შეუერთდი AI რევოლუციას

სამყარო იცვლება 🚀

 

კოდის წერა ყველა პროფესიის ადამიანისთვის აუცილებელი უნარი ხდება 🦾

 

გახდი ამ ცვლილებების ნაწილი და შემოქმედი – ისწავლე Python პროგრამირება და AI იარაღების გამოყენება BitCamp – ის სამენტოროში 🔥

რაში გამომადგება Python - ის და AI - ს ცოდნა?

AI იარაღების ცოდნა, Python პროგრამირება და კოდის წერის უნარები გამოგარჩევს შენი კონკურენტებისგან და გაცილებით მაღალ საფეხურზე დაგაყენებს. თან ახლა როცა ჯერ კიდევ ბევრს არ ესმის რა გამოწვევების წინაშე დგას მთელი სამყარო.

 

ასეთი უნარების შეძენა და კომპეტენციის ამაღლება ასმაგად ზრდის უახლოეს მომავალში შენი წარმატების შანსს.

 

თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტის განვითარება აზანზარებს ყველაფერს და ყველა ვემზადებით მოსალოდნელი მასშტაბური ცვლილებებისთვის. აუცილებელი არაა რომ პროგრამისტი გახდე მაგრამ კოდის წერა სხვა პროფესიებშიც აუცილებელი უნარი ხდება.

 

 

ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს სჭირდება საკმაოდ მაღალი კომპეტენცია ტექნოლოგიების სფეროში იმისთვის რომ საკუთარი საქმიანობის გაგრძელება შეძლოს. თუმცა ახლა გარდამავალი პერიოდია – რაც ნიშნავს რომ დასაქმებული ადამიანების უმეტესობა ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ხვდება რა გველის უახლოეს მომავალში. 

 

ახლა გაქვს შანსი აღმოჩნდე პროფესიონალების 99% – ზე წინ და ახლა ისწავლო ის რის სწავლასაც ძალიან მალე ისედაც ყველა დაიწყებს. You can do it before it was cool!

.

კი. ამ პროგრამის დასაწყებად რაიმეს წინასწარ ცოდნა აუცილებელი არ არის.

არა. პროგრამა თავიდან ბოლომდე ქართულადაა შედგენილი.

ისწავლი Python პროგრამირების საფუძვლებს ძალიან მაღალი ხარისხით.

 

ისწავლი AI იარაღებთან ურთიერთობას და მათ გამოყენებას.

ისწავლი როგორ გამოიყენო თანამედროვე Chatbot – ები ეფექტურად. როგორ დაავალო მათ სხვადასხვა საქმეები და დააინტეგრირო ისინი შენს მიერ შექმნილ აპლიკაციებში.

უმაღლეს დონეზე ისწავლი Python პროგრამირების საფუძვლებს. შეძლებ მარტივი და საშუალო დონის აპლიკაციების შექმნას და რაც მთავარია – შეძლებ კოდის წერას AI – ასისტენტების გამოყენებითა და დახმარებით. 

 

ზუსტად გეცოდინება როგორი კომუნიკაცია უნდა ააწყო თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის იარაღებთან რომ მიიღო სასურველი შედეგი. თან ამ ყველაფერს ბრმად არ გააკეთებ და მზად იქნები შეცდომების გამოსასწორებლად ან გადასაზღვევად

ამ პროგრამის მენტორები Harvard – ის სერტიფიკატის მფლობელი, პროფესიონალი პროგრამისტები არიან და ზუსტად იციან როგორ უნდა გაგდაგადგმევინონ პირველი ნაბიჯები ისე რომ არ შეფერხდე სწავლის არცერთ ეტაპზე.

აუცილებლად! ამ პროგრამის მიზანი Python – პროგრამირების ათვისებაა Harvard – ის სტანდარტით. ჩვენი ყველა მენტორი მზად არის დაგეხმაროს ნებისმიერი საკითხის გარკვევაში. რაც არ უნდა კომპლექსური იყოს საკითხი, საბოლოოდ არ დარჩება დეტალი რომელსაც ვერ გაიგებ ან გამოტოვებ.

ყოველთვის! დავალებების უმეტეს ნაწილს მენტორთან ერთად გააკეთებ და მანამ არ გავჩერდებით სანამ ყველა იმ უნარს არ აითვისებ რაც საჭიროა ნებისმიერი დაბრკოლების გადასალახად.

