კურსის შიგთავსი
შესავალი და კურსის შესახებ
ინფორმაცია კურსის შესახებ. გამოყენებული ხელსაწყოები. სერტიფიკატები.
0/4
კომენტარები და ფსევდო კოდი
0/2
და თუ დაემთხვევა? | Match
0/1
დავალებები 7
0/1
დავალებები 8
0/1
ფინალური პროექტი
0/1
Python პროგრამირების საფუძვლები

ზოგი ადამიანი ძალიან სწრაფად საუბრობს და ძალიან მოხერხებული იქნებოდა მათი საუბრის ჩანაწერის შენელება რომ იყოს შესაძლებელი. მაგალითად YouTube – ვიდეოებს აქვთ როგორც შენელების ისე აჩქარების შესაძლებლობა. ამ დავალებაში მსგავსი ფუნქციის იმიტაციას ვეცდებით, ტექსტის საშუალებით.

 

დავალება:

შექმენით ფაილი სახელად playback.py და დაწერეთ პროგრამა რომელიც მომხმარებელს ჰკითხავს რაიმე ტექსტის შეყვანას, პასუხად კი დაუბრუნებს ამ ტექსტის გადაკეთებულ ვერსიას სადაც ყოველი ცარიელი ადგილი ჩანაცვლებული იქნება ... სამი წერტილით.

მინიშნებები:

თუ წინა დავალება გააკეთე, მაშინ წესით Python – ის დოკუმენტაციის გამოყენება შენთვის უცხო აღარ იქნება ამიტომ ჩავთვალეთ რომ მინიშნებები აღარ უნდა დაგჭირდეს 😉 

სანამ დაიწყებ

  1. Terminal – ში გაუშვი ბრძანება cd – ამ ბრძანების გაშვებით თავს დაიზღვევ რომ ნამდვილად შენს ფოლდერში ხარ. 
  2. შემდეგ ისევ Terminal – ში გაუშვი ბრძანება mkdir playback – ამ ბრძანებით შექმნი ახალ ფოლდერს სახელად playback შენი დავალებისთვის.
  3. შემდეგ გაუშვი cd playback - ამ ბრძანებით შეხვალ შენს მიერ შექმნილ playback ფოლდერში. 
  4. ახლა ამ ფოლდერში შექმენი ფაილი სახელად playback.py – ამ ბრძანების გამოყენებით code playback.py
  5. დაიწყე დავალების შესრულება playback.py ფაილში.

 

Demo – როგორ უნდა მუშაობდეს შენი პროგრამა?

როგორ უნდა გატესტო შენი პროგრამა?

როდესაც ჩათვლი რომ შედეგს მიაღწიე და გინდა დარწმუნდე რომ შენი პროგრამა სწორად მუშაობს, შეგიძლია გატესტო რამდენიმე გზით. 

გატესტე ხელით
  • გაუშვი შენი პროგრამა python playback.py, აკრიფე This is BitCamp და დააჭირე Enter ღილაკს. პროგრამამ შედეგად უნდა დაგიბრუნოს This…is…BitCamp.
  • გაუშვი შენი პროგრამა python playback.py, აკრიფე This is our week on functions და დააჭირე Enter ღილაკს. პროგრამამ შედეგად უნდა დაგიბრუნოს  This…is…our…week…on…functions
  • გაუშვი შენი პროგრამა python playback.py, აკრიფე Let's implement a function called hello და დააჭირე Enter ღილაკს. პროგრამამ შედეგად უნდა დაგიბრუნოს Let’s…implement…a…function…called…hello
ავტომატური გატესტვა – check50

მას შემდეგ რაც ხელით გატესტავ და ჩათვლი რომ შენი პროგრამა სავარაუდოდ სწორად მუშაობს, შეგიძლია ავტომატური ტესტირების სისტემაც გამოიყენო. 

ამისათვის Terminal – ში გაუშვი ასეთი ბრძანება check50 cs50/problems/2022/python/playback

მწვანე სმაილები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ გაიარა ტესტი. 

წითელი მოწყენილი სახეები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ კონკრეტულ შემთხვევებში არასწორად იმუშავა და იმ შემთხვევების შესაბამისად უნდა გამოასწორო მანამ სანამ მწვანე სმაილს არ მიიღებ.

check50 ასევე დაგიბრუნებს მისამართს რომელსაც შეგიძლია ეწვიო და ნახო ზუსტად რა მნიშვნელობებზე გაიტესტა შენი პროგრამა.

როგორ გავაგზავნოთ ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში?

მას შემდეგ რაც ხელით და ავტომატური გატესტვავ და დარწმუნდები რომ ყველაფერი რიგზეა, submit50 – ბრძანების გამოყენებით შეგიძლია გააგზავნო შენი ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში.

ზუსტი ბრძანება ასე გამოიყურება: submit50 cs50/problems/2022/python/playback