ფიზიკა რომც არ გესწავლათ ეს ფორმულა მაინც გექნებათ გაგებული E=mc²
სადაც E არის ენერგია (გაზომილი ჯოულებში), m არის მასა (გაზომილი კილოგრამებში) და c არის სინათლის სიჩქარე (გაზომილი როგორც დაახლოებით 300000000 კილომეტრი წამში.
ეს ფორმულა ნიშნავს რომ მასა და ენერგია ექვივალენტურია.
მოიცა, მოიცა – არ დაპანიკდე!
არ დაიწყო ახლა, ფიზიკა და მათემატიკა მე არ ვიცი და ამ ამოცანას ვერ გავაკეთებო. მარტივ გამრავლებაზე მეტის არაფრის გამოყენება არ მოგიწევს ამ დავალებაში, მოუხმე ახლა შინაგან ენერგიას და დავიწყეთ.
ცოტას წაგეხმარები:
- თუ m ანუ მასა შეიყვანა შენს პროგრამაში მომხმარებელმა, მაგალითად – 50 და აინშტაინისგან ვიცით რომ მასა უნდა გავამრავლოთ c – ს კვადრატზე;
- და c არის 300000000 (ნულებს ნუ ითვლი, დააკოპირე) – მაშინ c – ს კვადრატი იქნება 300000000 x 300000000 – ზე;
- საბოლოოდ გამოგვდის რომ E – ს დასათვლელად, მომხმარებლის შეყვანილი 50 უნდა გავამრავლოთ c – ს კვადრატზე, ანუ 300000000 x 300000000 – ზე.
- შედეგად ვიღებთ 50 x 300000000 x 300000000 = 4500000000000000000
სულ ეგ არის შენი აინშტაინის ფორმულა, მარტივი გამრავლებაა რეალურად. მოდი გადავიდეთ დავალებაზე.
დავალება:
- შექმენით ფაილი სახელად
einstein.py
- პროგრამა რომელიც მომხმარებელს ჰკითხავს m მასას და დააბრუნებს შესაბამის რიცხვს ჯოულებში.
მინიშნებები:
- გაიხსენე რომ, input აბრუნებს str – ს – დოკუმენტაცია: docs.python.org/3/library/functions.html#input.
- გაიხსენე რომ int – ს შეუძლია str – ს კონვერტირება int – ში – დოკუმენტაცია: docs.python.org/3/library/functions.html#int.
- გაიხსენე რომ Python – ს აქვს ძალიან ბევრი ჩაშენებული ფუნქცია და შეიძლება რომელიმე გამოგადგეს – დოკუმენტაცია: docs.python.org/3/library/functions.html.
სანამ დაიწყებ
- Terminal – ში გაუშვი ბრძანება
cd
– ამ ბრძანების გაშვებით თავს დაიზღვევ რომ ნამდვილად შენს მთავარ ფოლდერში ხარ. - შემდეგ ისევ Terminal – ში გაუშვი ბრძანება
mkdir
einstein – ამ ბრძანებით შექმნი ახალ ფოლდერს სახელად einstein შენი დავალებისთვის. -
შემდეგ გაუშვი cd einstein - ამ ბრძანებით შეხვალ შენს მიერ შექმნილ einstein ფოლდერში.
- ახლა ამ ფოლდერში შექმენი ფაილი სახელად
einstein.py
– ამ ბრძანების გამოყენებითcode einstein.py
- დაიწყე დავალების შესრულება
einstein.py
ფაილში.
Demo – როგორ უნდა მუშაობდეს შენი პროგრამა?
როგორ უნდა გატესტო შენი პროგრამა?
როდესაც ჩათვლი რომ შედეგს მიაღწიე და გინდა დარწმუნდე რომ შენი პროგრამა სწორად მუშაობს, შეგიძლია გატესტო რამდენიმე გზით.
გატესტე ხელით
- გაუშვი შენი პროგრამა python einstein.py, აკრიფე 1 და დააჭირე Enter ღილაკს. პროგრამამ შედეგად უნდა დაგიბრუნოს 90000000000000000
- გაუშვი შენი პროგრამა python einstein.py, აკრიფე 14 და დააჭირე Enter ღილაკს. პროგრამამ შედეგად უნდა დაგიბრუნოს 1260000000000000000
- გაუშვი შენი პროგრამა
python einstein.py
, აკრიფე 50 და დააჭირე Enter ღილაკს. პროგრამამ შედეგად უნდა დაგიბრუნოს 4500000000000000000
ავტომატური გატესტვა – check50
მას შემდეგ რაც ხელით გატესტავ და ჩათვლი რომ შენი პროგრამა სავარაუდოდ სწორად მუშაობს, შეგიძლია ავტომატური ტესტირების სისტემაც გამოიყენო.
ამისათვის Terminal – ში გაუშვი ასეთი ბრძანება check50 cs50/problems/2022/python/
einstein
მწვანე სმაილები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ გაიარა ტესტი.
წითელი მოწყენილი სახეები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ კონკრეტულ შემთხვევებში არასწორად იმუშავა და იმ შემთხვევების შესაბამისად უნდა გამოასწორო მანამ სანამ მწვანე სმაილს არ მიიღებ.
check50 ასევე დაგიბრუნებს მისამართს რომელსაც შეგიძლია ეწვიო და ნახო ზუსტად რა მნიშვნელობებზე გაიტესტა შენი პროგრამა.
როგორ გავაგზავნოთ ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში?
მას შემდეგ რაც ხელით და ავტომატური გატესტვავ და დარწმუნდები რომ ყველაფერი რიგზეა, submit50 – ბრძანების გამოყენებით შეგიძლია გააგზავნო შენი ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში.
ზუსტი ბრძანება ასე გამოიყურება: submit50 cs50/problems/2022/python/
einstein
სწავლა და ბრძოლა