ჩვენი სამენტორო პროგრამა შედგენილია Harvard – ის ოფიციალური სასწავლო კურსის მიხედვით. მენტორთან ერთად გააკეთებ ზუსტად იმ დავალებებსა და პროექტებს რომლებიც აუცილებელია Harvard – ის სერტიფიკატის ასაღებად. მენტორი დაგეხმარება გააგზავნო შენი ნამუშევრები Harvard – ის სისტემაში. ყველა დავალების და პროექტის შესრულების შემდეგ, Harvard – ის სისტემა დაგაჯილდოვებს სერტიფიკატით.

დიახ, შეძლებთ. ჩვენი ლექციები და სამენტორო სესიები ტარდება საღამოს საათებში. 20:00 – დან.

დიახ, ყველა შეხვედრა და პრაქტიკული მეცადინეობა იწერება რაც საშუალებას მოგცემთ ნებისმიერ დროს გადაიმეოროთ და გაიხსენოთ შეხვედრებზე განხილული საკითხები, დავალებების და პროექტების კეთების პროცესი.

დიახ, შეიძლება. უბრალოდ შეავსეთ ქვემოთ მოცემული განაცხადის ფორმა და ლექციის ჩანაწერს ელ.ფოსტაზე მიიღებთ.

შეავსეთ განაცხადის ფორმა და ჩვენი სასწავლო მენეჯერი მალევე შეგეხმიანებათ. ფორმის შევსების შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი ლექციის ჩანაწერსაც გამოგიგზავნით რომ თქვენით ნახოთ რამდენად მეგობრული, საქმიანი და საინტერესო სასწავლო პროცესი გვაქვს.

პროგრამა გათვლილია 4 თვეზე თუმცა შეგვიძლია თითოეულ სტუდენტთან ინდივიდუალური ტემპისა და გრაფიკის აწყობა. შესაბამისად სურვილისამებრ შეძლებთ გაიაროთ უფრო სწრაფად ან უფრო ნელა.

სტანდარტულად სტუდდენტი ესწრება 36 შეხვედრას, 4 თვის განმავლობაში. თუმცა შემცირება ან დამატებაც შესაძლებელია სტუდენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.

პროგრამაზე სწავლა თვეში 250 ლარი ღირს.

შეავსე განაცხადი

ფორმის შევსებისთანავე მიიღებ შეხვედრის ჩანაწერს ✊

შევსებიდან მოკლე პერიოდში დაგიკავშირდება ჩვენი სასწავლო მენეჯერი და გაგესაუბრება 📞


სტუდენტების აზრი

5-stars

BitCamp - ის შესახებ

გამარჯობა, მე ოთარ ზაკალაშვილი ვარ, BitCamp – ის დამფუძნებელი.

 

2010 წელს დავიწყე პროგრამისტის კარიერა და მას შემდეგ მუდამ სწავლასა და განვითარებაში ვატარებ დროს. 

 

2015 წელს ქართულ ბაზარზე მუშაობა დავასრულე რადგან ბევრი ამერიკული და ევროპული კომპანიისგან მქონდა შემოთავაზება – ასე დაიწყო ჩემი კარიერული თავგადასავალი გლობალურ ასპარეზზე.

 

2018-2019 წლებში მივხვდი რომ შემეძლო ამ პერიოდში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემი ქართველი მეგობრებისა და ახლობლებისთვის გამეზიარებინა. ამისათვის შევქმენი პატარა სასწავლო ჯგუფი რომელსაც BitCamp – დავარქვი. თავიდან 20 – მდე ადამიანი შეიკრიბა და დავიწყეთ სწავლა. 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდში უმეტესობა მათგანმა შეძლო პროგრამირების და ვებ ტექნოლოგიების საფუძვლების იმ დონეზე შესწავლა რომ პირველი სამსახური ან სტაჟირება მოიპოვეს. 

 

2020 – 2021 წლებში ათასობით ადამიანმა გაიგო ჩემი სტუდენტების წარმატების შესახებ და Facebook – ჯგუფში ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდა. უმეტესი მათგანის თხოვნა იყო რომ სალექციო და სამენტორო ჯგუფები გამეკეთებინა სადაც სტუდენტებს კიდევ უფრო ეფექტურად დავეხმარებოდი პირველი ნაბიჯების გადადგმაში.

 

ასც მოვიქეცი და ბოლო 5 წელია აქტიურად ვქმნი საგანმანათლებლო პროგრამებს BitCamp – ის ათობით ათასი წევრისთვის. 

 

დღეისათვის BitCamp – ის Facebook ჯგუფში 55 ათასამდე წევრი გვყავს – რაც ძალიან მეამაყება.