კურსის შიგთავსი
შესავალი და კურსის შესახებ
ინფორმაცია კურსის შესახებ. გამოყენებული ხელსაწყოები. სერტიფიკატები.
0/4
კომენტარები და ფსევდო კოდი
0/2
და თუ დაემთხვევა? | Match
0/1
დავალებები 7
0/1
დავალებები 8
0/1
ფინალური პროექტი
0/1
Python პროგრამირების საფუძვლები

ამბავი 42 – ის შესახებ

თუ Douglas Adams – ის წიგნი, “The Hitchhiker’s Guide to the Galaxy” წაგიკითხავს, მაშინ ეს ტექსტი შენთვის ნაცნობი იქნება. (არ იდარდო, თუ არ წაგიკითხავს მაინც თავისუფლად გააკეთებ ამ დავალებას.):

All right,” said the computer, and settled into silence again. The two men fidgeted. The tension was unbearable.
“You’re really not going to like it,” observed Deep Thought.
“Tell us!”
“All right,” said Deep Thought. “The Answer to the Great Question…”
“Yes…!”
“Of Life, the Universe and Everything…” said Deep Thought.
“Yes…!”
“Is…” said Deep Thought, and paused.
“Yes…!”
“Is…”
“Yes…!!!…?”
“Forty-two,” said Deep Thought, with infinite majesty and calm.”

ამ წიგნში, Deep Thought – არის დიდი სუპერკომპიუტერს (The great supercomputer) – ყველაზე მძლავრი კომპიუტერი რომელიც ოდესმე შექმნილა. ის შეიქმნა სუპერ ინტელქტის მქონე, მრავალგანზომილებიანი არსებების მიერ. მათ სურდათ გაეგოთ რა არის პასუხი სიცოცხლეზე, სამყაროსა და ზოგადად ყველაფერზე.

ზედა ექსტში ნაჩვენებია დისკუსია სადაც Deep Tought – ს ეკითხებიან თუ რა არის პასუხი ამ ყველაფერზეო და ის აფრთხილებს რომ გეტყვით მაგრამ არ მოგეწონებათო. გვითხარი, გვითხარიო მოუთმენლად ელოდებიან და ესეც ამბობს – პასუხია 42 – იო. Ha, Ha!

დავალება

ფაილში სახელად deep.py შექმენოთ პროგრამა რომელიც მომხმარებელს ჰკითხავს “What is the Answer to the Great Question of Life, the Universe, and Everything?” და თუ მომხმარებელი შეიყვანს 42 – ს, forty-two – ს ან forty two – ს, მაშინ უნდა უპასუხოს Yes. ყველა სხვა შემთხვევაში უდნა უპასუხოს No.

მინიშნებები:

  • არ არის საჭირო 42 გადააქციო რიცხვად/int, უბრალოდ შეამოწმე შეყვანილი მნიშვნელობა მის ტექსტურ/str ვერსიასთან “42”.

სანამ დაიწყებ

  1. Terminal – ში გაუშვი ბრძანება cd – ამ ბრძანების გაშვებით თავს დაიზღვევ რომ ნამდვილად შენს მთავარ ფოლდერში ხარ. 
  2. შემდეგ ისევ Terminal – ში გაუშვი ბრძანება mkdir deep – ამ ბრძანებით შექმნი ახალ ფოლდერს სახელად deep შენი დავალებისთვის.
  3. შემდეგ გაუშვი cd deep - ამ ბრძანებით შეხვალ შენს მიერ შექმნილ deep ფოლდერში. 
  4. ახლა ამ ფოლდერში შექმენი ფაილი სახელად deep.py – ამ ბრძანების გამოყენებით code deep.py
  5. დაიწყე დავალების შესრულება deep.py ფაილში.

 

Demo – როგორ უნდა მუშაობდეს შენი პროგრამა?

როგორ უნდა გატესტო შენი პროგრამა?

როდესაც ჩათვლი რომ შედეგს მიაღწიე და გინდა დარწმუნდე რომ შენი პროგრამა სწორად მუშაობს, შეგიძლია გატესტო რამდენიმე გზით. 

გატესტე ხელით
  • გაუშვი შენი პროგრამა python deep.py, აკრიფე 42 და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს Yes.
  • გაუშვი შენი პროგრამა python deep.py, აკრიფე Forty Two და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს Yes.
  • გაუშვი შენი პროგრამა python deep.py, აკრიფე forty-two და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს Yes.
  • გაუშვი შენი პროგრამა python deep.py, აკრიფე 50 და დააჭირე Enter ღილაკს. შენმა პროგრამამ უნდა დაგიბრუნოს No.

ყურადღება! – დარწმუნდი რომ შენი პროგრამა იმუშავებს დიდი/პატარა ასოებით ინფომრაციის შეყვანის შემთხვევაშიც. ისე ავტომატურ შემოწმებას ვერ გაივლი. 

ასევე დარწმუნდი რომ შესაყვანი მნიშნვნელობის წინ და შემდეგ თუ შემთხვევით ცარიელი ადგილები ჩაუწერე, მაინც უნდა იმუშაოს.

ავტომატური გატესტვა – check50

მას შემდეგ რაც ხელით გატესტავ და ჩათვლი რომ შენი პროგრამა სავარაუდოდ სწორად მუშაობს, შეგიძლია ავტომატური ტესტირების სისტემაც გამოიყენო. 

ამისათვის Terminal – ში გაუშვი ასეთი ბრძანება check50 cs50/problems/2022/python/deep

მწვანე სმაილები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ გაიარა ტესტი. 

წითელი მოწყენილი სახეები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ კონკრეტულ შემთხვევებში არასწორად იმუშავა და იმ შემთხვევების შესაბამისად უნდა გამოასწორო მანამ სანამ მწვანე სმაილს არ მიიღებ.

check50 ასევე დაგიბრუნებს მისამართს რომელსაც შეგიძლია ეწვიო და ნახო ზუსტად რა მნიშვნელობებზე გაიტესტა შენი პროგრამა.

როგორ გავაგზავნოთ ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში?

მას შემდეგ რაც ხელით და ავტომატური გატესტვავ და დარწმუნდები რომ ყველაფერი რიგზეა, submit50 – ბრძანების გამოყენებით შეგიძლია გააგზავნო შენი ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში.

ზუსტი ბრძანება ასე გამოიყურება: submit50 cs50/problems/2022/python/deep

სწავლა და ბრძოლა