სასწავლო პროგრამები
BitCamp 101
აქამდე არ გქონია შეხება პროგრამირების სამყაროსთან? ყველამ 0 - დან დავიწყეთ და დღემდე მუდმივ სწავლაში ვართ, ამიტომ არ შეშინდე, გამოგვყევი და ყველაფერი გამოგივა. გახსოვდეს რომ ჩვენი დევიზია - სწავლა და ბრძოლა 🔥✊
რთული მაგრამ სახალისო გზა გელის წინ, უამრავ რამეს ისწავლი და ძალიან მალე საკუთარ თავსაც ვეღარ იცნობ იმდენი ახალი რამის გაკეთებას შეძლებ. მთავარია რომ არ დანებდე არც ერთ მომენტში. სადმე გაიჭედე? შეისვენე და მეორე დღეს ახალი შემართებით განაგრძე ბრძოლა. გახსოვდეს რომ ყოველდღიური ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია.
სწავლის დაწყება
BitCamp 101 - Harvard - ისა და Helsinki - ს უნივერსიტეტების პროგრამების მიქსია.
Harvard - ის პროგრამა CS50 მოიცავს კომპიუტერული მეცნიერების საფუძვლებს. ლექციები ყოველ სამშაბათს ტარდება. ყველა ლექციის ჩანაწერს ვინახავთ და ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ დროს შეუძლია მისი გავლა. კომპიუტერული მეცნიერების საფუძვლების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. სალექციო კურსი, დავალებები და სასწავლო მასალები კურსისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე შეგიძლია ნახო და პირდაპირ დაიწყო: start.cs50.ge.
Helsinki - ს პროგრამის მიხედვით შექმნილ კურსს Web101 დავარქვით და ის მოიცავს როგორც ფრონტენდის ისე ბექენდის ტექნოლოგიებს (HTML, CSS, JavaScript, Node.JS, MongoDB). ლექციები ტარდება ყოველ ხუთშაბათს. აქაც ყველა ლექციის ჩანაწერს ვინახავთ და ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ დროს შეუძლია მისი გავლა. Web101 - ის პროგრამის შესაბამისი ლექციების, მასალებისა და დავალებები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე web101.bitcamp.ge
მენტორის აყვანა: ჩვენი სტუდენტები აღნიშნავენ რომ სამენტორო სერვისის შეძენის შემდეგ მეტად თავდაჯერებულნი ხდებიან რადგან იციან თუ სადმე გაიჭედებიან, ყოველთვის შეუძლიათ მენტორის დახმარება გამოიყენონ. BitCamp 101 - ის სამენტორო სერვისი ფუნქციონირებს ყოველ დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, საღამოს 18:00 - დან 22:00 - მდე. ამ 4 საათის განმავლობაში, მენტორები მზად არიან თქვენს კითხვებს გასცენ პასუხი და დაგეხმარონ. სამენტორო სერვისის შეძენა შეგიძლიათ მისამართზე platform.bitcamp.ge და ის თვეში 100 ლარი ღირს.
სამენტორო სერვისის შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. ყოველ დღე ვხსნით ახალ ჯგუფებს და ლოდინი არ მოგიწევთ.
ყოველდღიური სამენტორო მომსახურების გარდა გთავაზობთ ფიზიკურ შეხვედრებს, ყოველ შაბათს, საღამოს 5 საათზე სადაც შეგიძლიათ გაიცნოთ თქვენი მენტორები და ლექტორები, თქვენი ჯგუფელები და დაესწროთ საინტერესო პრეზენტაციებს დამწყები დეველოპერებისთვის მნიშვნელოვან თემებზე.