის შესაბამის მონეტასაც არ იღებს ეს აპარატი, ასეთი შემთხვევა უბრალოდ დააიგნორე და ჩათვალე რომ არაფერი შეუყვანია. 

მინიშნებები:

იყვი ფრთხილად და ტექსტი გამოპრინტე მოთხოვნებთან ზუსტი შესაბამისობით. წინააღმდეგ შემთხვევაში check50 შეიძლება ვერ გაიარო.

 

სანამ დაიწყებ

  1. Terminal – ში გაუშვი ბრძანება cd – ამ ბრძანების გაშვებით თავს დაიზღვევ რომ ნამდვილად შენს მთავარ ფოლდერში ხარ. 
  2. შემდეგ ისევ Terminal – ში გაუშვი ბრძანება mkdir coke – ამ ბრძანებით შექმნი ახალ ფოლდერს სახელად meal შენი დავალებისთვის.
  3. შემდეგ გაუშვი cd coke - ამ ბრძანებით შეხვალ შენს მიერ შექმნილ coke ფოლდერში. 
  4. ახლა ამ ფოლდერში შექმენი ფაილი სახელად coke.py – ამ ბრძანების გამოყენებით code coke.py
  5. დაიწყე დავალების შესრულება coke.py ფაილში.

 

Demo – როგორ უნდა მუშაობდეს შენი პროგრამა?

როგორ უნდა გატესტო შენი პროგრამა?

როდესაც ჩათვლი რომ შედეგს მიაღწიე და გინდა დარწმუნდე რომ შენი პროგრამა სწორად მუშაობს, შეგიძლია გატესტო რამდენიმე გზით. 

გატესტე ხელით
  • გაუშვი შენი პროგრამა python coke.py, აკრიფე 25 და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს Amount Due: 25 და გააგრძელოს მომხმარებლისთვის დამატებით მონეტების ჩაყრის თხოვნა
  • გაუშვი შენი პროგრამა python coke.py, აკრიფე 10 და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს Amount Due: 40 და გააგრძელოს მომხმარებლისთვის დამატებით მონეტების ჩაყრის თხოვნა.
  • გაუშვი შენი პროგრამა python coke.py, აკრიფე 5 და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს Amount Due: 45 და გააგრძელოს მომხმარებლისთვის დამატებით მონეტების ჩაყრის თხოვნა.
  • გაუშვი შენი პროგრამა python coke.py, აკრიფე 30 და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს Amount Due: 50 რადგან 30 ცენტიან მონეტებს აპარატი არ იღებს. შემდეგ უნდა გააგრძელოს მომხმარებლისთვის დამატებით მონეტების ჩაყრის თხოვნა.
  • გაუშვი შენი პროგრამა python coke.py, აკრიფე 25 და დააჭირე Enter ღილაკს. შემდეგ კიდევ 25 და კიდევ დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს Change Owed: 0. (აქ უნდა დასრულდეს პროგრამის მუშაობა).
  • გაუშვი შენი პროგრამა python coke.py, აკრიფე 25 და დააჭირე Enter ღილაკს. შემდეგ კიდევ 25 და კიდევ დააჭირე Enter ღილაკს. მესამეჯერაც აკრიფე უკვე 10 და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს Change Owed: 10. (აქ უნდა დასრულდეეს პროგრამის მუშაობა).
ავტომატური გატესტვა – check50

მას შემდეგ რაც ხელით გატესტავ და ჩათვლი რომ შენი პროგრამა სავარაუდოდ სწორად მუშაობს, შეგიძლია ავტომატური ტესტირების სისტემაც გამოიყენო. 

ამისათვის Terminal – ში გაუშვი ასეთი ბრძანება check50 cs50/problems/2022/python/coke

მწვანე სმაილები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ გაიარა ტესტი. 

წითელი მოწყენილი სახეები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ კონკრეტულ შემთხვევებში არასწორად იმუშავა და იმ შემთხვევების შესაბამისად უნდა გამოასწორო მანამ სანამ მწვანე სმაილს არ მიიღებ.

check50 ასევე დაგიბრუნებს მისამართს რომელსაც შეგიძლია ეწვიო და ნახო ზუსტად რა მნიშვნელობებზე გაიტესტა შენი პროგრამა.

როგორ გავაგზავნოთ ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში?

მას შემდეგ რაც ხელით და ავტომატური გატესტვავ და დარწმუნდები რომ ყველაფერი რიგზეა, submit50 – ბრძანების გამოყენებით შეგიძლია გააგზავნო შენი ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში.

ზუსტი ბრძანება ასე გამოიყურება: submit50 cs50/problems/2022/python/coke

სწავლა და ბრძოლა