HTML - შესავალი - თავი 1


მოგესალმებით, ეს არის ჩვენი კურსის შესავალი. ვიწყებთ საფუძვლებით.

რა არის HTML?

HTML - ეს აბრევიატურა იშიფრება როგორც HyperText Markup Language. HyperText გულისხმობს ისეთი ტექსტი რომელიც შეიცავს ბმულებს და HTML - ის შექმნისას ბმულები იყო მთავარი ინოვაცია რომელიც საშუალებას იძლეოდა რომ სხვა და სხვა დოკუმენტები და გვერდები ერთმანეთთან დაგეკავშირებინა. თუმცა მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და HTML - ის სტანდარტიც განვითარდა. ყველაზე ახალ ვერსიას HTML5 ჰქვია. HTML5 ბმულების გარდა ძალიან ბევრ სხვა საინტერესო ელემენტებს და ფუნქციონალს მოიცავს. ამ კურსის განმავლობაში დავფარავთ ყველა იმ საჭირო თემას რაც დაგჭირდება ამ ენის კარგად შესწავლისთვის.

აქვე იუნდა ავღნიშნოთ რომ HTML არ არის პროგრამირების ენა. ის გამოყენება საიტზე ინფორმაციული სტრუქტურის შესაქმნელად. თუმცა მასთან ერთად პროგრამირების ენა JavaScript - ით შესაძლებელია კომპლექსური აპლიკაციების კეთება. ამ ენის დაუფლებაც შეგიძლია BitCamp - ის საიტზე განთავსებული შესაბამისი კურსის საშუალებით.

საინტერესო ფაქტი

HTML გამოიგონა Tim Berners-Lee - იმ 1989 წელს, CERN - ში მუშაობისას. მის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს ბლოგზე - ვების ისტორია

HTML - ის სტრუქტურა

მოდით შევხედოთ მარტივი HTML დოკუმენტის სტრუქტურას:

<!DOCTYPE html>
<html>
<head>
    <title>გვერდის სათაური</title>
</head>
<body>
    <h1>ჩემი პირველი სათაური</h1>
    <p>ჩემი პირველი HTML აბზაცი.</p>
</body>
</html>

<html> არის ის ძირითადი ელემენტი რომელშიც იქმნება მთელი დოკუმენტის სტრუქტურა.

<head> ელემენტი შეიცავს დამატებით (meta) ინფორმაციას ამ დოკუმენტის შესახებ. აქ არსებული ინფორმაცია არ ჩანს ვებ გვერდზე. თუმცა მასში მოთავსებული ელემენტები დამატებით ინფორმაციას აწვდის ბროუზერს. მაგალითად <title> ტეგი რომელშიც დოკუმენტის სათაურს ვწერთ და უმეტეს შემთხვევებში ამ სათაურს ვხედავთ ბროუზერის ფანჯარასა ან ტაბზე.

<body> მოიცავს იმ ელემენტებს რომლებსაც ვხედავთ ვებ-გვერდზე. მთელი დოკუმენტის ხილვადი ნაწილის სტრუქტურა ამ ელემენტში იქმნება. სათაური <h1>, აბზაცი/პარაგრაფი <p> თუ სხვა ელემენტები რომლებსაც ამ კურსის განმავლობაში გავეცნობით, ყველა აქ მოიყრის თავს.

ამ ეტაპზე სულ ეს არის, შეკდეგ თავში უფრო დეტალურად განვიხილავთ HTML ელემენტებს, მათ ფუნქციებსა და თვისებებს. იქამდე კი დავალებების სექციას ჩახედე, მოემზადე და ცოტა ივარჯიშე ამ თავში ნასწავლის მეტად გააზრებაში.

დავალებები

  1. გადმოწერე და დააინსტალირე რომელიმე კოდის ედიტორი. დღეისათვის ყველაზე პოპულარულია Visual Studio Code - ძალიან მარტივი დასაყენებელია და გაგიმარტივებს HTML კოდის წერას. სამომავლოდ კი სხვა ენების დაუფლებასა და გამოყენებაშიც გამოგადგება.
  2. VS Code - ის დაყენების შემდეგ, გახსენი ის და შექმენი ახალი HTML ფაილი. ამ ფაილში კი გადააკოპირე ზემოთ მოცემული კოდი. გახსოვდეს რომ HTML ფაილებს ნებისმიერი სახელი შეგიძლია დაარქვა, მთავარია რომ .html გაფართოებით ბოლოვდებოდეს. მაგალითად bitcamp.html, gamarjoba.html, app.html და ა.შ. აქვე გეტყვი რომ ხშირად პირველ HTML ფაილს index.html = ს არქმევენ ხოლმე რადგან სიტყვა index აღნიშნავს საწყის/მთავარ დოკუმენტს. თუმცა როგორც ვთქვით, ნებისმიერი სახელი შეგიძლია გამოიყენო.
  3. გახსენი ფაილი რომელიმე ბროუზერით მაგალითად Chrome ან Firefox და ნახე შედეგი. გილოცავ 🎉 ეს შენი პირველი ვებ-გვერდია.
  4. ახლა შეგიძლია შეცვალო დოკუმენტის სათაურში ან პარაგრაფში ჩაწერილი ტექსტი და შეინახო ცვლილება. შემდეგ კი ახლიდან გახსნა ან გადატვირთო/"დაარეფრეშო" ბროუზერის ფანჯარა. ხედავ? შენი ცვლილებები აისახა. ნელ-ნელა გაუთამამდები და აღმოაჩენ რომ თურმე არც ისე ძნელი ყოფილა ეს ყველაფერი.