როდესაც ინგლისურ ანბანს ვიყენებთ, დიდი ასოებით წერა ხშირად ყვირილის ან გაბრაზების გამომხატველია, ასე მაგალითად – “WRITING IN ALL CAPS IS LIKE YELLING.”
თუმცა ალბათ დამეთანხმებით რომ სჯობს ვაკონტროლოთ ემოციები, მოვუხმოთ შინაგან ხმას, მესიჯები და კომენტარების ვწეროთ გაწონასწორებულად.
დავალება:
შექმენით ფაილი სახელად indoor.py
და დაწერეთ პროგრამა რომელიც მომხმარებელს ჰკითხავს რაიმე ტექსტის შეყვანას, პასუხად კი დაუბრუნებს ამ ტექსტის lowercase(პატარა ასოებით შედგენილ) ვერსიას.
მინიშნებები:
- გაიხსენე რომ
input
ფუნქცია აბრუნებსstr
მნიშვნელობას და გადახედე შესაბამის დოკუმენტაციას: docs.python.org/3/library/functions.html#input - გაიხსენე რომ
str
– ს აქვს საკმაოდ ბევრი სასარგებლო მეთოდი და გადახედეთ შესაბამის დოკუმენტაციას: docs.python.org/3/library/stdtypes.html#string-methods
სანამ დაიწყებ
- Terminal – ში გაუშვი ბრძანება
cd
– ამ ბრძანების გაშვებით თავს დაიზღვევ რომ ნამდვილად შენს ფოლდერში ხარ. - შემდეგ ისევ Terminal – ში გაუშვი ბრძანება
mkdir indoor
– ამ ბრძანებით შექმნი ახალ ფოლდერს სახელად indoor შენი დავალებისთვის. -
შემდეგ გაუშვი cd indoor - ამ ბრძანებით შეხვალ შენს მიერ შექმნილ indoor ფოლდერში.
- ახლა ამ ფოლდერში შექმენი ფაილი სახელად indoor.py – ამ ბრძანებსი გამოყენებით code indoor.py
- დაიწყე დავალების შესრულება indoor.py ფაილში.
Demo – როგორ უნდა მუშაობდეს შენი პროგრამა?
როგორ უნდა გატესტო შენი პროგრამა?
როდესაც ჩათვლი რომ შედეგს მიაღწიე და გინდა დარწმუნდე რომ შენი პროგრამა სწორად მუშაობს, შეგიძლია გატესტო რამდენიმე გზით.
გატესტე ხელით
- გაუშვი შენი პროგრამა python indoor.py, აკრიფე HELLO და დააჭირე Enter ღილაკს. პროგრამამ შედეგად უნდა დაგიბრუნოს hello.
- გაუშვი შენი პროგრამა python indoor.py, აკრიფე THIS IS BITCAMP და დააჭირე Enter ღილაკს. პროგრამამ შედეგად უნდა დაგიბრუნოს this is bitcamp.
- გაუშვი შენი პროგრამა python indoor.py, აკრიფე 50 და დააჭირე Enter ღილაკს. პროგრამამ შედეგად უნდა დაგიბრუნოს 50.
თუ რაიმე პრობლემას წააწყდები, მაგალითად file cannot be opened ან რაიმე მსგავსი, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევი ზემოთ მოცემულ ინსტრუქციებს და დარწმუნდი რომ indoor ფოლდერი შექმენი, indoor.py ფაილიც და ასევე დარწმუნდი რომ ნამდვილად შესული ხარ indoor ფოლდერში.
ავტომატური გატესტვა – check50
მას შემდეგ რაც ხელით გატესტავ და ჩათვლი რომ შენი პროგრამა სავარაუდოდ სწორად მუშაობს, შეგიძლია ავტომატური ტესტირების სისტემაც გამოიყენო.
ამისათვის Terminal – ში გაუშვი ასეთი ბრძანება check50 cs50/problems/2022/python/indoor
მწვანე სმაილები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ გაიარა ტესტი.
წითელი მოწყენილი სახეები ნიშნავს რომ შენმა პროგრამამ კონკრეტულ შემთხვევებში არასწორად იმუშაო და იმ შემთხვევების შესაბამისად უნდა გამოასწორო მანამ სანამ მწვანე სმაილს არ მიიღებ.
check50 ასევე დაგიბრუნებს მისამართს რომელსაც შეგიძლია ეწვიო და ნახო ზუსტად რა მნიშვნელობებზე გაიტესტა შენი პროგრამა.
როგორ გავაგზავნოთ ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში?
მას შემდეგ რაც ხელით და ავტომატური გატესტვის შემდეგ დარწმუნდები რომ ყველაფერი რიგზეა, submit50 – ბრძანების გამოყენებით შეგიძლია გააგზავნო შენი ნამუშევარი Harvard – ის სისტემაში.
ზუსტი ბრძანება ასე გამოიყურება: submit50 cs50/problems/2022/python/indoor