კურსის შიგთავსი
შესავალი და კურსის შესახებ
ინფორმაცია კურსის შესახებ. გამოყენებული ხელსაწყოები. სერტიფიკატები.
0/4
კომენტარები და ფსევდო კოდი
0/2
და თუ დაემთხვევა? | Match
0/1
დავალებები 7
0/1
დავალებები 8
0/1
ფინალური პროექტი
0/1
Python პროგრამირების საფუძვლები

საქართველოში, რესტორნებში სტუმრობისას მიღებულია რომ მიმტანებს შეკვეთის 10% – ს ან 15% – ს მაინც უტოვებენ “თიფის” / “ჩაის” სახით.

წარმოგიდგენთ Tip Calculator – ს – პროგრამას რომელიც დაითვლის თუ რამდენი უნდა დაუტოვო მიმტანს:

def main():
    dollars = dollars_to_float(input("How much was the meal? "))
    percent = percent_to_float(input("What percentage would you like to tip? "))
    tip = dollars * percent
    print(f"Leave ${tip:.2f}")


def dollars_to_float(d):
    # TODO


def percent_to_float(p):
    # TODO


main()

მართალია ეს პროგრამა მთლიანად არ დაგვიმთავრებია და გადავწყვიტეთ შენ მოგანდოთ მისი დასრულება – მზად ხარ?

დავალება – დაასრულეთ კოდში მოყვანილი 2 ფუნქცია:

  • dollars_to_float – ფუნქციამ უნდა მიიღოს str ტიპის მნიშვნელობა როგორც არგუმენტი და ფორმატირებული ამ მაგალითის მიხედვით $##.## სადაც ყოველი # ნიშანი რიცხვს წარმოადგენს. უნდა წაუშალოს დოლარის ნიშანი $ და დააბრუნოს მნიშნველობა როგორც float რიცხვი. ასე მაგალითად – თუ გადავეცით $50.00, ფუნქციამ უნდა დააბრუნოს 50.0
  • percent_to_float – ფუნქციამ უნდა მიიღოს str ტიპის მნიშვნელობა როგორც არგუმენტი და ფორმატირებული ამ მაგალითის მიხედვით ##% სადაც ყოველი # ნიშანი რიცხვს წარმოადგენს. უნდა წაუშალოს პროცენტის ნიშანი % და დააბრუნოს მნიშნველობა როგორც float რიცხვი. ასე მაგალითად – თუ გადავეცით 15%, ფუნქციამ უნდა პროცენტული მაჩვენებელის float ვერსია – ანუ 0.15.

მინიშნებები:

  • გაიხსენე რომ, input აბრუნებს str – ს – დოკუმენტაცია: docs.python.org/3/library/functions.html#input.
  • გაიხსენე რომ float – ს შეუძლია str – ს კონვერტირება float – ში – დოკუმენტაცია: docs.python.org/3/library/functions.html#float.
  • გაიხსენე რომ str – ს აქვს საკმაოდ ბევრი ჩაშენებული მეთოდი და შეიძლება რომელიმე გამოგადგეს – დოკუმენტაცია: docs.python.org/3/library/stdtypes.html#string-methods.

სანამ დაიწყებ

  1. Terminal – ში გაუშვი ბრძანება cd – ამ ბრძანების გაშვებით თავს დაიზღვევ რომ ნამდვილად შენს მთავარ ფოლდერში ხარ. 
  2. შემდეგ ისევ Terminal – ში გაუშვი ბრძანება mkdir tip – ამ ბრძანებით შექმნი ახალ ფოლდერს სახელად tip შენი დავალებისთვის.
  3. შემდეგ გაუშვი cd tip - ამ ბრძანებით შეხვალ შენს მიერ შექმნილ tip ფოლდერში. 
  4. ახლა ამ ფოლდერში შექმენი ფაილი სახელად tip.py – ამ ბრძანების გამოყენებით code tip.py
  5. დაიწყე დავალების შესრულება tip.py ფაილში.

 

Demo – როგორ უნდა მუშაობდეს შენი პროგრამა?

როგორ უნდა გატესტო შენი პროგრამა?

როდესაც ჩათვლი რომ შედეგს მიაღწიე და გინდა დარწმუნდე რომ შენი პროგრამა სწორად მუშაობს, შეგიძლია გატესტო რამდენიმე გზით. 

გატესტე ხელით
  • გაუშვი შენი პროგრამა python tip.py, აკრიფე $50.00 და დააჭირე Enter ღილაკს. შემდეგ  აკრიფე 15% და დააჭირე Enter ღილაკს. პროგრამამ შედეგად უნდა დაგიბრუნოს Leave $7.50
  • გაუშვი შენი პროგრამა python tip.py, აკრიფე $100.00 და დააჭირე Enter ღილაკს. შემდეგ  აკრიფე 18% და დააჭირე Enter ღილაკს. პროგრამამ შედეგად უნდა დაგიბრუნოს Leave $18.00
  • გაუშვი შენი პროგრამა python tip.py, აკრიფე $15.00 და დააჭირე Enter ღილაკს. შემდეგ  აკრიფე 25% და დააჭირე Enter ღილაკს. პროგრამამ შედეგად უნდა დაგიბრუნოს Leave $3.75
ავტომატური გატესტვა – check50

მას შემდეგ რაც ხელით გატესტავ და ჩათვლი რომ შენი პროგრამა სავარაუდოდ სწორად მუშაობს, შეგიძლია ავტომატური ტესტირების სისტემაც გამოიყენო. 

ამისათვის Terminal – ში გაუშვი ასეთი ბრძანება check50 cs50/problems/2022/python/tip

მწვანე სმაილები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ გაიარა ტესტი. 

წითელი მოწყენილი სახეები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ კონკრეტულ შემთხვევებში არასწორად იმუშავა და იმ შემთხვევების შესაბამისად უნდა გამოასწორო მანამ სანამ მწვანე სმაილს არ მიიღებ.

check50 ასევე დაგიბრუნებს მისამართს რომელსაც შეგიძლია ეწვიო და ნახო ზუსტად რა მნიშვნელობებზე გაიტესტა შენი პროგრამა.

როგორ გავაგზავნოთ ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში?

მას შემდეგ რაც ხელით და ავტომატური გატესტვავ და დარწმუნდები რომ ყველაფერი რიგზეა, submit50 – ბრძანების გამოყენებით შეგიძლია გააგზავნო შენი ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში.

ზუსტი ბრძანება ასე გამოიყურება: submit50 cs50/problems/2022/python/tip

სწავლა და ბრძოლა