კურსის შიგთავსი
შესავალი და კურსის შესახებ
ინფორმაცია კურსის შესახებ. გამოყენებული ხელსაწყოები. სერტიფიკატები.
0/4
კომენტარები და ფსევდო კოდი
0/2
და თუ დაემთხვევა? | Match
0/1
დავალებები 7
0/1
დავალებები 8
0/1
ფინალური პროექტი
0/1
Python პროგრამირების საფუძვლები

წყარო: en.wikipedia.org/wiki/Camel_case

ზოგიერთ ენაში მიღებულია რომ გამოვიყენოთ camel case სტილი ცვლადების აღსაწერად. მეორენაირად “mixed case” – საც უწოდებენ. 

როდესაც ერთი ცვლადი შედგება რამდენიმე სიტყვისგან – პირველი სიტყვის, პირველი ასო პატარაა ხოლო ყოველი მომდევნო სიტყვა დიდი ასოთი იწერება. რაც ქმნის აქლემის კუზის მაგვარ სტილს. ასე მაგალითად – firstName – შედგება first და ნამე სიტყვებისან, მაგრამ დიდი N კუზივით გამოიყურება. 

ასევე გაიხსენეთ გავკვეთილებში ნახსენები number of legs შემოკლებით რომ დავწერეთ nol მაგრამ camel case – ით რომ დაგვეწერა გამოვიდოდა numberOfLegs.

სხვა ენებისგან განსხვავებით, Python – ის პორგრამისტები რეკომენდაციას უწევენ  snake case მიდგომას სადაც სიტყვები გამოყოფილია ქვედატირეებით – first_name, number_of_legs და ა.შ.

დავალება

ფაილში სახელად camel.py შექმენი პროგრამა რომელიც მომხმარებელს სთხოვს შეიყვანოს ცვლადის სახელი camel case მიდგომით და პასუხად დაუბრუნებს იგივე ცვლადის snake case ვერსიას.

 

მინიშნებები:

      • გაიხსენე რომ str – ს საკმაოდ ბევრი სასარგებლო მეთოდი აქვს: https://docs.python.org/3/library/stdtypes.html#string-methods
      • როგორც list – ია იტერაციული – ანუ შეგვიძლია მასზე ციკლით გადარბენა, ზუსტად იგივენაირად შეგვიძლია მოვექცეთ str – საც. (აქამდე ეს არ გვიხსენებია მაგრამ Python ბვერ სიანტერესო დეტალს გვიმალავს). ეს ნიშნავს რომ შეგძილია ციკლით გაირბინო ტექსტში და თითოეულ სიმბოლო ცალ-ცალკე დაამუშაო ციკლის საშუალებით. მაგალითად თუ s არის რაიმე სტრიქონის შემცველი ცვლადი (str) მაშინ შეგიძლია მისი ყველა სიმბოლოს გამობეჭდვა სათითაოდ ამ კოდის საშუალებით: 
      • for c in s:
            print(c, end="")
        

 

სანამ დაიწყებ

  1. Terminal – ში გაუშვი ბრძანება cd – ამ ბრძანების გაშვებით თავს დაიზღვევ რომ ნამდვილად შენს მთავარ ფოლდერში ხარ. 
  2. შემდეგ ისევ Terminal – ში გაუშვი ბრძანება mkdir camel – ამ ბრძანებით შექმნი ახალ ფოლდერს სახელად meal შენი დავალებისთვის.
  3. შემდეგ გაუშვი cd camel - ამ ბრძანებით შეხვალ შენს მიერ შექმნილ camel ფოლდერში. 
  4. ახლა ამ ფოლდერში შექმენი ფაილი სახელად camel.py – ამ ბრძანების გამოყენებით code camel.py
  5. დაიწყე დავალების შესრულება camel.py ფაილში.

 

Demo – როგორ უნდა მუშაობდეს შენი პროგრამა?

როგორ უნდა გატესტო შენი პროგრამა?

როდესაც ჩათვლი რომ შედეგს მიაღწიე და გინდა დარწმუნდე რომ შენი პროგრამა სწორად მუშაობს, შეგიძლია გატესტო რამდენიმე გზით. 

გატესტე ხელით
  • გაუშვი შენი პროგრამა python camel.py, აკრიფე name და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს name.
  • გაუშვი შენი პროგრამა python camel.py, აკრიფე firstName და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს first_name.
  • გაუშვი შენი პროგრამა python camel.py, აკრიფე preferredFirstName და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს preferred_first_name.
ავტომატური გატესტვა – check50

მას შემდეგ რაც ხელით გატესტავ და ჩათვლი რომ შენი პროგრამა სავარაუდოდ სწორად მუშაობს, შეგიძლია ავტომატური ტესტირების სისტემაც გამოიყენო. 

ამისათვის Terminal – ში გაუშვი ასეთი ბრძანება check50 cs50/problems/2022/python/camel

მწვანე სმაილები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ გაიარა ტესტი. 

წითელი მოწყენილი სახეები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ კონკრეტულ შემთხვევებში არასწორად იმუშავა და იმ შემთხვევების შესაბამისად უნდა გამოასწორო მანამ სანამ მწვანე სმაილს არ მიიღებ.

check50 ასევე დაგიბრუნებს მისამართს რომელსაც შეგიძლია ეწვიო და ნახო ზუსტად რა მნიშვნელობებზე გაიტესტა შენი პროგრამა.

როგორ გავაგზავნოთ ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში?

მას შემდეგ რაც ხელით და ავტომატური გატესტვავ და დარწმუნდები რომ ყველაფერი რიგზეა, submit50 – ბრძანების გამოყენებით შეგიძლია გააგზავნო შენი ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში.

ზუსტი ბრძანება ასე გამოიყურება: submit50 cs50/problems/2022/python/camel

სწავლა და ბრძოლა