ზრდილობიანი ბანკის ამბავი
ცნობილი სიტკომის Seinfeld – ის მე – 7 – ე სეზონის 24 – ე ეპიზოსდიში, კრამერი ეწვევა ბანკს რომელიც პირობას დებს რომ $100 – ს გადაუხდის ყველა იმ ვიზიტორს ვისაც ბანკში შემოსვლისას არ მიესალმებიან სიტყვით “hello”. ბანკში შესვლისას კრამერს მიესალმებიან სიტყვით “hey” და ის მოითხოვს რომ $100 მეკუთვნისო. ამბავში ბანკის მენეჯერი ჩაერევა და ეტყვის – რადგან მისასალმებელი სიტყვა “h” ასობგერით იწყებოდა, ამიტომ გთავაზობ $20 – ს დაკმაყოფილდეო. კრამერი დაეთანხმება:
დავალება
ფაილში სახელად bank.py შექმენით პროგრამა რომელიც მომხმარებელს სთხოვს მომესალმეო. თუ მისალმება დაიწყება “hello” სიტყვით მაშინ პროგრამამ უნდა დააბრუნოს $0. თუ მისალმება დაიწყება “h” – ით (მაგრამ არა “hello”) მაშინ პროგრამამ უნდა დააბრუნოს $20. ყველა სხვა შემთხვევაში პროგრამამ უნდა დააბრუნოს $100.
დარწმუნდი რომ შენი პროგრამა სწორად მუშაობს მაშინაც როცა მომხმარებლის მიერ შეყვანილ ტექსტს ცარიელი სივრცეები აქვს. ასევე გახსოვდეს რომ მომხმარებელმა პასუხი შეიძლება შეიყვანოს დიდი ან პატარა ასოებით მაგრამ შენმა პროგრამამ ყველა შემთხვევაში უნდა იმუშაოს.
მინიშნებები:
-
- გაიხსენე რომ str – ს საკმაოდ ბევრი სასარგებლო მეთოდი აქვს: https://docs.python.org/3/library/stdtypes.html#string-methods
- დარწმუნდი რომ შენი პროგრამა აბრუნებს $0 – ს არა მხოლოდ “hello” – სთვის, არამედ “hello there”, “hello, Newman” და მსგავსი შემთხვევებისთვისაც.
სანამ დაიწყებ
- Terminal – ში გაუშვი ბრძანება
cd
– ამ ბრძანების გაშვებით თავს დაიზღვევ რომ ნამდვილად შენს მთავარ ფოლდერში ხარ. - შემდეგ ისევ Terminal – ში გაუშვი ბრძანება
mkdir
bank – ამ ბრძანებით შექმნი ახალ ფოლდერს სახელად bank შენი დავალებისთვის. -
შემდეგ გაუშვი cd bank - ამ ბრძანებით შეხვალ შენს მიერ შექმნილ bank ფოლდერში.
- ახლა ამ ფოლდერში შექმენი ფაილი სახელად
bank.py
– ამ ბრძანების გამოყენებითcode bank.py
- დაიწყე დავალების შესრულება
bank.py
ფაილში.
Demo – როგორ უნდა მუშაობდეს შენი პროგრამა?
როგორ უნდა გატესტო შენი პროგრამა?
როდესაც ჩათვლი რომ შედეგს მიაღწიე და გინდა დარწმუნდე რომ შენი პროგრამა სწორად მუშაობს, შეგიძლია გატესტო რამდენიმე გზით.
გატესტე ხელით
- გაუშვი შენი პროგრამა python bank.py, აკრიფე 42 და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს Yes.
- გაუშვი შენი პროგრამა python bank.py, აკრიფე Forty Two და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს Yes.
- გაუშვი შენი პროგრამა python bank.py, აკრიფე forty-two და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს Yes.
- გაუშვი შენი პროგრამა python bank.py, აკრიფე 50 და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს No.
ყურადღება! – დარწმუნდი რომ შენი პროგრამა იმუშავებს დიდი/პატარა ასოებით ინფომრაციის შეყვანის შემთხვევაშიც. ისე ავტომატურ შემოწმებას ვერ გაივლი.
ასევე დარწმუნდი რომ შესაყვანი მნიშნვნელობის წინ და შემდეგ თუ შემთხვევით ცარიელი ადგილები ჩაუწერე, მაინც უნდა იმუშაოს.
ავტომატური გატესტვა – check50
მას შემდეგ რაც ხელით გატესტავ და ჩათვლი რომ შენი პროგრამა სავარაუდოდ სწორად მუშაობს, შეგიძლია ავტომატური ტესტირების სისტემაც გამოიყენო.
ამისათვის Terminal – ში გაუშვი ასეთი ბრძანება check50 cs50/problems/2022/python/
bank
მწვანე სმაილები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ გაიარა ტესტი.
წითელი მოწყენილი სახეები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ კონკრეტულ შემთხვევებში არასწორად იმუშავა და იმ შემთხვევების შესაბამისად უნდა გამოასწორო მანამ სანამ მწვანე სმაილს არ მიიღებ.
check50 ასევე დაგიბრუნებს მისამართს რომელსაც შეგიძლია ეწვიო და ნახო ზუსტად რა მნიშვნელობებზე გაიტესტა შენი პროგრამა.
როგორ გავაგზავნოთ ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში?
მას შემდეგ რაც ხელით და ავტომატური გატესტვავ და დარწმუნდები რომ ყველაფერი რიგზეა, submit50 – ბრძანების გამოყენებით შეგიძლია გააგზავნო შენი ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში.
ზუსტი ბრძანება ასე გამოიყურება: submit50 cs50/problems/2022/python/
bank
სწავლა და ბრძოლა