სანამ Emoji – ები შეიქმნებოდა, არსებობდა ემოტიკონები სადაც 🙂 ნიშნავდა გაღიმებულ/ბედნიერ სახეს და 🙁 – პირიქით, მოწყენილს. თანამედროვე პროგრამები და აპლიკაციები ემოტიკონებს ავტომატურად აკონვერტირებენ ემოჯიებში.
დავალება:
- შექმენით ფაილი სახელად
faces.py
- შექმენით საკუთარი ფუნქცია სახელად convert რომელის პარამეტრიც იქნება str ტიპის არგუმენტი – ტექსტი.
- convert ფუნქციაში არგუმენტად მიღებული ტექსტში იპოვეთ 🙂 ან 🙁 სიმბოლოები და გადააქციეთ ისინი შესაბამის (smile_emoji) და (frown_emoji) ემოჯიებად. დანარჩენი ტექსტი უნდა დარჩეს უცვლელი.
- იმავე faces.py ფუნცქიაში შექმენით მთავარი main ფუნქცია რომელიც სთხოვს მომხარებელს ტექსტის შყვანას (input), გამოიძახებს convert ფუნქციას და გადასცემს მომხმარებლის მიერ შეყვანილ ტექსტს არგუმენტად და convert – ის მიერ დაბრუნებულ შედეგს დაბეჭდავს ეკრანზე.
- დარწმუნდი რომ main ფუნქციას გამოიძახებ ფაილის ბოლოში და შენი კოდიც სტილისტურად ლამაზად გაქვს დალაგებული.
მინიშნებები:
- შეგახსენებ რომ
str
– ს ძალიან ბევრი სასარგებლო მეთოდი აქვს და იმის მიუხედავად რომ ბევრი მათგანი ჯერ არ გამოგიყენებია, უკვე დროა ბოლომდე გაუშინაურდე, შენთვის უცხო მეთოდების გამოყენება სცადო და დოკუმენტაციაში იქექო მანამ სანამ შედეგზე არ გახვალ: https://docs.python.org/3/library/stdtypes.html#string-methods
სანამ დაიწყებ
- Terminal – ში გაუშვი ბრძანება
cd
– ამ ბრძანების გაშვებით თავს დაიზღვევ რომ ნამდვილად შენს მთავარ ფოლდერში ხარ. - შემდეგ ისევ Terminal – ში გაუშვი ბრძანება
mkdir
faces – ამ ბრძანებით შექმნი ახალ ფოლდერს სახელად faces შენი დავალებისთვის. -
შემდეგ გაუშვი cd faces - ამ ბრძანებით შეხვალ შენს მიერ შექმნილ faces ფოლდერში.
- ახლა ამ ფოლდერში შექმენი ფაილი სახელად
faces.py
– ამ ბრძანების გამოყენებითcode faces.py
- დაიწყე დავალების შესრულება
faces.py
ფაილში.
Demo – როგორ უნდა მუშაობდეს შენი პროგრამა?
როგორ უნდა გატესტო შენი პროგრამა?
როდესაც ჩათვლი რომ შედეგს მიაღწიე და გინდა დარწმუნდე რომ შენი პროგრამა სწორად მუშაობს, შეგიძლია გატესტო რამდენიმე გზით.
გატესტე ხელით
- გაუშვი შენი პროგრამა python faces.py, აკრიფე Hello 🙂 და დააჭირე Enter ღილაკს. პროგრამამ შედეგად უნდა დაგიბრუნოს Hello (smile_emoji)
- გაუშვი შენი პროგრამა python faces.py, აკრიფე Goodbye 🙁 და დააჭირე Enter ღილაკს. პროგრამამ შედეგად უნდა დაგიბრუნოს Goodbye (frown_emoji)
- გაუშვი შენი პროგრამა
python faces.py
, აკრიფე Hello 🙂 Goodbye 🙁 და დააჭირე Enter ღილაკს. პროგრამამ შედეგად უნდა დაგიბრუნოს Hello (smile_emoji) Goodbye (frown_emoji)
ავტომატური გატესტვა – check50
მას შემდეგ რაც ხელით გატესტავ და ჩათვლი რომ შენი პროგრამა სავარაუდოდ სწორად მუშაობს, შეგიძლია ავტომატური ტესტირების სისტემაც გამოიყენო.
ამისათვის Terminal – ში გაუშვი ასეთი ბრძანება check50 cs50/problems/2022/python/
faces
მწვანე სმაილები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ გაიარა ტესტი.
წითელი მოწყენილი სახეები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ კონკრეტულ შემთხვევებში არასწორად იმუშავა და იმ შემთხვევების შესაბამისად უნდა გამოასწორო მანამ სანამ მწვანე სმაილს არ მიიღებ.
check50 ასევე დაგიბრუნებს მისამართს რომელსაც შეგიძლია ეწვიო და ნახო ზუსტად რა მნიშვნელობებზე გაიტესტა შენი პროგრამა.
როგორ გავაგზავნოთ ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში?
მას შემდეგ რაც ხელით და ავტომატური გატესტვავ და დარწმუნდები რომ ყველაფერი რიგზეა, submit50 – ბრძანების გამოყენებით შეგიძლია გააგზავნო შენი ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში.
ზუსტი ბრძანება ასე გამოიყურება: submit50 cs50/problems/2022/python/
faces